Home » 2021 » September » 13

Daily Archives: September 13, 2021

მერაბ კაკულია: ეკონომიკა წელს 9-10%-ით გაიზრდება

„მეეჭვება, რომ წლის ბოლოს ორნიშნა ზრდა გვექნება“, – პროგნოზი „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში პროფესორმა მერაბ კაკულიამ გააკეთა. ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის ზრდა 10%-ის ფარგლებში იქნება. „ვიტყოდი, რომ მშპ-ს ზრდა იქნება 10%-ის ფარგლებში. არ ვამბობ, რომ ზუსტად 10% იქნება. შეიძლება იყოს 9%, 9.5% . ზრდას ვვარაუდობ 9-10%-ის ფარგლებში, თუ არ გაუარესდა მთლიანი მაკროეკონომიკური ფონი და ეპიდემიოლოგიური ვითარება“, – განმარტა მერაბ ...

Read More »

ქობულეთში თანამედროვე სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება

ქობულეთში თანამედროვე სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში წერს. “ეს იყო ქობულეთელების ერთ-ერთი ძირითადი თხოვნა, რაც გავითვალისწინეთ. თანამედროვე სპორტული კომპლექსი ამ მუნიციპალიტეტს განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს. პროექტის განხორციელებისთვის 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აჭარაში, ყველა მუნიციპალიტეტში ვითარდება სპორტული ინფრასტრუქტურა.  ეს ყოველივე ხელს უწყობს, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ასევე ...

Read More »

პროკრედიტ ჯგუფი PCAF-ის მონაწილე ხდება

პროკრედიტ ჯგუფი Partnership for Carbon Accounting Financials-ის (PCAF – პარტნიორობა ნახშირბადის ემისიების აღრიცხვის ფინანსური ანგარიშგებისთვის) მონაწილე ხდება სტანდარტიზირებული მიდგომის დანერგვა ჯგუფის მასშტაბით, რომელიც გულისხმობს საკუთარ საკრედიტო და საინვესტიციო პორტფელთან დაკავშირებული სათბურის აირების ემისიების გაზომვისა და გამოვლენის შესაძლებლობას. Partnership for Carbon Accounting Financials (PCAF) არის გლობალური ინდუსტრიის ინიციატივა ფინანსური სექტორისათვის სათბურის აირების  ემისიების გაზომვისა და გამოვლენის სტანდარტიზაციის უზრუნველსაყოფად. ამ ინიციატივას მხარს უჭერს 140-ზე მეტი ბანკი და ინვესტორი,  ხუთი კონტინენტიდან. ინიციატივა თანდათან აქტუალური ხდება ჩრდილოეთ ამერიკაში, ლათინურ ამერიკაში, ევროპაში, აფრიკასა და აზია  და წყნარი ოკეანის რეგიონში. მაინის ფრანკფურტი, 2021 წლის 8 სექტემბერი – დაარსების დღიდან, პროკრედიტ ჯგუფი ცდილობს თავის სამოქმედო ქვეყნებში, განვითარებად ბაზრებზე ხელი შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას ეკოლოგიური  საკითხების გათვალისწინებით. პროკრედიტ ჯგუფში შემავალი ბანკები პიონერები ...

Read More »

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სამართალწარმოებას იწყებს და ტაქსების მომსახურების სფეროში ინიციატივას წარმოადგენს

2021 წლის 14 სექტემბერს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და ორგანიზაციის ინიციატივას წარმოადგენს, თემაზე: რა სამართლებრივი საშუალებებით შეიძლება ჩაერიოს სახელმწიფო ტაქსის მომსახურე კომპანიების საქმიანობაში, შეჩერდება თუ არა მომსახურების ნებართვები, როგორ შეიძლება დარეგულირდეს სამართლიანი სატარიფო პოლიტიკა და ვინ აგებს პასუხს ტაქსის მომსახურების სფეროში შექმნილ ბუნებრივ მონოპოლიებზე. „ახალგაზრდა ადვოკატები“ სამართალწარმოების პროცესს იწყებს და ახალი ინიციატივის შესახებ საჯარო ...

