Home » 2021 » September » 08

Daily Archives: September 8, 2021

“ლიბერთი ბანკთან” დაკავშირებული თემა, არის პოლიტიკური და ნაკლებად ეხმიანება პენსიონერთა რეალურ საჭიროებებს”

“ლიბერთი ბანკთან” დაკავშირებული თემა, არის პოლიტიკური და ნაკლებად ეხმიანება პენსიონერთა რეალურ საჭიროებებს”,- ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორი, გიორგი ცუცქირიძე აცხადებს. “პოპულიზმი, რომ ქართულ პოლიტიკაში ფრიად ფართოდ არის გავრცელებული არ ახალი ამბავია. პოპულიზმი ზოგადად პოლიტიკაში სხვაგანაც გამოიყენება, ეს თითქმის თანაბრად ახასიათებს როგორც ტრადიციულად მემეარცხენე ორიენტაციის პარტიებს, ისე მემარჯვენეებსაც. გასაკვირიც არ არის, როდესაც განსაკუთრებით პოპულიზმით გატაცება წინასაარჩევნო პერიოდებში ხდება. ამიტომაც მიიჩნევა, რომ პარტიების ...

Read More »

„თუ საპენსიო სესხზე პროცენტი 30%-მდეა შემცირებული, ეს ძალიან კარგია, ამის შესახებ არ ვიცოდით“ – ლევან იოსელიანი

“ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელიც  ახალ პაკეტზე მუშაობს. ჩემი ამოცანა არ არის სხვა ბანკების საპროცენტო განაკვეთი ვაკონტროლო, ამ ეტაპზე ჩემი ამოცანაა, რომ “ლიბერთი ბანკმა” დაბალ პროცენტში მისცეს პენსიონერებს სესხი”, – ამის შესახებ „ბანკები და ფინანსებთან“ საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. გამოცემის კითხვაზე, ფლობს თუ არა ინფორმაციას, რომ ე.წ. საპენსიო სესხზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 30,65%-ს ...

Read More »

ვაჟა ბერიძე – პატივს ვცემ ივანიშვილს, მაგრამ ახლა ვისურვებდი და ვურჩევდი რეალურად წავიდეს პოლიტიკიდან, რადგან პოლიტიკის დეპოლიტიზაციამ, არაპოლიტიკოსებით ქვეყნის მართვამ ქვეყანას საკმაო ზიანი მიაყენა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.   – ბატონო ვაჟა, 2 ოქტომბრის არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი და თვალს ვადევნებთ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო კამპანიებს. საარჩევნო ბატალიებისა და ამ პროცესში მონაწილე პარტიების სტრატეგიებისა და ტაქტიკების თემებს ჩვენ აუცილებლად შევეხებით. მანამდე, რადგან ოპოზიციის უდიდესი ნაწილის მტკიცებით 2 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია, ხოლო მმართველი გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ აცხადებს ...

Read More »

„ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპი“ 10 ჰექტარ ტერიტორიაზე „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის პირველ ფაზას 2022 წელს დაასრულებს

„ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპი“ 10 ჰექტარ ტერიტორიაზე, რეგიონში პირველი – ქალაქის ტიპის „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის პირველ ფაზას 2022 წელს დაასრულებს. როგორც „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კომპანია „დომუსი“ აღნიშნულ პროექტში, „თიბისის“ მხარდაჭერით, 70 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. „აუთლეტ ვილიჯის“ პროექტის პრეზენტაციას საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „აუთლეტ ვილიჯისთვის“ 22 000 კვ.მ ფართობის კომერციული სივრცე აშენდება, სადაც 120 საერთაშორისო ...

Read More »

„ბილაინის“ აბონენტებს ვირტუალური სიმ ბარათით სარგებლობა უკვე შეუძლიათ

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი „ბილაინი“ მომხმარებელს ვირტუალური სიმ ბარათით (eSIM) სარგებლობას სთავაზობს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, eSIM- ი (Embedded SIM) სმარტფონში ჩაშენებული ვირტუალური სიმ ბარათია და აბონენტებს ყველა იმ სერვისით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, რომელიც ფიზიკური სიმ ბარათის შემთხვევაშია ხელმისაწვდომი. „eSIM-ი თანამედროვე გადაწყვეტაა, რომელიც მომხმარებელს უქმნის მნიშვნელოვან კომფორტს, აძლევს მოქნილობას და თავისუფლებას. გარდა ამისა, eSIM-ის გააქტიურება მარტივად და სწრაფად, სახლიდან გაუსვლელად არის ...

