Home » 2021 » September » 06

Daily Archives: September 6, 2021

ტესტერთა საერთაშორისო დღე GEOSTQB-ის ორგანიზებით, თიბისისა და ჯიტას მხარდაჭერით აღინიშნება

9 სექტემბერს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერთა პროფესიული დღე საერთაშორისოდ აღინიშნება. 2020 წლიდან, მას მერე, რაც საქართველოში პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭო (GeoSTQB) ჩამოყალიბდა, ტესტერთა საერთაშორისო დღეს ჩვენს ქვეყანაშიც აღნიშნავენ. ტესტერთა საერთაშორისო დღე, საქართველოში მისი აღნიშვნის დასაბამიდან დეველოპერულ კომუნაში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რის გამოც, GeoSTQB-ს ორგანიზებით და თიბისისა და GITA-ს ხელშეწყობით, ტესტერთა დღის აღსანიშნავი ღონისძიება 2021 წელსაც ჩატარდება, ერთდღიანი ფორუმი ონლაინ-ფორმატში ჩატარდება ტესტერებისთვის ...

Read More »

მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო 2022 წლის 1-ელი მარტიდან გახდება

მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო 2022 წლის 1-ელი მარტიდან გახდება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მეორე მოსმენით, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა, რომლის თანხმად, მოპედები მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს უთანაბრდება და მათზე იგივე მოთხოვნები გავრცელდება, რაც ნებისმიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის არის დადგენილი. “მოპედების მძღოლებს მოუწევთ მოპედების რეგისტრაცია და ახალი ტიპის – AM კატეგორიის მართის მოწმობის აღება. მოპედების რეგისტრაცია 2022 წლის 1 მარტამდე იქნება ნებაყოფლობითი, ხოლო 2022 ...

Read More »

N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჟოლოსა და პომიდორ „ჩერის“ მოსავლის აღება გრძელდება

მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჟოლოსა და პომიდორ „ჩერის“ მოსავლის აღება გრძელდება. მსჯავრდებულები დღეს სამი სახეობის ჟოლოსა და წითელ და ყვითელ პომიდორ „ჩერის“ კრეფენ, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებაში სასოფლო-სამეურნეო პროექტის მიმდინარეობის სამწლიან პერიოდში წლევანდელი მოსავალი საუკეთესოა, რაც მსჯავრდებულთა შემოსავალზეც აისახება. ჟოლოსა და პომიდვრის გაყიდვით მიღებული თანხა მათ ხელფასის სახით დაერიცხებათ. პროდუქტის რეალიზაციას კი იუსტიციის სამინისტროს ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – „ნამახვანჰესის“ პროექტზე მიმდინარეობს მედიაციის პროცესი, გარემოს ზემოქმედების დამატებითი შეფასება

ენერგოგაერთიანების მედიაციით მიმდინარეობს პროცესი და ჩართულები არიან საზოგადოების დაინტერესებული პირები, ის ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ყოველთვის კონკრეტული კითხვები და აინტერესებთ უფრო დამოუკიდებელი მოსაზრებები ექსპერტებისგან, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელმაც „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. მისივე თქმით, პროექტთან დაკავშირებით მთავრობამ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე, კონკრეტულად კი, ვინაიდან ეს საკითხი დაისვა ...

Read More »

ქვრივიშვილი – პანდემიის მიუხედავად, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და პირველ 8 თვეში მილიონზე მეტ ტურისტს უმასპინძლა, ტურიზმიდან 505 მილიონ ლარზე მეტია მიღებული

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომუშავე ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.მარიამ ქვრივიშვილმა მათ საქართველოში ტურიზმის განვითარების დინამიკა და სამოქალაქო ავიაციის აღდგენის ტენდენციები გააცნო. „ავიაციის და ტურიზმის სექტორის ბოლო 8 თვის მონაცემების მიხედვით, გამოკვეთილია ავიაციის ძალიან სწრაფი და პოზიტიური აღდგენის დინამიკა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ასევე აღიარებულია. აგვისტოს თვეში საქართველო ევროკონტროლმა დაასახელა ...

