Home » 2021 » September » 09

Daily Archives: September 9, 2021

აიცერი, დააზღვიე სიცოცხლე!  –  „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ თანამშრომლებისთვის ვაქცინაციის  წამახალისებელი კამპანია დაიწყო

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ თანამშრომლებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კომპანიაში ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია სახელწოდებით – „აიცერი, დააზღვიე სიცოცხლე!“ დაიწყო. კამპანიის მიზანია, წლის ბოლომდე ჯიპიაის თანამშრომლების მინიმუმ 85% სრულად იყოს ვაქცინირებული. თანამშრომლებში,  ვაქცინაციის პროცესზე ცნობიერების გაზრდის მიზნით ყოველკვირეულად იმართება ლაივ კითხვა-პასუხის სესიები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ექიმებთან, ფსიქოლოგებთან, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან. ყველა თანამშრომელს ეძლევა შესაძლებლობა, დასვას მისთვის საინტერესო ...

Read More »

SOLO-ს მხარდაჭერით 15-19 სექტემბერს მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

15-19 სექტემბერს მესტია საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ეს იქნება პირველი ასეთი ფორმატის ფესტივალი მთიან საქართველოსა და კავკასიაში. ფესტივალი გაიხსნება მერაბ კოკოჩაშვილის მთის თემატიკის ფილმით „მწვერვალი“, რომელიც კინოსტუდია „ქართულმა ფილმმა“ აღადგინა ეროვნული არქივის ხელშეწყობით. ფესტივალი კი  გიორგი მრევლიშვილის ფილმით – „საქართველოს დაკარგული ხეობები“ დაიხურება, რომელშიც მაყურებელი 20-იანი წლების ამერიკელი მოგზაურის მიერ აღბეჭდილ კადრებს იხილავს. ფესტივალს საქართველოს სხვა კინოფესტივალებიდან განსხვავებს ის, რომ საუკეთესო ...

Read More »

BAG ინდექსი: კომპანიების 95% მიიჩნევს, რომ თანამშრომელთა COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა აუცილებელია

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მხარს უჭერს ვაქცინაციის პროცესს და აქტიურად მოუწოდებს, როგორც ბიზნესს, ასევე ფართო საზოგადოებას, დროული და სწრაფი ვაქცინაციისკენ. სწორედ ამიტომ, საკითხის საფუძვლიანად შესწავლისა და ბიზნესის განწყობების გასაანალიზებლად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ, BAG ინდექსის კვლევის ფარგლებში, ვაქცინაციის მიმართ  დამოკიდებულების შესაფასებლად, ასოციაციის წევრი და მათი შვილობილი კომპანიები გამოკითხა. კვლევის შედეგების თანახმად, კომპანიების 95%-ს დასაქმებულების ვაქცინაცია აუცილებლად მიაჩნია. მეტიც, გამოკითხულთა 87%-ს უკვე ჰქონდა ...

Read More »

Social Impact Award-ის მენტორები, რომლებიც სოციალურ საწარმოებს აძლიერებენ

Social Impact Award მასშტაბური საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაა. მისი მიზანი ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია და ინოვაციების მხარდაჭერაა. პროექტი, რომელიც 15-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად მიმდინარეობს, საქართველოში უკვე მეხუთე წელია, იმართება. წელს პროექტი თიბისის სტარტაპერის მხარდაჭერით ხორციელდება. წელს Social Impact Award-ს თერთმეტი ფინალისტი ჰყავს — საწარმოები ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო თუ გარემოსდაცვითი დარგებიდან პროექტის მთავარ ეტაპზე ორთვიან საინკუბაციო ეტაპს გადიან. თითოეულ გუნდს ინდივიდუალური მენტორი საწარმოს ...

Read More »

შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციას ინოვაციური მეთოდით გააშენებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა შოკოლადის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანიის Camille Bloch-ის პრეზიდენტს, დანიელ ბლოხს შეხვდა, სადაც საუბარი კომპანიას და ქართულ მხარეს შორის თანამშრომლობას, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, შეეხო. ნათია თურნავას თქმით, მისასალმებელია, რომ მსოფლიოში ისეთმა ცნობილმა შვეიცარიულმა კომპანიამ, როგორიც Camille Bloch-ია, საქართველოში თხილის პლანტაციის ინოვაციური მეთოდით გაშენება და საკუთარი წარმოების სწორედ საქართველოში გაფართოება გადაწყვიტეს. მისივე თქმით, კომპანიამ სწორედ საქართველო ...

Read More »