Home » 2021 » September » 01

Daily Archives: September 1, 2021

გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება

გიორგი გახარია პარტიის „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის მერობის კანდიდატების, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრების წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, ის ამ ნაბიჯს დგამს, პარტიის მერობის სხვა კანდიდატების მიმართ სოლიდარობის ნიშნით, “რომლებსაც უმძიმეს პირობებში უწევთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა”. „მე მინდა ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუთხრა, დღეიდან, მეგობრებო, თქვენ საქმე გექნებათ პირადად ...

Read More »

თუ საქართველოს ნამდვილად სურს ჩვენთან, მზად ვართ ნებისმიერ დროს – სერგეი ლავროვი

თუ საქართველოს სურს ნორმალურად იცხოვროს რუსეთთან ერთად, ისე, როგორც თავის მეზობელთან, მოსკოვი მზად არის ურთიერთობის აღსადგენად, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. “თუ საქართველს ნამდვილად სურს ჩვენთან, როგორც მეზობელთან ერთად ნორმალური ცხოვრება და არა დასავლეთის მფარველობის შენარჩუნების მიზნით, რუსეთთან თამაში, ამისთვის მზად ვართ ნებისმიერ დროს”, – განაცხადა ლავროვმა. “ჩვენ გგვქონდა განზრახვა მეზობელი საქართველოსთვის გვეპასუხა, როდესაც მათ ჩვენი მოქალქეებისთვის უვიზო ...

Read More »

უტეხავდა თუ არა ფულს თეა გოდოლაძე ილიაუნის

მათთვის, ვინც ჩემს ბლოგებს ეცნობა, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის უჩვეულო პროფესიული ზნე და ხასიათი უცხო აღარ იქნება. ახლა იმაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რაც მენიშნა და რაც შესაძლოა იყოს ის, რის გამოც ადამიანები არა მარტო თანამდებობებსა და პოზიციებს ემშვიდობებიან, არამედ უფრო თვალსაჩინო პასუხისმგებლობასაც ვეღარ გაურბიან. რაზე ვსაუბრობ – ვიცით, რომ 2007 წლიდან მოყოლებული, ...

Read More »

სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძენი ღვინის საწარმოებს 1300-მდე მევენახემ ჩააბარა – მათი შემოსავალი 8 მლნ ლარს აღწევს

1 სექტემბრის მონაცემებით, 27 აგვისტოდან დღემდე, 9000 ტონამდე დასეტყვილი ყურძენია გადამუშავებული. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძენი ღვინის საწარმოებს 1300-მდე მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი კი 8 მილიონ ლარს აღწევს. „სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ 31 აგვისტოს 9 ლოკაციაზე შეუფერხებლად იღებდა სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს. დასეტყვილი ყურძნის რაოდენობა და ჩაბარების ტემპები იძლევა საფუძველს, რომ სტიქიით ...

Read More »

პრემიერი – ჩვენი სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სასამართლო სისტემას

საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების, სახელმწიფოების სასამართლო სისტემას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, ყველას კარგად ახსოვს, თუ როგორი სასამართლო ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“, რის შემდეგაც „არაერთი ხელშესახები რეფორმა განხორციელდა”. „მინდა ყველას შევახსენო, მათ შორის ევროპარლამენტარებს, რომლებიც დღეს გამოდიან განცხადებებით, ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს, როგორი სასამართლო ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“. მას შემდეგ არაერთი ...

Read More »

„2021 წლის 8 თვეში საგადასახადო ზედმეტობის სახით კომპანიებს მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი დაუბრუნდათ“

„2021 წლის 8 თვეში საგადასახადო ზედმეტობის სახით კომპანიებს მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი დაუბრუნდათ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ივლისში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 26.5%-ითაა გაზრდილი. „ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკის სწრაფი ტემპებით აღდგენის პროცესი გრძელდება. წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივლისში, წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 9.9 ...

Read More »

ღარიბაშვილი – ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი – ეს იყო სესხი და დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი

ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი. თუ მათ რეალურად აინტერესებთ საქმის ვითარებაში და არსში გარკვევა უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ღარიბაშვილის განმარტებით, მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე იყო დამოკიდებული და ამ კუთხით საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების ...

Read More »

ნათია თურნავა „ვისოლ ჯგუფის“ თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესს დაესწრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კომპანია „ვისოლ ჯგუფის“ თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესს დაესწრო. მინისტრის განცხადებით, ვაქცინაცია ერთადერთი შესაძლებლობაა, შევებრძოლოთ პანდემიას და მნიშვნელოვანია, რომ კომპანიები აქტიურად არიან ჩართული თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესში. „ვცდილობთ წავახალისოთ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომსახურების, ტურიზმის, ვაჭრობის სფეროში წარმოდგენილი კომპანიები, იყვნენ ვაქცინირებული და ამ გზით დაიცვან ვირუსისგან როგორც საკუთარი თავი, ასევე საკუთარი მომხმარებელი. აქედან გამომდინარე, მისასალმებელია ...

Read More »

სესხის სუბსიდირების პროგრამა ოჯახებისთვის, რომელთაც ახალშობილი, ან 3 და მეტი შვილი ჰყავთ, დღეიდან ამოქმედდა

სესხის სუბსიდირების პროგრამა ოჯახებისთვის, რომელთაც ახალშობილი, ან 3 და მეტი შვილი ჰყავთ, დღეიდან ამოქმედდა. კერძოდ, დღეიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამები : “სუბსიდირებული იპოთეკური სესხი”, ბიზნეს უნივერსალი, ბიზნეს ექსპორტი, აგრო და ეკო-ტურიზმის განვითარება. “სუბსიდირებული იპოთეკური სესხი” პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. ასევე, პროგრამა ემსახურება უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებას. პროგრამა ითვალისწინებს ასეთი ოჯახების ...

Read More »

50%-იანი ფასდაკლებები და გარკვეული სერვისების უფასო მიღება – იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეღავათებს აწესებს

კოვიდვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ, ნაწილს კი – ნახევარ ფასად. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, სრულად ვაქცინირებულები უსასყიდლოდ იუსტიციის სამინისტროს შემდეგი სერვისებით ისარგებლებენ: ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა; უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება. კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილ პირებზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე: ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ...

Read More »