Home » 2021 » September » 02

Daily Archives: September 2, 2021

დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატი“ დამატებით 3%-ით დაასუბსიდირებს ნებისმიერ იპოთეკურ სესხს, მათ შორის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის მონაწილეებისთვისაც

დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატი“ დამატებით 3%-ით დაასუბსიდირებს ნებისმიერ იპოთეკურ სესხს, მათ შორის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის მონაწილეებისთვისაც. დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატი“ როგორც კლიენტზე მორგებული, მოქნილი ბრენდი, იპოთეკური სესხის დამატებით წლიურად 3%-ის სუბსიდირებას სთავაზობს ბინის შეძენის მსურველებს. ნებისმიერ ადამიანს, ვინც ბინის შეძენას საბურთალოზე გეგმავს, „თეთრი კვადრატი“ სთავაზობს მულტიფუნქციურ პროექტში, საბურთალოს გულში, შარტავას ქუჩაზე შეიძინონ ბინა იპოთეკური სესხით და მიიღონ დამატებით წლიურად 3%-ით ...

Read More »

ქუთაისის “ტორპედო” 577 017 ლარად „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ მფლობელობაში გადავიდა

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” ახალი მფლობელი ჰყავს. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, 27 აგვისტოს, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი ელექტრონული აუქციონის ფორმით, მერიამ განახორციელა მისსავე საკუთრებაში არსებული შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ განკარგვა. აუქციონი 1-ელ სექტემბერს დასრულდა. 577 017 ლარად კლუბი ა(ა)იპ „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ (აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე დავით კერესელიძე) მფლობელობაში გადავიდა. ქუთაისის მერის, იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, გუნდის გადასარჩენად, განვითარებისთვის ჩატარდა აუქციონი. “ტორპედოს ” ...

Read More »

„2030 წლისთვის საქართველოს ყველა სოფელს და ქალაქს ექნება სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება“

„ჩვენი სტრატეგიის მიხედვით, 2030 წლისთვის საქართველოს ყველა სოფელს და ქალაქს ექნება სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ზესტაფონში ,,ქართული ოცნების“ კანდიდატის წარდგენაზე. მინისტრმა ისაუბრა ზესტაფონში აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციაზე და ახსნა მისი გაჭიანურებული სამუშაოების მიზეზები – შეიცვალა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, რომელიც წლების განმავლობაში არ შეცვლილა. მისი თქმით, 324 კმ მაგისტრალური გზა აშენდება უკვე 2025 წლისთვის და 2030 ...

Read More »

10 სექტემბრიდან „თიბისი“ ბიზნესის მხარდასაჭერად ორგანიზებულ კურსებს გაანახლებს

10 სექტემბრიდან „თიბისი“ ბიზნესის მხარდასაჭერად ორგანიზებულ კურსებს გაანახლებს და ბიზნეს კლუბის წევრებს საინტერესო სესიებზე იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 10 სექტემბერს კლუბის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ გერმანიაში მცხოვრებ ქართველი დიზაინერის, ბრენდისა და პროდუქტის განვითარების სპეციალისტის ერეკლე ინაშვილის კურს დაესწრონ დიზაინ ფიქრის (Design Thinking) შესახებ. „ დიზაინ ფიქრი არის მუდმივი პროცესი, რომლის დროსაც ადამიანები ცდილობენ, მეტი გაიგონ მომხმარებელზე, გამოიტანონ სწორი ...

Read More »

მცირემასშტაბიანი მწვანე ინიციატივა: მზის პანელების სისტემების ხელშეწყობა საქართველოში

აქ. ახლა საქართველოში კიდევ უფრო მეტი პოტენციალი იქმნება მზის პანელებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. „მწვანე ინიციატივა“ – ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც თიბისი ლიზინგი საიმედო პარტნიორის Green For Growth Fund-ის და ევროკავშირის EU4Energy პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს და რომლის ფარგლებშიც, თიბისი ლიზინგმა შექმნა სპეციალური სალიზინგო პროდუქტი მზის პანელების სისტემების განვითარების მხარდასაჭერად, რომლის მეშვეობითაც როგორც იურიდიულ ისე ფიზიკურ პირებს საშუალება ეძლევათ მნიშვნელოვნად შეამცირონ მზის ...

