Home » 2021 » August (page 34)

Monthly Archives: August 2021

გიგა ზედანიამ „სეისმური მონიტორინგის ცენტრის“ გამჭვირვალობის პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაჭრას – არჩილ კაიკაციშვილი

„სეისმურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და დაინტერესებული მეცნიერებისა თუ პოტენციური ინვესტორებისთვის ის, პრაქტიკულად, დახურულია“, -ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე არასამთავრობი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების ასოციაციის“  ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა. აღნიშნული პრობლემის გადაჭრისკენ მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგა ზედანიას მოუწოდა. სწორედ ილიუნის ერთეულია „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი“, რომელიც  ფლობს და ამუშავებს სეისმურ მონაცემებს. პრობლემის ირგვლივ და იმასთან დაკავშირებით, ...

Read More »

ნათია თურნავა: ის დარგები, სადაც გვაქვს პოტენციალი, რომ მეტად განვავითაროთ ექსპორტი, მიიღებენ კომბინირებულ დახმარებას

ნათია თურნავამ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ შესული ცვლილებების დეტალები განმარტა. ამ თემაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქცენტი ადგილობრივი წარმოების გაძლიერებაზე გააკეთა. „ის დარგები, და ასეთი არის დაახლოებით 60-მდე დარგი, სადაც გვაქვს პოტენციალი რომ უფრო მეტად განვავითაროთ ექსპორტი და ექსპორტი ჩვენი სავალუტო შემოსავალი არის, ჩვენი ეკონომიკის, ლარის სიძლიერე არის, ან ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციაში შევიდეთ იმპორტულ ანალოგიურ ...

Read More »

ნათია თურნავა – გვინდა ვიყოთ იდეალურები, თუმცა განვითარებულ ტურისტულ ბაზრებზეც ხდება კრიმინალური შემთხვევები

საქართველო, როგორც იყო სტუმართმოყვარე და მშვიდობიანი ქვეყანა, ისევ ესე რჩება – გაცილებით უფრო განვითარებულ ტურისტულ ბაზრებზეც, სამწუხაროდ, ზოგჯერ ხდება კრიმინალური შემთხვევები. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საფრთხე მინიმუმამდე დავიყვანოთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო კორონავირუსის მიუხედავად, კვლავაც რჩება ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ ბაზრად. „ჩვენ შეგრძნებების და სტატისტიკის დონეზე ვხედავთ, რომ საქართველო კორონავირუსის მიუხედავად, ...

Read More »

მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის სესხის სუბსიდირება 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება, სესხის ოდენობა კი 200 000 ლარამდე იქნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის სუბსიდირება 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება. როგორც თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სესხის ოდენობა 200 000 ლარი იქნება და სახელმწიფო თანადაფინანსებას 5 წლის განმავლობაში განახორციელებს. მისივე ინფორმაციით, ახალშეძენილი შვილის მქონე ოჯახებისთვის თანადაფინანსება სესხის პროცენტის ნახევარი იქნება, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის – 2/3. „პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ბოლო წლების ...

Read More »

„წინა ხელისუფლების დროს პენსიონერებისთვის საბანკო სესხის პროცენტი 100% -120%-ს შეადგენდა, ახლა არის 35%, მაგრამ საკმარისი არაა, კიდევ უნდა დაიწიოს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პენსიონერებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთმა, რომელიც ახლა, დაახლოებით, 35%-ს შეადგენს, კიდევ უნდა დაიწიოს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისი განმარტებით, ამ მიზნით შეიქმნა უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისია, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს. „პარლამენტში დაისვა საკითხი, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს პენსიონერებს, ეს არის მაღალი საპროცენტო განაკვეთები. ჩვენ ამის თაობაზე გავმართეთ არაერთი შეხვედრა, მეც მქონდა პირადად ბანკის ხელმძღვანელობასთან საუბარი და შევთანხმდით, ...

Read More »

პარლამენტში შეიქმნა ეთნიკურად აზერბაიჯანელთა საინიციატივო ჯგუფი, რომელთაც საკუთარი თავდაპირველი გვარების აღდგენა სურთ

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს მხარი დაუჭირა. როგორც საინიციატივო ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული, საინიციატივო ჯგუფი იქმნება საქართველოს აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეების მიერ, რომელთაც სურთ საკუთარი თავდაპირველი, ავთენტური გვარების აღდგენა და არაავთენტური სუფიქსების (ოვ, ევ და ა.შ.) ჩამოშორება, რისთვისაც საჭიროა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელთა თქმით, ისინი აპირებენ, შესაბამისი საკანონმდებლო წინადადების მომზადებასა ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – ჯამში ველოდებით 300 000 ტონა ყურძნის გადამუშავებას ინდუსტრიულად, ეს მორიგი რეკორდი იქნება

ჯამში ველოდებით 300 000 ტონა ყურძნის გადამუშავებას ინდუსტრიულად, ეს მორიგი რეკორდი იქნება. ჩვენი პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებაა, რომ ჩავერიოთ, დავაბალანსოთ, კოვიდის შედეგები შევუმსუბუქოთ მევენახე-ფერმერებს, ღვინის საწარმოებს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტში 100 მლნ ლარია გამოყოფილი, რათა სექტორის სტაბილურობა შენარჩუნებული იყოს. „წელს საკმაოდ კარგი ხარიხის მოსავალს ველოდებით. მათ შორის, რაოდენობაშიც ზრდაა. ...

Read More »

„არსებობს ინფორმაცია, რომ კომპანიები ზოგიერთ წამალს 300-400%-იან ფასნამატს ადებენ – ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მსგავსი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება“

„ჩვენს მოსახლეობას ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია აწუხებს. ქვეყანაში წამლების ფასები ძალიანაა გაზრდილი. ყველა სტატისტიკა ამაზე მეტყველებს და ყველა უკიდურესადაა ამის გამო შეწუხებული და შეშფოთებული. უკვე არაერთხელ ვესაუბრე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს, რომელიც აღნიშნულ ანგარიშზე მუშაობს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სააგენტო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს უახლოეს დღეებში წარმოადგენს. „მინდა, ჯანდაცვის მინისტრს დავავალო, მასთან მჭიდრო კომუნიკაციაში ...

Read More »

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოში არ იმოგზაურონ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიუროს განცხადებში აღნიშნულია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) საქართველოსთვის მე-4 დონის სამოგზაურო ცნობა გამოსცა, რაც მიუთითებს ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების ძალიან მაღალ დონეზე. გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, არ იმოგზაურონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში აღნიშნულ ტერიტორიებზე დანაშაულის ჩადენის, სამოქალაქო არეულობისა და ნაღმების არსებობის რისკის გამო. „რუსეთის ჯარები და მესაზღვრეები ...

Read More »

„უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა დეზინფორმატორებს – ვაქცინა გვიცავს, ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის ზრდა“

ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზრდა და აღდგენა, მეორე მხრივ, უნდა ვმართოთ სიტუაცია და ამისთვის მთავრობა ყველაფერს აკეთებს. ამ შემთხვევაში მთავარი გამოსავალი ვაქცინაციაა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. როგორ ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად ვაქცინაციის პუნქტები დაემატება და მოსახლეობას აუხსნიან, რომ აცრის გაკეთება აბსოლუტურად უსაფრთხოა. „რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ვითარება, სიტუაცია უნდა ვმართოთ. ...

Read More »