Home » 2021 » August (page 33)

Monthly Archives: August 2021

„PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასახელა

„PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასახელა და ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. 2021 წლის 25 ივლისს საქართველოს სტატისტიკის სამსახურის (საქსტატი) დაარსებიდან 102 წლის იუბილე აღინიშნა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქსტატმა ის კომპანიები გამოავლინა, რომლებიც მასთან წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობენ და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში. „მოხარულები ვართ, რომ „PSP ფარმამ“, როგორც საქსტატის ერთ-ერთმა საუკეთესო პარტნიორმა მადლობის ...

Read More »

„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების ვაქცინაცია მიმდინარეობს

„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების ვაქცინაცია მიმდინარეობს. აცრის მსურველები დარეგისტრირდნენ და მათი ვაქცინაცია ერთ ლოკაციაზე მიმდინარეობს. „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ საკმაოდ ბევრი მსურველია და ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად წარიმართება. რკინიგზელებს პირველი დოზით აცრა მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში ჩაუტარდებათ. „თანამშრომლები ვაქცინაციის პროცესისადმი ნდობას გამოხატავენ და აცხადებენ, რომ პანდემიის პერიოდში აცრის გაკეთება საუკეთესო გამოსავალია, რომელიც სიკვდილიანობას და ვირუსის მიმდინარეობის სირთულეს მინიმუმამდე ამცირებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Read More »

კომპანია „სოკარი“ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ რეპორტაჟს ეხმაურება

კომპანია „სოკარი“ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ რეპორტაჟს ეხმაურება. კომპანია „სოკარის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ რეპორტაჟს. 2 აგვისტოს, „ტვ პირველის“ საინფორმაციო გამოშვებაში კომპანია „სოკარი“ ნახსენები იყო აზერბაიჯანელი ბლოგერის, ჰუსეინ ბაკიხამოვის საქმესთან დაკავშირებით. ჟურნალისტი მძიმე ბრალდებითა და კითხვებით მივიდა კომპანიის სათავო ოფისში და დაცვის სამსახურს „სოკარის“ ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა სთხოვა. თუმცა, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მას არ ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ლიტერატურული კამპუსები“ მოეწყობა

საქართველოს ბანკისა და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობის ფარგლებში  სტუდენტებისთვის ლიტერატურისა და კინოს თემაზე სტუდენტური კამპუსები მოეწყობა. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიცნონ ქართველი მწერლები და რეჟისორები, მათთან ერთად ისაუბრონ ლიტერატურაზე, კინოსა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვა სფეროებზე. გარდა ამისა, დღის განმავლობაში დაგეგმილი შემეცნებითი აქტივობებისას განივითარონ დებატების წარმართვის, გუნდურად მუშაობის, ლიდერობისა და კრიტიკულად აზროვნების უნარები.  ასევე, ნახონ  ფილმები,  ჩაერთონ მათ განხილვაში; შეიძინონ ...

Read More »

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 აგვისტოდან ეროვნული ბანკის მესამე ვიცე-პრეზიდენტის ადგილს ნიკოლოზ გაგუა დაიკავებს. ნიკოლოზ გაგუა ეროვნულ ბანკში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის მიმართულებას უხელმძღვანელებს. ნიკოლოზ გაგუა, ეკატერინე მიქაბაძესთან და ეკატერინე გალდავასთან ერთად, როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრები პარლამენტმა გასულ კვირას აირჩია. საბჭოს წევრთა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კანდიდატურები პარლამენტს სქართველოს პრეზიდენტმა წარუდგინა. ნიკოლოზ გაგუა ბოლო წლების განმავლობაში ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტს ...

Read More »

საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 11.9% შეადგინა

2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9 პროცენტი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.4 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.3 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ...

Read More »

გიორგი აბრამიშვილი – რუსული „რბილი ძალის“ ხაზი სწორედ იმ გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისიაზე გადის, რომლის მედიაციაში ჩართულობასაც მოითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის დირექტორი გიორგი აბრამიშვილი ენერგეტიკის სექტორის პრობლემებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წამოყენებულ ულტიმატუმებს აფასებს. როგორც აბრამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ნამახვანის საკითხის ირგვლივ მედიაციის პროცესში ჩართულმა არასამთავრობოებმა, წამოაყანეს ულტიმატუმი იმის თაობაზე, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტი აუცილებლად უნდა წარმოადგინოს „ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისიამ” – (Netherlands Comission for Enviromental assesment). მისივე თქმით, რუსული „რბილი ძალის“ ხაზი სწორედ ...

Read More »

სოკოს საწარმო „თეთრ ქუდს“ წარმოების უფლება შეუჩერდა

რუსთავთან მდებარე სოკოს მწარმოებელ კომპანია „თეთრ ქუდს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს შემოწმების შედეგად, წარმოების უფლება დაუყოვნებლივ შეუჩერდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ნინო ლაცაბიძის ბიურო ავრცელებს. მათივე ცნობით, საწარმო კომპოსტირების პროცესს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე ახორციელებდა. „რუსთავის მოსახლეობას სოკოს საწარმოდან გაუსაძლისი სუნი წლების განმავლობაში აწუხებდა, რაც ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ძირითად პრობლემად იქცა. ამ საკითხზე რეაგირების მიზნით, რამდენიმე დღის წინ სოკოს საწარმოს საქართველოს ...

Read More »

უკრაინაში სხვადასხვა ტიპის სიგარეტის გაყიდვა მკაცრად შეიზღუდება

როგორც გამოცემა obozrevatel.com წერს, უკრაინაში სხვადასხვა სუნის მქონე სიგარეტების, ასევე ნებისმიერი აალებადი და ელექტრონული სიგარეტის გაყიდვა სუპერმარკეტებსა და სასურსათო მაღაზიებში აკირძალება. აიკრძალება ასევე ასეთი ტიპის პროდუქციის რეკლამირებაც. შესაბამისი კანონპროექტები უკვე განიხილება უმაღლეს რადაში. ექსპერტები მხარს უჭერენ თითქმის ყველა დოკუმენტს, თუმცა მათ უფრო მეტად დამუშავებას მოითხოვენ. დეპუტატები ელექტრონული სიგარეტისა და ელექტრონული სითხეების რეკლამის აკრძალვის იციატივით გამოდიან შემდგომ ობიექტებში: რადიოსა და ტელევიზიაში; ...

Read More »

„მთავრობამ ცოტა მაინც წამიკრას ხელი – 4-5 თვეა შუაზე ვიხევი, რომ ხელმისაწვდომ ფასებზე ორიენტირებული კლინიკა და აფთიაქი გავხსნა“

ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე აცხადებს რომ ძალიან სურს საქართველოში ბიუჯეტური კლინიკა და აფთიაქი გახსნას, სადაც მოქალაქეებს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიღება და მედიკამენტების შეძენა იაფად შეეძლებათ. ღოღობერიძე ხაზს უსვამს რომ თუკი სახელმწიფოში პოლიტიკური ნება იქნება შესაძლებელია როგორც წამლების, ისე სამედიცინო დახმარების მომსახურებაზე ფასების დაწევა. „პრემიერმა თქვა, ზოგიერთ მედიკამენტზე ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი 300-400%-ო. აი, 4-5 თვეა შუაზე ვიხევი, რომ ხელმისაწვდომ ...

Read More »