Home » 2021 » September » 13 (page 2)

Daily Archives: September 13, 2021

დღეის მდგომარეობით, საქართველოდან 24.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილია ექსპორტირებული

მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოდან 5.5 ათასი ტონა თხილის ექსპორტი უკვე განხორციელდა. ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 24.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს თხილის ექსპორტის მოცულობა 27% -ით (1.2 ათასი ტონა) გაიზარდა. „ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე – იტალია (2 790 ტონა), ...

Read More »

თურქეთმა შეწყვიტა ქვეყანაში იმ რუსების შესვლა, რომლებიც Sputnik Light-ით არიან აცრილები

თურქეთმა უარი განაცხადა რუსული Sputnik Light (იგივე Sputnik V) ვაქცინის აღიარებაზე და გაამკაცრა შესვლის წესები ამ ვაქცინით აცრილი ტურისტებისთვის. ამის შესახებ გამოცემა Finanz.ru წერს. როგორც TASS იუწყება, ანკარაში რუსეთის საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით, 3 სექტემბრიდან მათ, ვინც მიიღეს ერთ კომპონენტიანი რუსული ვაქცინის ინექცია, უნდა გაიარონ იგივე პროცედურა, რასაც გადიან აუცრელი ადამიანები – უარყოფითი PCR ტესტი ჩასვლამდე 72 საათით ადრე, უარყოფითი სწრაფი ...

Read More »

იოსებ არჩვაძე – ქვეყანამ სრულად დაძლია კორონავირუსით გამოწვეული მაკროეკონომიკური ჩამორჩენა და ყველა ძირითადი პარამეტრით პანდემიამდელ დონეს გადაუსწრო

2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს ექსპორტმა 2605.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საგარეო ვაჭრობა მიმდინარე წლის პირველი რვა თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად აღემატებოდა გასული წლის შესაბამის მაჩვენებლებს. კერძოდ, ექსპორტი – 25.7 პროცენტით, იმპორტი – 20.7 პროცენტით, ბრუნვა კი – 22.2 პროცენტით. ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის ინფორმაციით, დაწყებული 2021 წლის მარტიდან, საქართველოს ექსპორტს წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მხოლოდ ორნიშნა ზრდა აღენიშნება (მარტში ზრდამ ...

Read More »

იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 25.7 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 678.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.2 პროცენტით მეტია. აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 2 605.5 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ 25.7 პროცენტით მეტი, ხოლო იმპორტი 6 072.9 მლნ. აშშ დოლარი, ანუ 20.7 პროცენტით მეტი. ხოლო უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა ...

Read More »

ბათუმის გეზში სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ბათუმი“, კანონდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, კომპანიის მიერ, შემოტანილ სხვადასხვა სახეობის ტვირთზე, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის მიმართ რისკების მართვის პროგრამის ფარგლებში, წითელი დერეფანი განესაზღვრა. საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი“-ს უფლებამოსილი პირის მიერ, აღრიცხვის მოწმობის თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტვირთის შემოსვლისას წარმოდგენილი თანმხლები დოკუმენტაცია) და ტვირთის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ...

Read More »

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას 10-მდე ახალი წევრი შეუერთდა, ერთ-ერთი მათგანი საერთაშორისო კომპანია „მეიჯერელია“

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას საერთაშორისო კომპანია „მეიჯერელი“ შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ „მეიჯერელი“ არის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან საქმიანობს. მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიაში 63 000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გუნდი 2 500-ზე მეტი წევრისგან შედგება და საქმიანობას 3 ქალაქის, 5 ოფისიდან აწარმოებს: სამი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ამჟამად, „მეიჯერელ საქართველო“ 9 პროექტის ფარგლებში მომსახურებას უწევს ...

Read More »

II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო რაოდენობა თვეში 1 231.4 ათასით განისაზღვრა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო რაოდენობა თვეში 1 231.4 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1 415.3 ათასი ვიზიტი. როგორც საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 2-ჯერ მეტია 2020 წლის მეორე კვარტალის შესაბამის მონაცემებზე. „2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ...

Read More »

სპორტსმენები, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში ოქროს მედალს მოიპოვებენ, უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან

საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრები, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში მოიპოვებენ პირველ ადგილს ან გახდებიან ოქროს მედალოსნები, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან. მთავრობის შესაბამისი დადგენილების პროექტს მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. მთავრობის სხდომის დღის წესრიგის თანახმად, საკითხზე მომხსენებელი განათლების და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელია. საკითხთან დაკავშირებით დეტალები სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

Read More »

კალაძე – ვპირდები დედაქალაქის მოსახლეობას, რომ წლის ბოლომდე ქალაქში არცერთი ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო. როგორც მან პრეზენტაციაზე განაცხადა, მერად არჩევის შემთხვევაში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება. „რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩემი საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები, სადაც ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, სატრანსპორტო პოლიტიკაა, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო განვითარების სწორ ხედვებს განსაზღვრავს. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ ...

Read More »