Read More »

ზვიად ციკოლია წარმოებას შვეიცარიიდან საქართველოში 2022 წლიდან გადმოიტანს

2022 წლის ზაფხულიდან ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია წარმოებას საქართველოში გადმოიტანს. როგორც დიზაინერი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ამ დროისთვის მიმდინარეობს შესაბამისი ქმედებები. „პანდემიის გამო ყველაფერი გაჭიანურებულია, შესაბამისად, კონკრეტულ დროს ვერ ვასახელებ. ამ მიმართულებით არ გავჩერებულვართ და ვმუშაობთ. საორიენტაციოდ  ვადად შემიძლია დავასახელო 2022 წლის ზაფხული, ასე ვვარაუდობ, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ გამოჩნდა,“ – აცხადებს ციკოლია. Tsikolia-ს წარმოების გადმოტანას დიზაინერი პირადი ფინანსებით გეგმავს და ...

Read More »

ნათია თურნავა: იწყება „საპარტნიორო ფონდის“ კორპორატიზაცია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, დღეს ქვეყანაში „საპარტნიორო ფონდის“ საჭიროებაა და ეს ფონდი როგორც კაპიტალის მოზიდვის ინსტრუმენტი ძალიან მნიშვნელოვანია. კითხვაზე იმის შესახებ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ 2022 წლიდან, სავარაუდოდ, ბიუჯეტიდან დაფინანსდება, თურნავა ამბობს, რომ „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის საბოლოო ვერსიაზე საუბარი ნაადრევია და ეს საკითხი ჯერ განხილვაშია. „დღეს მსოფლიოში „საპარტნიორო ფონდის“ და მისი მსგავსი სუვერენული ფონდების საჭიროება არსებობს. ...

Read More »

ამირან გამყრელიძე განმარტავს, ვისთვისაა კორონავირუსის ტესტი უფასო და ვისთვის – ფასიანი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე განმარტავს, ვისთვისაა კორონავირუსის ტესტი უფასო და ვისთვის – ფასიანი. როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, დღეში საშუალოდ 38-40 ათასი ტესტი კეთდება და აქედან ფასიანი მხოლოდ 3-5%-ია. მისი თქმით, ვისთვისაც ტესტირება უფასო იყო, კვლავ ასე რჩება და ამის შესახებ დადგენილების შეცვლა ჯერჯერობით არავის მოუნდომებია. „არაფერი შეცვლილა. მთავრობის 975-ე განკარგულებაა, რომელიც განსაზღვრავს, ვისთვისაა ტესტირება ...

Read More »

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, საგარეო ვალის აღებასთან დაკავშირებით გარკვეული კორექტირებები მოსალოდნელია

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განმარტებით, საგარეო ვალის აღებასთან დაკავშირებით გარკვეული კორექტირებები მოსალოდნელია. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალს აღარ აიღებს, თუმცა ვალის აღება შესაძლოა, მოხდეს კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, ისიც შემცირებული ოდენობით. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი კორექტირების მიზანი საგარეო ვალის იმ ნიშნულამდე ჩამოყვანაა, რაც საქართველოს ეკონომიკას შესაბამისი განვითარების საშუალებას მისცემს. „სხვა ვალებთან მიმართებითაც ...

Read More »

ფოთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში „თიბისის” მოსწავლის ბარათის მფლობელები დღეში 2 უფასო მგზავრობით ისარგებლებენ

სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ფოთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობისას „თიბისის“ მოსწავლის ბარათს გამოიყენებენ, სპეციალური საშეღავათო ტარიფით, კერძოდ, დღეში ორი უფასო მგზავრობით ისარგებლებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სიახლე ფოთის მუნიციპალიტეტის ინიცირებით და ფოთის სატრანსპორტო კომპანიის დახმარებით 13 სექტემბრიდან ამოქმედდა და ის თიბისის ფოთის ფილიალებში გაცემულ ყველა მოსწავლის ბარათზე მოქმედებს. შეღავათი ეხება მხოლოდ ფოთის მუნიციპალურ ტრანსპორტს. „მოსწავლეებს, რომლებიც ფლობენ თიბისის მოსწავლის ბარათს, ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი – ინფლაცია არის ეკონომიკურ ნაწილში, პანდემიის ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი

ინფლაცია არის ეკონომიკურ ნაწილში, პანდემიის ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ინფლაციის მატება საგარეო ეკონომიკურ ფაქტორებზე არის დამოკიდებული. „ჩვენ ვხედავთ ინფლაციურ პროცესებს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში. ინფლაციური 10 წლის მაჩვენებლის მაქსიმუმი დაფიქსირდა ევროპაში, აშშ-ში და ყველა სხვა ქვეყანაში, შესაბამისად, ეს არის პროცესი, ...

Read More »