Read More »

საქართველოში პირველად, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის ფსკერის გადაღება წყალქვეშა რობოტის საშუალებით განახორციელა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო წყალქვეშა ჰიდრობიოლოგიური კვლევების წარმოებისთვის თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური, დისტანციური მართვის მოწყობილობით, წყალქვეშა რობოტით აღიჭურვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წყალქვეშა რობოტი საშუალებას იძლევა მყვინთავებისთვის მიუწვდომელ, 450 მეტრამდე სიღრმეში, შეზღუდული ხილვადობის პირობებშიც კი, აწარმოოს კვლევა-ძიებითი სამუშაოები და მოახდინოს არსებული მდგომარეობის ვიდეო-აუდიო გადაღება, ფსკერის მონიტორინგი და სკანირება. ,,მნიშვნელოვანია, რომ ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი – რიკოთის მონაკვეთზე გრანდიოზული მშენებლობა ჯდება 2,6 მილიარდი, ეს არის საუკუნის პროექტი

ჩვენ ერთი მხრივ, უნდა გვახსოვდეს ჩვენი წარსული, აწმყო შევაფასოთ კარგად და ყოველთვის უნდა ვიფიქროთ მომავალზე; მე ჩამოვთვალე დარგები და სექტორები, ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატის, ვასილ გველესიანის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, გაათმაგებული ტემპებით არის მუშაობა ჩასატარებელი და მასშტაბები უნდა გაფართოვდეს, უნდა გაიშალოს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ...

Read More »

დეგნანი – ვიდრე ქართველები არ დაინახავენ კონკრეტულ მოქმედებას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით, კრემლის განცხადებებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს

ვიდრე ქართველები არ დაინახავენ სანდო მოქმედებებს, კონკრეტულ მოქმედებას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით, კრემლის განცხადებებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. აღნიშნული კომენტარით ის გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გუშინდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს თუ სურს რუსეთთან, როგორც მეზობელთან, ნორმალური ცხოვრება, მოსკოვი მზად არის ურთიერთობების აღსადგენად“. „საქართველოს მოსახლეობას სულ ესმის განცხადებები კრემლიდან. მათ ექნებათ სანდოობა ...

Read More »

მოზიდული პრემიით “ჯიპიაი ჰოლდინგი“ სადაზღვევო ბაზრის ლიდერია

2021 წლის 6 თვის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე „ჯიპიაი ჰოლდინგი“ (86.11 მლნ. ლარი) ლიდერობს, მას მოსდევს “ალდაგი“ (71.18 მლნ.ლარი), „თიბისი“ (54.14 მლნ. ლარი),„იმედი L“ (48.63 მლნ. ლარი). მეხუთე ადგილზეა „არდი“ (36.75 მლნ. ლარი).ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი სურათი შემდეგი იყო: პირველ ადგილზე „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 78.46 მლნ ლარით ლიდერობდა, მეორე ...

Read More »

კელი დეგნანი – ჩვენთვის სიურპრიზი იყო მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მლნ ევროს დახმარება მიუხედავად პანდემიისა და უმუშევრობისა – ამას გამოეხმაურება ვაშინგტონიც

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს ევროკავშირისგან 75 მლნ-იანი დახმარება არ სჭირდება, სიურპრიზი იყო. როგორც დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად აღნიშნული ფაქტისა, რეფორმები, რაზეც გასულ წელს საქართველო და ევროკავშირი მუშაობდნენ, უნდა გაგრძელდეს. „ჩვენთვის ცოტა სიურპრიზი იყო საქართველოს მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მლნ ევროს დახმარება, მიუხედავად პანდემიისა, უმუშევრობისა და იმ ვითარებისა, რაც საქართველოშია. ამას ...

Read More »