Read More »

სოკარში საწვავის ფასმა მნიშვნელოვნად დაიწია

წლების განმავლობაში, სოკარი ლოიალურ მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობდა სხვადასხვა აქციას. ენერჯი ბარათის მფლობელები ყოველთვის სარგებლობდნენ ფასდაკლებებით საწვავზე. თუმცა, ბოლო პერიოდში საწვავის ფასი განუხრელად იზრდება, რაც გამოწვეულია არაერთი ფაქტორით, მათ შორისაა ვალუტის კურსი და მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდა. ეს ფაქტორები განსაზღვრავს საწვავის ფასწარმოქმნას ნებისმიერი ნავთობკომპანიისთვის და, მათ შორის, სოკარისთვის. სოკარი საკუთარ ვალდებულებად მიიჩნევს, ხარისხიანი და, ამავე დროს, ხელმისაწვდომი საწვავი მიაწოდოს საქართველოს ...

Read More »

არ ეძებო ბანკომატი — ვითიბის VISA Debit ბარათით საქართველოში თანხის განაღდება ყველგან უფასოა

მომხმარებლები საბანკო პროდუქტების არჩევისას საკუთარ საჭიროებებს ითვალისწინებენ. ხშირად ისეც ხდება, რომ სხვადასხვა პროდუქტში სხვადასხვა მახასიათებელი მოგვწონს, რაც არჩევანის გაკეთების პროცესს გვირთულებს. სწორედ ამიტომ, ვითიბიში პროდუქტების ოპტიმიზაცია გააკეთეს და გადაწყვიტეს, სადებეტო ბარათების მიმართულებაში მომხმარებლებისთვის ისეთი რამ შეეთავაზებინათ, რომელიც საკუთარ თავში ყველა სხვა ბარათის საკეთესო მახასიათებლებს გააერთიანებდა. საუბარია VISA Debit ბარათზე, რომელიც ბაზარზე არსებული სხვა ბარათებისგან განსხვავებით, რამდენიმე სრულიად უნიკალურ მახასიათებელს ფლობს და მომხმარებელებს ახალ შესაძლებლობებს ...

Read More »

ღვინის ეროვნული სააგენტო – 6 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში გასულ წელთან შედარებით 6-ჯერ მეტი ყურძენია გადამუშავებული

6 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში გასულ წელთან შედარებით 6-ჯერ მეტი ყურძენია გადამუშავებული. აღნიშნულ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეისთვის კახეთში გადამუშავდა 47 ათას ტონამდე ყურძენი, რაც თითქმის 6-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს – 2020 წლის 6 სექტემბრის მდგომარეობით კახეთში 8 ათას ტონამდე ყურძენი იყო გადამუშავებული. „რთველი 2021-ის ფარგლებში მოსავალი ღვინის საწარმოებს 4 100-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 45 ...

Read More »

მიუღებელი და არასწორია, რომ ქვეყანა დამოკიდებული იყოს იმპორტირებულ პროდუქციაზე – ირაკლი ღარიბაშვილი

მომდევნო სამი წლის განმავლობაში 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად და წასახალისებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ცაგერის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა. ღარიბაშვილის შეფასებით, მიუღებელი და არასწორია, რომ ქვეყანა იყოს დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქციაზე. „კარგად მოგვეხსენება, რომ წლების განმავლობაში, მოყოლებული მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა და დაინგრა საბჭოთა კავშირი, ასევე დაინგრა და ...

Read More »

26 აგვისტოს კახეთში სტიქიისგან მიყენებული ზიანი 152 მიწის ნაკვეთს აუნაზღაურდება – თიბისი დაზღვევა

2021 წელს 8 თვის განმავლობაში თიბისი დაზღვევამ, მხოლოდ აგრო დაზღვევის ნაწილში 2 მლნ ლარამდე ზარალი აანაზღაურა, რაც 417 გაუთვალისწინებელი შემთხვევით იყო გამოწვეული. წლევანდელი მონაცემების თითქმის ნახევარს შეადგენს გასულ კვირას კახეთში სეტყვით მიყენებული ზარალი. 26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4,600 ჰექტარი მსხმოიარე და რთველისთვის მზა ვენახები დააზიანა და გაანადგურა. მხოლოდ ამ სტიქიით მიყენებული ...

Read More »