Home » 2021 » August (page 10)

Monthly Archives: August 2021

1 მაისიდან დღემდე საქართველოდან 26.1 მილიონი დოლარის ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

მიმდინარე წლის 1 მაისიდან დღემდე განხორციელდა 28.7 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 26.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 5.7 ათასი ტონით (25%), ხოლო ღირებულება – 6.9 მლნ აშშ დოლარით (36%) გაიზარდა. ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (18,942), სომხეთში (8,156 ...

Read More »

ქობულეთში მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეები სესხების გადავადებას ითხოვენ

ქობულეთში მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეები მერიის შენობასთან იკრიბებიან და საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც შეკრებილები აცხადებენ, პანდემიის გამო ქობულეთში ტურისტული სეზონი ჩავარდა და საბანკო დავალიანებას ვერ იხდიან. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა სესხების გადავადება ან ე.წ „გაყინვა“ მოხდეს. მათი განცხადებით, პანდემიამ საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს ფინანსური პრობლემები შეუქმნა. აქციაზე ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე მივიდა და მოსახლეობის მოთხოვნებს ეცნობა.

Read More »

2021 წლის II კვარტალში მობილური ოპერატორების შემოსავლები 22%-ით გაიზარდა

მობილურ ოპერატორებს 2021 წლის II კვარტალში შემოსავლები გაეზარდათ, გაზრდილია აბონენტთა რაოდენობაც. კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, საქართველოში აბონენტთა რაოდენობა წლიურად 5%-ით არის გაზრდილი და 5.3 მლნ-ს აღწევს, შემოსავლები 22%-ით არის გაზრდილი, 135.3 მლნ-მდე. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი შემოსავალი მაგთის აქვს, თუმცა წლიურად ყველაუზე მეტად შემოსავალი ვიონს (ბილაინი) გაეზარდა. კომპანია შემოსავალი ₾მლნ ზრდა წ/წ მაგთი 62.2 24% სილქნეტი 47.8 18.8% ვიონი 25.3 25.7% ...

Read More »

ამერიკელმა ქალმა ვაქცინირებულთათვის გამართულ ლატარიაში 2 მილიონი დოლარი მოიგო

მიჩიგანის შტატის მკვიდრმა, კრისტინ დიუვალმა ვაქცინირებულთათვის გამართულ ლატარიაში 2 მილიონი დოლარი მოიგო. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. კრისტინ დიუვალის განცხადებით, ჯეკპოტის თანხით ის „ოცნებების ასრულებას გეგმავს“ – თანხის ერთი ნაწილით შვილების სწავლის საფასურს გადაიხდის და სახლის რემონტს დაასრულებს, დანარჩენს კი ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურებს გადაურიცხავს. მიჩიგანში ვაქცინირებულთა შორის ლატარია ივლისში წამოიწყეს, რათა ვაქცინაციაში მეტი ადამიანი ჩართულიყო. ყოველდღიურად ვაქცინირებულებს შორის 50 ათასი დოლარი ...

Read More »

ღვინის ეროვნული სააგენტო – „რთველი 2021“-ის დროს მკაცრად გაკონტროლდება ადგილწარმოშობის ჯიშების მოსავლიანობის ლიმიტი და ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხი

რთველის დროს, მკაცრად გაკონტროლდება ადგილწარმოშობის ჯიშების მოსავლიანობის ლიმიტი და ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხი. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გასული წლებისგან განსხვავებით, მიმდინარე წლიდან, ყველა მევენახე ყურძენს საწარმოს საკადასტრო ამონაწერით ჩააბარებს. „მოახლოებული რთველის საორგანიზაციო საკითხები ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ და კახეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველმა ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლების რწმუნებულებთან შეხვედრაზე განიხილეს. სოფლის რწმუნებულები მევენახეებზე ...

Read More »

შარლ მიშელი – მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ

მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმების დღის წესრიგთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ტვიტერში“ დაწერა, რითაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კიევში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. მიშელის თქმით, მან ხაზი რეფორმების საჭიროებას გაუსვა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები ისეთი საჭიროა, როგორც არასდროს. მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს ...

Read More »

„სტუდენტური კამპუსი მოსალოდნელზე უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა, მთელი კვირით ლიტერატურისა და კინოს სამყაროში ვიმოგზაურეთ“

საქართველოს ბანკისა და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობის ფარგლებში, რამდენიმე დღის წინ  თელავში სტუდენტებისთვის ლიტერატურისა და კინოს თემაზე სტუდენტური კამპუსები მოეწყო. პროექტი 2 კვირის მანძილზე გრძელდებოდა. პროექტში მონაწილეობა თბილისის უმაღლესი და  პროფესიული სასწავლებლების 80-მა სტუდენტმა მიიღო. ისინი ქართველ მწერლებს, რეჟისორებსა და კინომცოდნეებს შეხვდნენ, რომლებიც თანამედროვე თუ კლასიკური ლიტერატურისა და კინოს შესახებ, ამ სფეროებში მიმდინარე პროცესებზე, გავლენებსა და მათ მნიშვნელობაზე ...

Read More »

„დაახლოებით ერთი თვის წინ რომ დაწყებულიყო არსებული რეგულაციების აღსრულება, ამ რეალობამდე არ მივიდოდით“

,,ხშირად ვისმენთ, რომ რეგულაციები გამკაცრდა. სინამდვილეში აღსრულება დაიწყო“, – ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა. შოთა ბურჯანაძის თქმით, სახელმწიფოს რომ მონიტორინგი სწორად ეწარმოებინა, დღეს ეპიდ-სიტუაციის გამკლავება ასეთი პრობლემური არ იქნებოდა. ,,ხშირად ვისმენთ, რომ რეგულაციები გამკაცრდა. სინამდვილეში აღსრულება დაიწყო. დაახლოებით ერთი თვის წინ რომ დაწყებულიყო არსებული რეგულაციები აღსრულება, ამ რეალობამდე არ მივიდოდით. სახელმწიფოს და შრომის ინსპექციას შესაბამისად რომ აღესრულებინა ...

Read More »

საბანკო ასოციაცია – განვიხილავთ დამატებითი რეგულაციების შემოტანას, რაც გულისხმობს ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას ან რეგულარულ ტესტირებას

ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური სექტორი, რომელიც ყოველდღიურად ოპერირებს წინა ხაზზე და შეუფერხებლად აწვდის მომსახურებას თავის მომხმარებლებს, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ვაქცინაციის პროცესის წახალისებას და მაქსიმუმს გააკეთებს თანამშრომელთა უსაფრთხოების დასაცავად, – ამის შესახებ საბანკო ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც საქართველოს საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, მათი მნიშვნელოვანი მიზანია, დაიცვან სექტორში დასაქმებული ადამიანები კოვიდინფექციისგან და იზრუნონ იმ მომხმარებლების უსაფრთხოებაზე, ვინც ყოველდღიურად სტუმრობს საბანკო ფილიალებს. „მაქსიმალურად წახალისებულია დისტანციური სერვისების მოხმარება ...

Read More »