Home » 2021 » August (page 20)

Monthly Archives: August 2021

ლორთქიფანიძის ქუჩაზე, სადაც ფერდი ჩამოიშალა, საცხოვრებელი კორპუსი აღარ აშენდება, მშენებელი კომპანია კი 30 000 ლარით დაჯარიმდა

სპეციალისტებთან ერთად ჩატარებული პირველადი მოკვლევის შედეგად, ლორთქიფანიძის ქ. N10-ის მიმდებარე ფერდის ჩამოშლა სამშენებლო პროცესის არასწორად და არათანმიმდევრულად მართვამ გამოიწვია, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი აღარ აშენდება, მშენებელი კომპანია კი 30 000 ლარით დაჯარიმდა. „ლორთქიფანიძის ქ. N10-ის მიმდებარედ გუშინ ფერდი ჩამოიშალა. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მთლიანი კორპუსის მოსახლეობა დროებით საცხოვრებლებში – სასტუმროებშია გაყვანილი. ...

Read More »

ტრამპი – ღია და გარღვეული საზღვრები, დანაშაული რეკორდულ დონეზე, უმაღლეს დონემდე გაზრდილი ნავთობის ფასი და ინფლაციის ზრდა – უკვე მოგენატრეთ?

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს, სადაც ავღანეთში შექმნილი არეულობისა და აშშ-ში არსებული სიტუაციის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას გამოხატავს. „ტრაგიკული არეულობა ავღანეთში, ღია და გარღვეული საზღვრები, დანაშაული რეკორდულ დონეზე, უმაღლეს დონემდე გაზრდილი ნავთობის ფასები და ინფლაციის ზრდა – უკვე მოგენატრეთ? – აღნიშნულია ტრამპის განცხადებაში. მანამდე აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთში არსებული სიტუაციის გამო გააკრიტიკა და პრეზიდენტს ...

Read More »

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) პროექტი ,,დოქტორანტების ხელმძღვანელობა: მოლოდინები, გამოწვევები და პრაქტიკა’’ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) წარმატებით განხორციელდა

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯსა (UCL) და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს (EEU) შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში წარმატებით დასრულდა პირველი ერთობლივი პროექტი, რომელიც მოიცავდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის გადამზადებას სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობასა და პროფესიულ დოქტორანტურაში; პროექტი განხორციელდა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) განათლების ინსტიტუტისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) სადოქტორო კვლევების განვითრების ცენტრის (ხელმძღვანელი: პროფესორი პოლ გიბსი) ორგანიზებით. პროექტის ფარგლებში ტრენინგ-კურსი ,,დოქტორანტების ხელმძღვანელობა: მოლოდინები, გამოწვევები ...

Read More »

„წელს, უკვე ექსპორტირებულია, დაახლოებით 24 000 ტონა ატამი და ამის შედეგად, დაახლოებით 80 მლნ ლარი შევიდა ჩვენი მოსახლეობის ოჯახებში“

წელს, უკვე ექსპორტირებული არის, დაახლოებით 24 000 ტონა ატამი და ამის შედეგად, დაახლოებით 80 მლნ ლარი შევიდა ჩვენი მოსახლეობის ოჯახებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ გურჯაანის მერობის კანდიდატის, ზურაბ უტიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აქტიურ საარჩევნო კამპანიას აგრძელებენ. „ახლახანს ვიმყოფებოდი სოფელ ჩუმლაყში. მე მინდა საუბარი დავიწყო სწორედ ამით და მართლაც აღფრთოვანებული ვარ იქ ნანახით. ახლა ...

