Home » 2021 » September » 08 (page 2)

Daily Archives: September 8, 2021

II კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 234.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის II კვარტალში 234.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 2.6 პროცენტით ნაკლებია. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება სააქციო კაპიტალის შემცირება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში და სასესხო ვალდებულების დაფარვა. 2021 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ...

Read More »

ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო

ლიბერთი, სააგენტოს აწარმოე საქართველოში „სუბსიდირებული იპოთეკური სესხების“ სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო. პროგრამის ფარგლებში, მრავალშვილიან მოქალაქეებს (3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი) ან ახალდაბადებული შვილის (ბავშვები, რომლებიც 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე არიან დაბადებულნი) მშობლებს, შესაძლებლობა აქვთ 5 წლიანი სახელმწიფო სუბსიდირება მიიღონ იპოთეკურ სესხებზე, როგორც ახალ, ისე ძველ აშენებულ პროექტებში და სახლის აშენების მიზნით. სუბსიდირებული იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 ...

Read More »

თბილისის გეზში მებაჟე ოფიცრებმა კონტრაფაქციული საქონელი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი“, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურების განხორციელებისას,  სასაქონლო ნიშნების  უკანონო გამოყენების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს. კონტრაფაქციული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 5643 ლარი შეადგინა. „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ”, საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონელი შეჩერებას და მფლობელების წერილობითი თანხმობის საფუძველზე განადგურებას დაექვემდებარა.

Read More »

2021 წლის 8 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 59 ქვეყანაში 65 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 145 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 13%-ით მეტია, 19%-ით გაზრდილია ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი – 29% (3638057), ჩინეთი – 9% (3373517), ლატვია – 4% (1119219), ლიეტუვა – 56% (675510), აშშ – 26% ...

Read More »