“საქართველოს ბანკი” – ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

0
23

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა ახლახან საქართველოს ბანკს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ბანკის ტიტული მიანიჭა. ამ აღიარებას თან ახლდა გამარჯვება კიდევ 10 სხვა კატეგორიაში, მათ შორის: საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში, მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრული ბანკი საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ონლაინ პროდუქტების საუკეთესო მიმწოდებელი და სხვა.

ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა მომხმარებელს წლების მანძილზე არაერთი სიახლე შესთავაზა. ამ სტატიაში ერთად გადავავლოთ თვალი იმ ციფრულ პროდუქტებს, რომელსაც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ყოველდღიურად გამოიყენებენ და რაც დიდწილად, ხელს უწყობს ბიზნესის სამომავლო განვითარებას.

პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკმა მომხმარებელს სრულიად უფასოდ აპლიკაცია „ტერმინალი“ შესთავაზა. მისი მეშვეობით, ანდროიდ სისტემაზე მომუშავე ტელეფონი გადახდის ტერმინალად იქცა. ინოვაციური აპლიკაციის მეშვეობით, მომხმარებლისთვის შესაძლებელი გახდა გადახდის განხორციელება ისეთ ადგილებშიც კი, სადაც მანამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორება ხდებოდა. ხოლო მეწარმეებისა და ბიზნესის წარმომადგენელებისთვის კიდევ უფრო მოსახერხებელი და მარტივი გახდა გადახდების მიღება, რაც ბუნებრივია აისახა გაყიდვებსა და ბიზნესის წარმატებაზე.

იურიდიული პირებისთვის ანგარიშის გახსნა ონლაინ გახდა შესაძლებელი. კომპანიის პირველი ანგარიშის დისტანციურად გახსნისას, ბანკმა მომხმარებელს ბიზნესის სამართავად საჭირო პროდუქტებიც შესთავაზა, მათ შორის: შეტყობინების სერვისი, ბიზნეს ბარათი, ბიზნეს ინტერნეტბანკი და სხვა.

მომხმარებელს ფაქტორინგი, ვაჭრობის ფინანსირების ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი პროდუქტი, ციფრულ ეკოსისტემაში შესთავაზა. ფაქტორინგის უპირატესობა სხვა ტრადიციულ საკრედიტო პროდუქტებთან შედარებით (როგორიც არის საკრედიტო ხაზი, სესხი და სხვ.) იმაში მდგომარეობს, რომ ბიზნესს უფრო მეტი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს და თანაც არ საჭიროებს უზრუნველყოფას, მთელი პროცესი კი გაციფრულებული და გამარტივებულია.

2021 წელს ბანკმა ბიზნეს მომხმარებელს მეტი უსაფრთხოებისა და კომფორტის შესაქმნელად, ციფრული ბიზნეს ბარათი შესთავაზა. მისი დახმარებით კიდევ უფრო მარტივი გახდა ოპერაციების განხორციელება. ციფრული ბიზნეს ბარათის მეშვეობით შესაძლებელია ყველაზე საჭირო საგადახდო ოპერაციების განხორციელება, მათ შორის ონლაინ ანგარიშსწორება და ტენდერებში მონაწილეობის მიღება. ბიზნეს ინტერნეტბანკიდან მის გასააქტიურებლად კი სულ რამდენიმე წამია საჭირო.

ამავე წელს, ბანკმა მომხმარებელს სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი წარუდგინა, რომლის გამოყენებითაც ბიზნეს ოპერაციების მართვა ნებისმიერი ადგილიდან გახდა შესაძლებელი. სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა. მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდა როგორც მიმდინარე ანგარიშების, ასევე თანხების, დეპოზიტების, ვალდებულებების და ბარათების ერთ სივრცეში ნახვა. ბიზნეს ინტერნეტბანკიდან შექმნილი ყველა ტიპის ოპერაციის ხელმოწერა ახლა უკვე ბიზნეს მობილბანკიდან გახდა შესაძლებელი. ასევე, ბანკმა მომხმარებელს დოკუმენტების დადასტურების ფუნქციონალიც შესთავაზა, რომელიც საგრძნობლად ზოგავს დროს და ამარტივებს პროცესებს.

ბანკმა ბიზნესის კიდევ უფრო მარტივად სამართავად მომხმარებლებს ბიზნესის ფინანსური მენეჯერის მოდული შესთავაზა, რისი მეშვეობითაც ბიზნესის ფინანსური ანალიტიკის ნახვა ერთ სივრცეში გახდა შესაძლებელი.

ამასთან, ბანკმა ბიზნესებს B2B პროგრამებში API სერვისების გამოყენების შესაძლებლობა მისცა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნეს ინტერბეტბანკის ფუნქციებით სარგებლობა ახლა უკვე მომხმარებლისთვის ხელსაყრელ საბუღალტრო ან სხვა პროგრამებშივე გახდა შესაძლებელი. API სერვისების ინტეგრაციით კომპანიებს აღარ უწევთ ორმაგი შრომა რუტინული ოპერაციების შესასრულებლად. გაუმჯობესებული UX-ი კი საგრძნობლად ამცირებს გარკვეული ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო დროს, რაც დღესდღეობით დიდი კომფორტი და საჭიროებაა ნებისმიერი ადამიანისათვის.

გარდა ამისა, 2020 წელს ბანკმა ბიზნეს განათლების ხელშეწყობისა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ახალი შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა „ბიზნესკურსი“ შექმნა. ამით ბიზნესით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს მიეცა შესაძლებლობა, ქართულ ენაზე განთავსებული მრავალფეროვანი კურსები სრულიად უფასოდ გაევლო. დღეს ბიზნესკურსს 10,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.