Home » 2021 » September » 10 (page 2)

Daily Archives: September 10, 2021

საპარტნიორო ფონდი განვითარების ფონდად გარდაიქმნება და ბიუჯეტიდან დაფინანსდება

„საპარტნიორო ფონდი“  „საქართველოს განვითარების ფონდად“ გარდაიქმნება და ბიუჯეტიდან დაფინანსდება, – დაანონსებული კანონპროექტი როგორც ჩანს, უკვე მზადაა და მის განხილვას პარლამენტი უახლოეს პერიოდში დაიწყებს. კანონპროექტი მოხდება “საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირება. შედეგად, 2022 წლის დასაწყისიდან შესაძლებელი გახდება საქართველოს განვითარების ფონდის რეფორმირებული სახით და სრულყოფილად ამოქმედება. „საპარტნიორო ფონდის“  არსებულ  მოდელს  და მისი საინვესტიციო აქტივობას იწუნებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. IMF-ის რეკომენდაციითვე „საპარტნიორო ფონდს“ საქმიანობა შეზღუდული ...

Read More »

„გალტ ენდ თაგარტი“ კაპიტალის ბაზრების მხარდაჭერის პროგრამაში ერთვება

„გალტ ენდ თაგარტი“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროექტ „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“ ერთვება. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, DIGITAL RE4M პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მას საქართველოში „გალტ ენდ თაგარტთან“ ერთად BDO ხელმძღვანელობს. 18 თვიანი პროექტის პირველი ეტაპი ქართული კაპიტალის ბაზრების პოტენციალის კვლევას და იმ არსებული ბარიერების დადგენას გულისხმობს, რომლებიც კომპანიებისთვის  კაპიტალის ბაზრებზე წვდომას აფერხებს. პროექტის მეორე ეტაპი კი, პროგრამის ფარგლებში ...

Read More »

“ჩვენი მიზანია გავაუმჯობესოთ მომხმარებლების ცხოვრება” – ლიბერთიმ გუნდი და სტრატეგია წარადგინა

ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა, ბანკის ახალი გუნდი და განვითარების სტრატეგია წარადგინა. ლიბერთი, რომელსაც საქართველოში ყველაზე ფართო საბანკო ქსელი გააჩნია და წლების მანძილზე ემსახურება უფროსი თაობის მომხმარებლებს, აცხადებს რომ ბანკი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და მისი ახალი სტრატეგიული მიზანია, გახდეს უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი, ყველა ასაკისა და საჭიროებების მქონე მომხმარებლისთვის. „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ – სტრატეგია, რომელიც ამ მიზნის მისაღწევად ...

Read More »

ფინანსთა სამინისტრო – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ 2021 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემები არასწორია

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ 2021 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემები არასწორია. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, არაზუსტი მონაცემების გამოქვეყნება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოუწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“, გამოაქვეყნოს ობიექტური ინფორმაცია მიმდინარე წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე. „საჯარო ფინანსების ეფექტიანი და სწორი მართვა, ბიუჯეტის გამჭვირვალობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი ...

Read More »

„მოხერხდება თუ არა ენერგეტიკული ბირჟის 1 იანვარს ამოქმედება, დღესაც გაურკვეველია“ – გიორგი კაპანაძე

„თვეზე მეტია გასული საქართველოს ენერგეტიკულმა ბირჟის მიერ 6 თვის ანგარიშის  გამოქვეყნებიდან და დღემდე ეს, სამწუხაროდ, ბირჟის მნიშვნელოვანი საჯარო აქტივობებიდან უკანასკნელია. საზოგადოებას კი არც ახლა აქვს პასუხი მთავარ კითხვაზე – მოხერხდება თუ არა დაანონსებულ ვადაში, ანუ 2022 წლის 1 იანვარს ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება. ბირჟის ხელმძღვანელობა არც იმას თვლის საჭიროდ, რომ საზოგადოებას ის დაგეგმილი სამუშაოები გააცნოს, რაც წესით და რიგით გაწერილი უნდა ...

Read More »

ღარიბაშვილი – მომდევნო წლებში ინფრასტრუქტურაზე 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება, 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას კი სოფლის მეურნეობაში ვგეგმავთ

8 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა, ეს არის უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი და სწორედ ამ მშვიდობამ და სტაბილურობამ მოიტანა განვითარება ყველა რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ყაზბეგის მერობის კანდიდატის, ბაკურ ავსაჯანიშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველა მიმართულებით არის პროგრესი, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა, თუ სოფლის მეურნეობის მიმართულებით სერიოზული, ხელშესახები პროგრამების ამოქმედება, როგორიც არის „შეღავათიანი ...

Read More »