Home » 2021 » August (page 4)

Monthly Archives: August 2021

პრემიერი – დასეტყვილ თეთრ ყურძენში სახელმწიფო 80 თეთრს გადაიხდის, საფერავში – ლარს, ვისაც სრულად გაუნადგურდა ფართობები, ჰექტარში 3 ათას ლარს მიიღებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა კახეთში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარება. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, დაზიანებულ თეთრ ყურძენში 80 თეთრს სახელმწიფო გადაიხდის, საფერავში – ლარს, ხოლო, მათ ვისაც სრულად გაუნადგურდათ ფართობები, მთავრობა ჰექტარში 3 ათას ლარს გადაიხდის. ამასთან, პრემიერის განმარტებით, იმ ადამიანებს, ვისაც ვენახის ან ხეხილის ბაღის აღდგენა დასჭირდებათ, სახელმწიფო საკუთარი ხარჯით დაეხმარება. „რამდენიმე დღის წინ საკმაოდ მძიმე სტიქია იყო კახეთში, ...

Read More »

კახი კალაძემ თეა გოდოლაძეს პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდა

„დამოუკიდებელ სპეციალისტებს ვერ დავარქმევდი ამ ადამიანებს. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც პოლიტიკური სპეკულაციებში იყვნენ სამწუხაროდ. თქვენ გახსოვთ ის განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა პირველივე დღიდან. სამწუხაროა, რომ როდესაც ასეთი პრობლემები ხდება ქალაქში, ჩნდებიან ამ ტიპის და ამდაგვარი ადამიანები“, – ამის შესახებ თბილისი მერმა, კახი კალაძემ მაჭავარიანის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის გახსნისას მედიასთან საუბარში განაცხადა. მერი, პირველ რიგში, გულისხმობდა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ...

Read More »

მევენახეები, რომლებსაც სეტყვამ 100 %-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით ჰექტარზე 3000 ლარს მიიღებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა რთველი 2021-ის საკოორდინაციო შტაბში სეტყვით შედეგად დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მევენახეები, რომლებსაც სეტყვამ 100 %-ით გაუნადგურა მოსავალი და ვერცერთი კილოგრამი ...

Read More »

25 სექტემბრიდან გადასახადის გადამხდელები ელექტრონული მომსახურებისთვის ახალი შეღავათიანი პირობებით ისარგებლებენ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფუნქციებიდან გამომდინარე, უწყებაში მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი, რომელთაგან ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროექტი –  „საქართველოში კარგი მმართველობის ინიციატივა“. აღნიშნული პროექტის მიზანია შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მქონე გადასახადის გადამხდელების მხრიდან, თვითმომსახურების ხელშეწყობა, რაც უზრუნველყოფს ელექტრონული სერვისების მაქსიმალურად დისტანციურად გამოყენებას და შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების მაქსიმალურ მოქნილობას. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ...

Read More »

თურნავა – თევზჭერის ინდუსტრიის მხარდასაჭერად დავიწყეთ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 14 ახალი თევზსაჭერი გემის შეძენა და მოძველებულის ჩანაცვლება ხდება

თევზჭერის ინდუსტრია კიდევ ერთი ტრადიციული დარგია, რომლითაც ფოთი ცნობილია და სწორედ ამ დარგის მხარდაჭერის მიზნით, ჩვენ წამოვიწყეთ მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს 14 ახალი თევზსაჭერი გემის შეძენა და დღეს არსებული მოძველებული გემების ეტაპობრივი ჩანაცვლება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ უახლოეს პერიოდში ეს პროგრამა გაგრძელდება ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი მიზანია, თევზჭერა სრულად ქართული ფლოტით ხორციელდებოდეს

ჩვენი მიზანია, თევზჭერა სრულად ქართული ფლოტით ხორციელდებოდეს და თანამედროვე თევზსაჭერი ბაზა, გახდეს მათ შორის ფოთის ეკონომიკური განვითარების რეალური ხელშემწყობი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მეთევზეებთან და თევზჭერის ლიცენზიის მფლობელებთან შეხვედრაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული თევზსაჭერი ფლოტის განახლება “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო და აქტიურად გრძელდება. პრემიერ-მინისტრმა მეთევზეებისგან და თევზჭერის ლიცენზიის მფლობელებისგან მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქართული თევზსაჭერი ...

Read More »

ვაქცინირებული ადამიანებისთვის ლატარია გათამაშდება და ისინი ფულადი ჯილდოთი წახალისდებიან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინირებული ადამიანები ფულადი ჯილდოთი წახალისდებიან. როგორც მან ვებინარზე აღნიშნა, ფინანსთა სამინისტრო ლატარიის კომპანიასთან აქტიურად მუშაობს და სექტემბრის დასაწყისში აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური განცხადება გაკეთდება. „რაც შეეხება წახალისებას და ლატარიას, საბჭოს წინა სხდომაზე განხილული იყო ეს საკითხი. ფინანსთა სამინისტრომ მოახსენა, რომ 1-ელ სექტემბერს გაკეთდება განცხადება, როდიდან დაიწყება ე.წ. პერმანენტული ლატარიის გათამაშება, რათა წახალისებული იყოს ...

Read More »

პორშე ცენტრი თბილისის ყველა თანამშრომელი აცრილია

თეგეტა მოტორსი ჰოლდინგში შემავალ კომპანიებთან ერთად, თანამშრომელთა და მომხმარებელთა უსაფრთხოებისა და  დაცვის მიზნით  განაგრძობს ვაქცინაციის  კამპანიას ,,თეგეტა მწვანე ზონა“.  პორშე ცენტრი თბილისი პირველი აღმოჩნდა, სადაც ყველა თანამშრომელი უკვე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით არის აცრილი. დღეიდან პორშე ცენტრი თბილისი მწვანე ზონაა და დავით აღმაშენებლის ხეივანში მდებარე შოურუმში მისულ მომხმარებელს ვაქცინირებული თანამშრომლები მოემსახურებიან. პანდემიის გამო შექმნილ რთულ ვითარებაში კომპანია აცნობიერებს პასუხისმგებლობას როგორც დასაქმებულების, ასევე ...

Read More »

თეა გოდოლაძის უწყებას, ბოლო წლებში, 16 ჰესისთვის აქვს მომსახურება გაწეული

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მოცემული განახლებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაციას ბოლო წლებში 16 ჰიდროელექტროსადგურისთვის აქვს გაწეული კომერციული მომსახურება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სეისმური საშიშროებების ანალიზი, სეისმური პროფილირება, კომპლექსური გეოფიზიკური და სეისმური კვლევა, სეისმური რისკების ანალიზი და სხვა. გთავაზობთ იმ ჰესების ჩამონათვალს, რომელთაც თეა გოდოლაძის უწყება მოემსახურა: ბახვის წყლის სედიმენტაციის შესწავლა ონის ჰესის კასკადის საპროექტო უბნის სესმური ...

Read More »

ხობის პარკის სრულ რეაბილიტაციას 4.2 მილიონი ლარი მოხმარდება

ხობის პარკის სრულ რეაბილიტაციას 4.2 მილიონი ლარი მოხმარდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „ქართული ოცნების“ ხობის მერობის კანდიდატის დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა. მისივე განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით წელს დაწყებული განახლებული რეგიონების პროგრამის გეგმის შესაბამისად, ხობში, ისევე როგორც დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. „აქ არის ერთი გამორჩეულობა – პროგრამის მასშტაბურობის გარდა, ხობის მუნიციპალიტეტი მაღალბიუჯეტიან პროექტებს უშუალოდ, დამოუკიდებლად ახორციელებს. ეს არის ...

Read More »