Read More »

კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემა იწყება

26 აგვისტოსა და 2 სექტემბერს კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა, რომელსაც სრულად გაუნადგურდა მოსავალი, ერთჯერადად დახმარებას მიიღებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ერთჯერადი დახმარების ოდენობა განსაზღვრულია ერთ ჰექტარზე 3,000 ლარით, ხოლო ის ფერმერები რომელთაც 100%-ით დაუზიანდათ მოსავალი, რომელიც უკვე ჩააბარეს და მიიღეს 3000 ლარამდე თანხა მაგალითად 1000 ლარი 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით, სახელმწიფო მათ შეუვსებს დარჩენილ სხვაობას ...

Read More »

ესტონეთის ბაზარზე გეოგრაფიული აღნიშვნა „სულგუნის“ უკანონო გამოყენების ფაქტი აღიკვეთა

გეოგრაფიული აღნიშვნა „სულგუნის“ უკანონო გამოყენების ფაქტი ესტონეთის ბაზარზე აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ესტონეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით, ცნობილი გახდა, რომ ესტონეთის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ყველის დაცული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის – „სულგუნი“ უკანონოდ გამოყენების ფაქტს. შესაბამისი რეაგირების შედეგად, სუპერმარკეტების ქსელიდან „SELVER“ ამოღებულ იქნა დასახელება „Suluguni“-ით უფლების დარღვევით ნიშანდებული პროდუქცია. „დარღვევაზე რეაგირების მიზნით, 2021 წლის 30 ...

Read More »

ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებში რეფორმებისთვის 14 მილიარდს გამოყოფს

ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, ევროკავშირი ორგანიზაციის კანდიდატ ქვეყნებში რეფორმებისთვის 14 მილიარდ ევროს გამოყოფს. როგორც ბრიუსელში აცხადებენ, ეს თანხა უნდა დაეხარჯოს კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში, რათა ისინი ევროკავშირში გაწევრიანდნენ. „ბენეფიციარებს დახმარება გაეწევა საჭირო პოლიტიკური, ინსტიტუციონალური, სამართლებრივი, ადმინისტრაციული, სოციალური და ეკონომიკური რეფორმების გატარებაში, რათა ამ ქვეყნებმა დაიცვან ევროკავშირის ღირებულებები და ეტაპობრივად მოხდეს ორგანიზაციის წესების, სტანდარტების, პოლიტიკის და პრაქტიკის დანერგვა“, – ...

Read More »

ლიბერთიში სამომხმარებლო სესხებზე განსაკუთრებული პირობების აქცია – „შენი სურვილების სეზონი“ დაიწყო

ლიბერთიში სამომხმარებლო სესხებზე განსაკუთრებული პირობების აქცია – „შენი სურვილების სეზონი“ დაიწყო. 16 სექტემბრამდე, ნებისმიერი მიზნისთვის ახალი სესხის აღების ან რეფინანსირების შემთხვევაში, ყველა მომხმარებელი ისარგებლებს საშეღავათო პერიოდით და 3 თვემდე ვადით გათავისუფლდება სესხის ყოველთვიური გადასახადისგან. ახალი აქციის ფარგლებში, სამომხმარებლო სესხის მიღებას შეძლებს 18-დან 70 წლამდე ნებისმიერი მოქალაქე, რომლის შემოსავალი მინიმუმ 200 ლარია. საშეღავათო პირობები მაქსიმალურად არის მორგებული თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე ...

Read More »

თეგეტა მოტორსში განსაკუთრებული აქციები სექტემბერშიც გრძელდება

აგვისტო გავიდა, მაგრამ „თეგეტა მოტორსში“ მთავარი საზაფხულო აქციები სექტემბერშიც გრძელდება! ინფორმაციას კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ავრცელებს. მათთვის, ვინც წელიწადის ყველაზე ცხელ პერიოდში ავტომობილის შემოწმება და გამართვა ვერ მოასწრო და „თეგეტას“ მთავარი საზაფხულო აქციებით ვერ ისარგებლა, ავტოინდუსტრიაში საქართველოს ბაზრის ლიდერი განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და სხვადასხვა ხელსაყრელ შეთავაზებებს სექტემბერშიც აგრძელებს. კომპანიაში დაადასტურეს, ზაფხულის მთავარი აქციების უმეტესობა შემოდგომის პირველ თვეშიც იმოქმედებს. სექტემბრის აქციების ფარგლებში ავტომფლობელებს ...

Read More »