კახა ხაზარაძე: იყვნენ „ანტივაქსერებიც“, თუმცა, 2 კვირაში თანამშრომლების 80% ვაქცინირებული მეყოლება

0
11

ბოლო პერიოდის განმავლობაში რითეილ სექტორში არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე „ბიზნესპარტნიორთან“ ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე საუბრობს. მისი ინფორმაციით, მძიმე ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ პრობლემა შექმნა პერსონალის ნაკლებობის კუთხითაც, რადგან საკმაოდ ბევრ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით კომუნიკაცის სწორი არ არის, სიკვდილიანობის და ინფიცირების მაჩვენებლები ასე გარბის, ამის გათვალისწინებით, სიტუაცია სექტორშიც რთულია.მთავრობის მხრიდან ვაქცინაციის კუთხით არასორი კომუნიკაციის გამო, პერსონალის ნაწილს სურვილიც არ აქვთ იმუნიზაციის,იყვნენ „ანტივაქსერებიც“, რომლებიც უარს აცხადებდნენ აცრაზე.

შედეგად, ჩვენი კომპანიის ინიციატივით, ჩატარდა საინფორმაციო ონლაინ შეხვედრები,სადაც ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან ნათლად იქნა განმარტებული ვაქცინაციის მნიშვნელობა. შედეგი მივიღეთ ის, რომ 2 კვირაში ჩვენი კომპანიის 80% ვაქცინირებული იქნება.

რამდენად ყველა კომპანიას ამას ატარებს, ეს მეორე საკითხია, რადგან რეალურად, სახელმწიფოს გასაკეთებელია ეს საქმე,“-აცხადებს ხაზარაძე.

მისი ინფორმაციით, მიდის მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია ICR ჯგუფი იყოს ერთ-ერთი ინიციატორი იმისა, რომ სავაჭრო სექტორში შესვლა მხოლოდ ვაქცოინირებულ მომხმარებლებს შეეძლოთ.

ICR ჯგუფი საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპნიაა. ჯგუფმა ოპერირება ქართულ ბაზარზე 1993 წელს დაიწყო. ჯგუფი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.

business-partner.ge