Home » 2021 » August (page 5)

Monthly Archives: August 2021

2020 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 1 344.7 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 66.5%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დეკლარირებული მონაცემების თანახმად, 2020 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1 010 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 1 054 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი 37.3 პროცენტით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით. „სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც მოიცავდა 2020 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ...

Read More »

გურამ მაჭარაშვილი – მაკროფინანსურ დახმარებას საფრთხე არ ემუქრება

ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, გვაქვს ჩვენი კონსტიტუცია, თავმოყვარეობა და სუვერენიტეტი და ნებისმიერ საერთაშორისო ინსტიტუციაში ამას სცემენ პატივს – ჩვენ ვისარგებლებთ კონსტიტუციით, შეთანხმებები აღარ იქნება ძალაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც მაკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით ოპოზიციის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მაკროფინანსურ დახმარებას საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება მართლმსაჯულების რეფორმას, ზოგადი ფრაზები ინკლუზიურობაზე დამაკმაყოფილებელი არ არის და საჭიროა ...

Read More »

რუსეთის სასამართლომ Facebook-ს, Twitter-სა და WhatsApp-ს ფინანსური ჯარიმები დააკისრა

მსოფლიოს სამ უმსხვილეს ინტერნეტ კომპანიას ფინანსური ჯარიმები ემუქრება მას შემდეგ, რაც რუსეთის სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანიებმა დაარღვიეს წესები, რომლებიც ითხოვენ მომხმარებლების პირადი მონაცემების დამუშავებას ექსკლუზიურად ქვეყნის შიგნით. ამის შესახებ RT.COM წერს. ხუთშაბათს, Roskomnadzor-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც ადასტურებს, რომ მოსკოვის ტაგანსკის სასამართლომ მკაცრი ჯარიმები დააკისრა სამ ამერიკულ სოციალურ პლატფორმას – Twitter-ს, WhatsApp-სა და Facebook-ს. ”სასამართლოს ბრძანებით, WhatsApp დაჯარიმდა 4 მილიონი რუბლით ...

Read More »

კომპანია Xiaomi საავტომობილო სექტორში შედის

ელექტრონული ტექნიკის ჩინურმა მწარმოებელმა Xiaomi–მ შეიძინა ავტონომიური მართვის სტარტაპი Deepmotion. კომპანია ცდილობს სმარტფონების წარმოებას გასცდეს, სადაც ის ერთ-ერთი ლიდერია. მარტში კომპანიამ გამოაცხადა ავტომობილების წარმოების დაწყების გეგმების შესახებ. კომპანიამ შეიძინა Deepmotion დაახლოებით 77.4 მილიონ დოლარად. ლეი ჯუნი, კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ამჟამად ხელმძღვანელობს ბრენდის ელექტრო ავტომობილის პროექტს. Xiaomi ადრე აცხადებდა, რომ 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციას გეგმას მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ახალ ...

Read More »

თიბისი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი (WEPs) გახდა

აქ.ახლა თიბისი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs) ოფიციალურად მიუერთდა. ამ გადაწყვეტილებით თიბისიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართ ერთგულება, რაც თიბისის კორპორატიული კულტურის განუყოფელი ნაწილია. გაეროს ქალთა გაძლიერების 7 პრინციპი ერთგვარი გზამკვლევია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესებისთვის, რომ დაიცვან სამუშაო სივრცეში და ჩვენს სოციუმში ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებები, იზრუნონ მათ გაძლიერებაზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. ...

Read More »

ქუთაისის აეროპორტი კოპიტნარის რკინიგზის სადგურს შემოდგომიდან დაუკავშირდება

ქუთაისის აეროპორტი რკინიგზის სადგურს მიმდინარე წლის შემოდგომიდან დაუკავშირდება. სადგურის მშენებლობა, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მალე დასრულდება და სადგური მგზავრების მიღებას დაიწყებს. “სადგური, რომელიც მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება როგორც ქუთაისისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის და მოსახლეობისთვის, ხელს შეუწყობს ქუთაისის აეროპორტში მობილობის ზრდას და მოგზაურებს აეროპორტთან წვდომას გაუადვილებს”, – განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში. სადგურის მშენებლობის პროცესს საქართველოში სტუმრად მყოფი WizzAir-ის ტოპ მენეჯმენტმაც დაათვალიერა. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ...

Read More »

GLOBAL FINANCE-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო კორპორაციულ ციფრულ ბანკად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი 2021 წელს საქართველოში საუკეთესო კორპორაციულ ციფრულ ბანკად დაასახელა. გამოცემამ ბანკი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით კიდევ 5 ქვეკატეგორიაში ცნო საუკეთესოდ. ესენია: ინვესტიციების მართვის ონლაინსერვისები, ვაჭრობის დაფინანსება, ხაზინის ონლაინსერვისები, მობილურზე ადაპტირებადი პლატფორმა, საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. Global Finance-მა საქართველოს ბანკს ჯილდოები მსოფლიო დონის ჟიურის წევრების, Infosys -ის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით მიანიჭა. “სწრაფად ...

Read More »

ოთარ დანელია – ნოქალაქევის რეაბილიტაციის პროექტი ამიერკავკასიაში უპრეცედენტოა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ოთარ დანელიამ, სენაკში ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ვახტანგ გადელიას წარდგენაზე განსაკუთრებული ყურადღება ნოქალაქევის ციხე-ქალაქის რეაბილიტაციის პროექტზე გაამახვილა. როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, ნოქალაქევის რებილიტაციის პროექტი ამიერკავკასიაში უპრეცედენტოა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება. ,,ჩვენთვის და ბევრი ჩვენგანისთვის ეს პროექტი იყო ყოველთვის სიმბოლური და გადაჭარბებული არ იქნება თუ ხაზს გავუსვამ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობას ...

Read More »

მარიამ ქვრივიშვილი – EUROCONTROL-ის მონაცემებით, საქართველოს საჰაერო მიმოსვლის მაჩვენებელმა 15%-ით გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია EUROCONTROL-ის მონაცემებით, საქართველოს საჰაერო მიმოსვლის მაჩვენებელმა 15%-ით გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ამავე მონაცემებით, საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკით საქართველო EUROCONTROL-ის წევრ სახელმწიფოებს შორის წამყვან პოზიციებზეა. ფრენების აღდგენის მონაცემებით, საქართველო უსწრებს ისეთ მსხვილ ქვეყნებს, როგორიცაა: ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, თურქეთი და ა.შ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს ...

Read More »

სიცოცხლის დაზღვევა – თიბისი დაზღვევის ახალი პროდუქტი

თიბისი დაზღვევა მომხმარებლებს ახალ სადაზღვევო პროდუქტს სთავაზობს. მსოფლიოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით გამოიკვეთა თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს გაუთვალისწინებელი შემთვევებისათვის მზადყოფნას. სწორედ ამიტომ, თიბისი დაზღვევის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ სიცოცხლის ინდივიდუალური ან საოჯახო დაზღვევა და ამ გზით, საყვარელი ადამიანებისათვის ფინანსური სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელობან დროს უზრუნველყონ. სადაზღვევო პროდუქტი ადამიანის ბუნებრივი მიზეზით, ან უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, ფულადი ანაზღაურების გაცემას გულისხმობს. თანხა გადაეცემა დაზღვეულის ...

Read More »