5 ავტომობილი ყველაზე კომფორტული სავარძლებით

0
9

უმაღლესი კლასის ავტომწარმოებლებს შორის კონკურენცია სულ უფრო იზრდება

ბლუმბერგი საუკეთესო სალონის მქონე ავმობილების ჩამნათვალს აქვეყნებს.

2021 Volvo XC90

ვოლვოს ახალი მოდელი კვლავ ელეგანტური დამაღალი ხარისხის ავტომობილების მოყვარული მომხმარებლის ფავორიტია2021 წლის Volvo XC90-ის ყველა სიახლე და დახვეწილი დეტალები მომხმარებლის კომფორტზეა მორგებული.

ტექნოლოგიამაღალი ხარისხის ფოლადისკარკასების წყალობითთითოეული სავარძელიმგზავრთა სიმძიმის ვერტიკალურ ძალებს მესამედითამცირებსმეორე და მესამე რიგში მსხდომი მგზავრებისთვის  სახურავში ინტეგრირებულიადამცავი გასაბერი ფარდები (ე.წ. ფარდისებრი უსაფრთხოების ბალიშები), მძღოლის მხარეს კიმუხლის უსაფრთხოების ბალიშიცაა განთავსებული.

კომფორტი: მოდელის ყველაზე ხელმისაწვდომვერსიას, XC90ს აქვს გათბობისვენტილაციისა და 10წერტილიანი მასაჟის ფუნქციით აღჭურვილი წინასავარძლები.  

მასალებივოლვო ყოველთვის გამოირჩევა და ერთ-ერთი პირველია მდგრადიარა ტყავისარამედ სხვამასალისგან დამზადებული სავარძლებისტექნოლოგიებშიეს არის ფაფუკიმოსახერხებელიდა ამავდროულად ნაზისპეციალიზირებული შალისნაზავინამდვილი შალისა და გადამუშავებულიპოლიესტერისგან დამზადებული მასალა.

ბონუსიგანსაკუთრებული სიახლეა სივრცისტრანსფორმაციის“ ტექნოლოგიარომელიცშემუშავებულია პროგრამული უზრუნველყოფის შვედ სპეციალისტთანდირაკ რისერჩთან ერთად და თითოეულ სავარძელზე მოთავსებული მგზავრისთვის ქმნის კონკრეტული სივრცის აკუსტიკას – საკონცერტოდარბაზისან სტუდიის მსგავსად.

ღირებულება: € 45,000

2021  Mercedes-Benz S580

მათ ვინც ავტომობილის მართვისგან შეუდარებელ განცდას ელოდება, Mercedes-Benz ახალი ტექნოლოგიით დამზადებულ სავარძლებს სთავაზობს. სავარძლების ახალი მექანიკური ჰაერის ბუშტები ზედაპირთან ახალა იმაზე უფრო ახლოს არის, ვიდრე წინა წლებში, რაც მასაჟის 10 პროგრამისათვის უკეთესი კონტაქტის საშუალებას იძლევა. ამასთან ავტომობილი მსოფლიოში პირველი სერიული წარმოების უკანა სავარძლების უსაფრთხოების ბალიშით გახლავთ აღჭურვილი.

რა ქმნის კომფორტს: ბალიშის ჩანართები წინა და უკანა სავარძლების საყრდენებზე, პირველად ფუნქციასთან ერთად, სითბოსა და მასაჟის შეგრძნებას უზრუნველყოფს.

მასალა: ახალი კლასის დალიანდეგებული ტყავის სალონს, მისი რბილი სტურქტურის და ელეგანტურობის გამო, მაღალი დონის ხელჩანთას ადარებენ.

ბონუსი: მერსედესის ცნობილი პროგრამა Energizing Comfort გთავაზობთ სიახლეს, რაც უფრო მეტ კომფორტს გულისხმობს. ახალი პარამეტრები არეგულირებს განათებას, ეკრანულ დისპლეის, ხმას და ასევე სავარძლის ისეთ ფუნქციებს როგორც არის ტემპერატურა და მასაჟის სიძლიერე. ამ ფუნქციების ერთობლიობა კი საბოლოოდ ქმნის შგრძნებას თითქოს ოთხ ბორბალზე შმდგარი მანქანა სპა-სალონად გადაიქცა.

ღირებულება: € 95,000

2022 Rolls-Royce Phantom Tempus

ამბიციური განაცხადი აქვს როლს-როისს, – მანქანაში წყდები გარესამყაროს, სტრესს, ყველაფერს რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს.

