Home » 2021 » August (page 2)

Monthly Archives: August 2021

Zoom-ის შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

ამერიკულმა კომპანიამ Zoom Video Communications–მა შემოსავალების გაზრდის შესახებ განაცხადა. კერძოდ, კომპანიის შემოსავალმა 2021 წლის II კვარტალში პირველად გადააჭარბა 1 მილიარდ დოლარს. “2021 წლის მეორე კვარტალში, ჩვენმა კვარტალურმა შემოსავალმა პირველად მიაღწია 1 მილიარდ დოლარს, რაც უზრუნველყოფს ძლიერ მომგებიანობას და ფულადი სახსრების მოძრაობას,” – თქვა ერიკ იუანმა, Zoom-ის დამფუძნებელმა. მან აღნიშნა, რომ შემოსავალი მომსახურებიდან 2020 წელთან შედარებით 54%-ით გაიზარდა. სანდრო პირველი

Read More »

სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძენი ღვინის საწარმოებს 1000-მდე მევენახემ ჩააბარა – მათი შემოსავალი 6 მლნ ლარს აღწევს

31 აგვისტოს მონაცემებით, 27 აგვისტოდან დღემდე, 6200 ტონამდე დასეტყვილი ყურძენია გადამუშავებული, აქედან 4700 ტონა რქაწითელი და 1500 ტონა საფერავი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძენი ღვინის საწარმოებს 1000-მდე მევენახემ ჩააბარა – მათი შემოსავალი 6 მლნ ლარს აღწევს. „სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ 30 აგვისტოს 8 ლოკაციაზე შეუფერხებლად იღებდა სეტყვისგან დაზიანებული ყურძენს. 26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის ...

Read More »

ანა ბიბილაშვილი – მოვუწოდებ ხელისუფლებას, გახსნას მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტი

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებებს, რომელშიც ადამიანებს არ ითვალისწინებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გახსნას მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ანა ბიბილაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი შეფასებით, უკიდურესად უპასუხისმგებლოა ტრანსპორტის შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილება იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეპიდსიტუაციის გამო, ბევრმა ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა და მათ ვაქცინაციის ცენტრთან მისვლის საშუალებაც კი არ ეძლევათ. „პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შემუშავდა სქემა, ...

Read More »

საქსტატი – ივლისში საქართველოს ეკონომიკა 9.9 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 12.2 პროცენტია. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა. კლების ტენდენცია ...

Read More »

“S&P Global“-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დაუტოვა

სარეიტინგო სააგენტო “S&P Global“-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი და პერსპექტივა უცვლელად დაუტოვა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზით, მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 7.5 პროცენტი იქნება. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უმძიმესი გლობალური კრიზისის შემდგომ, საკრედიტო რეიტინგის გაუარესების გარეშე შეძლო ეკონომიკის აღდგენის ფაზაში გადასვლა. სარეიტინგო სააგენტო რეიტინგის მთავარ ძლიერ მხარეებად განიხილავს საქართველოს ინსტიტუციონალურ სიძლიერეს, მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმსა და მაღალ საერთაშორისო ფინანსურ მხარდაჭერას, ...

Read More »

პანამის კონგრესმა მარიხუანის სამედიცინო კანონპროექტი ერთხმად დაამტკიცა

“როიტერსის” ცნობით, ორშაბათს, პანამის ეროვნულმა ასამბლეამ ერთხმად მიიღო კანონპროექტი, რომელიც სამედიცინო კანაფის გამოყენებას დაარეგულირებს. პანამა ცენტრალურ ამერიკაში პირველი ქვეყანა გახდება, რომელმაც ეს გააკეთა. გამოცემა იტყობინება, რომ წინადადება, რომელშიც მარიხუანის მოხმარებაზე უფლებამოსილ პაციენტთა რეესტრის შექმნა და კანაფიზე შემდგომი კვლევის განხორციელებისთვის საშუალების მიცემაა მოხსენიებული, 44 დეპუტატის თანხმობით დამტკიცდა. კანონპროექტის წინააღმდეგ არავინ წასულა. ასამბლეის პრეზიდენტმა კრისპიანო ადამსმა კანონპროექტი შეაფასა, როგორც “ინოვაციური”, სადაც მრავალი დაავადებაა ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი – გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან

ნებისმიერი ინსინუაციის თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების საკითხზე, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, აღნიშნულის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლება საგარეო ვალის შემცირებას ცდილობს. „ტრაგედია არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და მათ შორის ჩვენი ...

Read More »

ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებული მასწავლებელთა 46%-ია

ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებული მასწავლებელთა 46%-ია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“განათლების და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ვაქცინირებული პედაგოგების რიცხვი ყოველდღიურად მზარდია. „აცრის მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ სამინისტროში, არამედ უმაღლეს სასწავლებლებსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებში. ბოლო ერთი თვის განმავლობაში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9-დან 46 %-მდე გაიზარდა და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროში. ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს წევრების ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ მოვედით, ვთქვით და გავაკეთეთ!

ვიცი, რომ ბოლო წლების განმავლობაში გარკვეული შეფერხებაც იყო, მაგრამ ჩვენ მოვედით, ვთქვით და გავაკეთეთ. დღეს 500-მდე ოჯახს გადაეცემა ბინები,­ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების გადაცემა 2007 წელს სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება იყო, რომლის განხორციელებაც 2012 წლიდან დაიწყო. „ჩემთვის დიდი პატივი იყო მემუშავა თავდაცვის მინისტრის რანგში და მემსახურა თქვენთვის. დღეს ჩვენ 500- მდე ოჯახს საზეიმოდ გადავცემთ ბინებს, ...

Read More »

„ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით 1 მლრდ ლარი აკუმულირდება“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს“, აღარ აქვს ფინანსური დატვირთვა იმას, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირისგან მაკროფინანსურ დახმარებას. შესაბამისად, როგორც კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია“. ამასთან, კობახიძემ უპასუხა კითხვას, რა ფინანსური რესურსით აპირებს მთავრობა დააკომპენსიროს ფინანსური დახმარების მეორე ტრანშით გათვალისწინებული 75 მილიონი, თუკი ევროკავშირი ქვეყანას მის გამოყოფაზე უარს ეტყვის. კობახიძის თქმით, ...

Read More »