Read More »

დავითაშვილი – პრემიერის ინიციატივით, საქართველოში იწყება უპრეცედენტოდ მასშტაბური თანადაფინანსების პროექტი, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის

ჩვენ გვახსოვს, რომ მოგვყავდა მოსავალი, მაგრამ ამ მოსავალს სჭირდებოდა შესაბამისი დაბინავება. სწორად ორგანიზებული გადამუშავების სექტორი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. სწორად ორგანიზებული შემნახველი მეურნეობები ასევე მნიშვნელოვანია და აქაც ჩვენ გვაქვს საგრანტო თანადაფინანსება, აქაც გვაქვს ნახევარი კაპიტალის ინვესტიციის გრანტის კუთხით თანადაფინანსება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, „ქართული ოცნების“ გურჯაანის მერობის კანდიდატის, ზურაბ უტიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი – ინფრასტრუქტურაში, ყველა რეგიონში 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება მხოლოდ წელს – 500 მილიონი

ინფრასტრუქტურაში, ყველა რეგიონის მიმართულებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება. ეს გულისხმობს გზების მშენებლობას, ხიდების, ურბანულ განახლებას და ა.შ. მხოლოდ წელს, 500 მილიონი დაიხარჯება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გურჯაანის მერობის კანდიდატის, ზურაბ უტიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში მოეწყობა ევროპული ტიპის ურბანული ცენტრები. „ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში მოეწყობა ევროპული ტიპის ურბანული ცენტრები და შემდგომ ეს ...

Read More »

52 000 კილოგრამი დაავადებული კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, საერთო ჯამში, 52 000 კილოგრამი დაავადებული კარტოფილით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული. ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების მიერ, მონიტორინგის გეგმის ფარგლებში, იმპორტირებული კარტოფილის შიგთავსიდან აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში საკარანტინო მავნე ორგანიზმები გამოვლინდა. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთები ...

Read More »

სპეციალური შეთავაზება თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისათვის – „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „ანაგის“ საცხოვრებელ კომპლექსში – „მწვანე კონცხი ბოტანიკო“

თიბისი კონცეპტის, „სილქ როუდ გრუფის და „ანაგი დეველოპმენტის“ ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ 7%-იანი ფასდაკლებით საცხოვრებელ კომპლექსში – „მწვანე კონცხი ბოტანიკო“. „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „ანაგი დეველოპმენტის“ ერთობლივი პროექტია. საცხოვრებელი კომპლექსი უნიკალურ სუბტროპიკულ ზონაში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ შენდება. საცხოვრელი კომპლექსი ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲓᲐᲜ 9ᲙᲛ.-ᲨᲘ, ᲛᲬᲕᲐᲜᲔ ᲙᲝᲜᲪᲮᲖᲔ ᲛᲓᲔᲑᲐᲠᲔ ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲘ 2 ᲓᲐᲛᲝᲣᲙᲘᲓᲔᲑᲔᲚᲘ ᲑᲚᲝᲙᲘᲡᲒᲐᲜ ᲨᲔᲓᲒᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲡᲣᲚ ...

Read More »

თიბისი ₾82.7 მლნ-ის დივიდენდს გადაიხდის

თიბისი შუალედური დივიდენდების გადასახდელად ემზადება. TBC Bank Group-მა აქციონერებს უკვე აცნობა, რომ თანხა 17 სექტემბერს ჩაერიცხებათ, თითო ჩვეულებრივ აქციაზე 1.5 ლარის (ექვივალენტი ფუნტში) ოდენობით. ქვეყნის უმსხვილეს ბანკს 55,155,896 ჩვეულებრივი აქცია აქვს გამოშვებული, შესაბამისად, დივიდენდის სახით 82.7 მლნ გადაიხდის. თანხა 2021 წლის 3 სექტემბრისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ქართული ლარი/ფუნტი სტერლინგის ოფიციალური  გაცვლითი კურსით კონვერტირდება. აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის თიბისის კაპიტალიზაცია ...

Read More »

იაგო ხვიჩია – არ გამოვრიცხავ, მიშას ბიძინა აფინანსებდეს

არ გამოვრიცხავ, მიშას ბიძინა აფინანსებდეს, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის” წარმომადგენელი იაგო ხვიჩია აცხადებს. როგორც ხვიჩია განმარტავს, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვებით მას შთაბეჭდილება რჩება, რომ „ქართული ოცნება” და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებით მოქმედებს და ოპოზიცია ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება. „რასაც ოპოზიციის მოქმედებებს ვაკვირდები, შთაბეჭდება მრჩება, რომ არჩევნების მოგება არ უნდათ. საარჩევნო ბანერებზე ორი ნომრის მიწერაც მგონი ამის გაგრძელებაა, რომ ამომრჩეველს ...

Read More »