ტექნოლოგია: თითოეული კარის გასწვრივ წვრილი, პატარა ხვრელებიდან ოპტიკურ-ბოჭკოვანი განათება მოჩანს და ქმნის მბრუნავ, ტალღოვან გამოსახულებებს, რომელიც როლს-როისის ცნობილი ვარსკვლავების შუქიან ჭერს ავსებს.

კომფორტი: Tempus--ის საბურავის გაფართოებული ბაზის წყალობით, უკანა მხარეს მოსახერხებელი ფეხის საყრდენებით და ზამშის ბალიშებით სარგებლობთ. არ დაგავიწყდეთ მასაჟის ფუნქცია, რომელიც ოთხივე სავარძელს აქვს.

გამოყენებული მასალა: შალითები შეკერილია ხელით, ხალიჩები კი მაღალი ხარისხის ბატკნის მატყლისგან მზადდება. წინა სავარძლების საზურგეების ხის პანელები ცნობილი ბრენდის Eameს-ის მოსასვენებელი სავარძლით არის შთაგონებული.

ბონუსი: მაცივარი შამპანურისთვის – იტევს 2 ბოთლს და დამჭერები 2 ბოკალისათვის განთავსებულია სტანდარტულად უკანა სავარძლებს შორის. მყიდველებს ასევე შეუძლიათ შუკვეთონ სავარძლის ვარინატები, რომლებიც მათ მოთხოვნებს უფრო მეტად ერგება, მათ შორის ახლადდანერგილი საძილე სავარძლი.

ღირებულება: $500,000

2021 Lamborghini Aventador SVJ

კომფორტული და თანამედროვე, – ამ კონცეფციით იქმნება სალონი მომხმარებლებისთვის

ტექნოლოგია: ტრეკზე გასასვლელად გამზადებულ ავტომობილში ორი სავარძელი ოპტიმალურ მართვაზეა მორგებული. არ არსებობს რაიმე ელექტორნული რეგულირება, – ნუ ელით, რომ აქ ნახავთ სავარძლის გამათბობლებს, – გარდა საყრდენებისა.

მასალა: ზამშის მსგავსი ალკანტერის და ტყავის შალითები, სავარძლები ხუთწერტილიან სარბოლო აჭურვილობასთან არის თავსებადი.

კომფორტი: ერთადგილიანი სავარძლები, შთაგონებული რეაქტიული თვითმფრინავებისგან, მჭიდრო საგებებით და მაღალი გვერდებით. ეს ყველაფერი კი იმისათვის, რომ მყარად იჯდეთ მაშინაც, როდესაც ვიწრო მოსახვევებში იქროლებთ. მკაცრი ხაზები მჭიდროდ ერგება მძღოლის თეძოებს და მხრებს, ზედმეტად არ მოძრაობს თავი, იდაყვები და მკლავები, იმისათვის რომ სრულად იყოთ დაცული.

ბონუსი: არჩევანი თქვენზეა, – ლამბორჯინი გთავაზობთ ასობით არჩევანს ნათელი, კონტრასტულნაკერებიანი, ფერადი კომპლექტაციისთვის და ასევე მუქ ტონებს სავარძლის ქვედა ნაწილის, გვერდების და საზურგისათვის.

ღირებულება: $ 517,700

Koenigsegg Gemera

ტექნოლოგია: პირველად ელექტრო ჰიპერქარშისავარძლების 2+2 კომბინაციაუკანა სავარძლებიწინაზე ოდნავ მაღლაა განლაგებულიიმისათვის რომთვალსაჩინო ხედები და მაქსიმალური სივრცეუზრუნველყოს.

კომფორტი: წინა სავარძლები ოთხივემიმართულებით ელექტრონულად რეგულირდებაწინა და უკანა სალონში თქვენ ჯდებით მანქანისთითოეულ მხარეს განლაგებული ერთი დიდივერტიკალურად გაღებადი კარის საშუალებითსაკმარისი სივრცეა ოთხი ზრდასრული ადამიანისკომფორტულად განსათავსებლად და დამატებითბარგის გადასატანადაც.

მასალები: ერთადგილიანი სავარძლებიდამზადებულია ინტეგრირებული მეხსიერებისეფექტის მქონე  ქაფით ზურგის იდეალურისაყრდენისათვის მთელ სიგრძეზე.

ბონუსი: ფინჯნების რვა დამჭერი გვთავაზობს როგორც ცხელ, ასევე ცივ ტემპერატურასკომფორტს ემატება წინა და უკანა საინფორმაციო -მულტიმედიური ეკრანი, უსადენო დამტენი და კითხვის ოთხი განათება.

ღირებულება: $1.7 მილიონი