Home » 2021 » August » 27

Daily Archives: August 27, 2021

თურნავა – თევზჭერის ინდუსტრიის მხარდასაჭერად დავიწყეთ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 14 ახალი თევზსაჭერი გემის შეძენა და მოძველებულის ჩანაცვლება ხდება

თევზჭერის ინდუსტრია კიდევ ერთი ტრადიციული დარგია, რომლითაც ფოთი ცნობილია და სწორედ ამ დარგის მხარდაჭერის მიზნით, ჩვენ წამოვიწყეთ მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს 14 ახალი თევზსაჭერი გემის შეძენა და დღეს არსებული მოძველებული გემების ეტაპობრივი ჩანაცვლება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ უახლოეს პერიოდში ეს პროგრამა გაგრძელდება ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი მიზანია, თევზჭერა სრულად ქართული ფლოტით ხორციელდებოდეს

ჩვენი მიზანია, თევზჭერა სრულად ქართული ფლოტით ხორციელდებოდეს და თანამედროვე თევზსაჭერი ბაზა, გახდეს მათ შორის ფოთის ეკონომიკური განვითარების რეალური ხელშემწყობი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მეთევზეებთან და თევზჭერის ლიცენზიის მფლობელებთან შეხვედრაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული თევზსაჭერი ფლოტის განახლება “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო და აქტიურად გრძელდება. პრემიერ-მინისტრმა მეთევზეებისგან და თევზჭერის ლიცენზიის მფლობელებისგან მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქართული თევზსაჭერი ...

Read More »

ვაქცინირებული ადამიანებისთვის ლატარია გათამაშდება და ისინი ფულადი ჯილდოთი წახალისდებიან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინირებული ადამიანები ფულადი ჯილდოთი წახალისდებიან. როგორც მან ვებინარზე აღნიშნა, ფინანსთა სამინისტრო ლატარიის კომპანიასთან აქტიურად მუშაობს და სექტემბრის დასაწყისში აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური განცხადება გაკეთდება. „რაც შეეხება წახალისებას და ლატარიას, საბჭოს წინა სხდომაზე განხილული იყო ეს საკითხი. ფინანსთა სამინისტრომ მოახსენა, რომ 1-ელ სექტემბერს გაკეთდება განცხადება, როდიდან დაიწყება ე.წ. პერმანენტული ლატარიის გათამაშება, რათა წახალისებული იყოს ...

Read More »

პორშე ცენტრი თბილისის ყველა თანამშრომელი აცრილია

თეგეტა მოტორსი ჰოლდინგში შემავალ კომპანიებთან ერთად, თანამშრომელთა და მომხმარებელთა უსაფრთხოებისა და  დაცვის მიზნით  განაგრძობს ვაქცინაციის  კამპანიას ,,თეგეტა მწვანე ზონა“.  პორშე ცენტრი თბილისი პირველი აღმოჩნდა, სადაც ყველა თანამშრომელი უკვე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით არის აცრილი. დღეიდან პორშე ცენტრი თბილისი მწვანე ზონაა და დავით აღმაშენებლის ხეივანში მდებარე შოურუმში მისულ მომხმარებელს ვაქცინირებული თანამშრომლები მოემსახურებიან. პანდემიის გამო შექმნილ რთულ ვითარებაში კომპანია აცნობიერებს პასუხისმგებლობას როგორც დასაქმებულების, ასევე ...

Read More »

თეა გოდოლაძის უწყებას, ბოლო წლებში, 16 ჰესისთვის აქვს მომსახურება გაწეული

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მოცემული განახლებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაციას ბოლო წლებში 16 ჰიდროელექტროსადგურისთვის აქვს გაწეული კომერციული მომსახურება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სეისმური საშიშროებების ანალიზი, სეისმური პროფილირება, კომპლექსური გეოფიზიკური და სეისმური კვლევა, სეისმური რისკების ანალიზი და სხვა. გთავაზობთ იმ ჰესების ჩამონათვალს, რომელთაც თეა გოდოლაძის უწყება მოემსახურა: ბახვის წყლის სედიმენტაციის შესწავლა ონის ჰესის კასკადის საპროექტო უბნის სესმური ...

Read More »

ხობის პარკის სრულ რეაბილიტაციას 4.2 მილიონი ლარი მოხმარდება

ხობის პარკის სრულ რეაბილიტაციას 4.2 მილიონი ლარი მოხმარდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „ქართული ოცნების“ ხობის მერობის კანდიდატის დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა. მისივე განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით წელს დაწყებული განახლებული რეგიონების პროგრამის გეგმის შესაბამისად, ხობში, ისევე როგორც დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. „აქ არის ერთი გამორჩეულობა – პროგრამის მასშტაბურობის გარდა, ხობის მუნიციპალიტეტი მაღალბიუჯეტიან პროექტებს უშუალოდ, დამოუკიდებლად ახორციელებს. ეს არის ...

Read More »

2020 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 1 344.7 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 66.5%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დეკლარირებული მონაცემების თანახმად, 2020 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1 010 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 1 054 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი 37.3 პროცენტით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით. „სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც მოიცავდა 2020 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ...

Read More »

გურამ მაჭარაშვილი – მაკროფინანსურ დახმარებას საფრთხე არ ემუქრება

ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, გვაქვს ჩვენი კონსტიტუცია, თავმოყვარეობა და სუვერენიტეტი და ნებისმიერ საერთაშორისო ინსტიტუციაში ამას სცემენ პატივს – ჩვენ ვისარგებლებთ კონსტიტუციით, შეთანხმებები აღარ იქნება ძალაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც მაკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით ოპოზიციის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მაკროფინანსურ დახმარებას საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება მართლმსაჯულების რეფორმას, ზოგადი ფრაზები ინკლუზიურობაზე დამაკმაყოფილებელი არ არის და საჭიროა ...

Read More »

რუსეთის სასამართლომ Facebook-ს, Twitter-სა და WhatsApp-ს ფინანსური ჯარიმები დააკისრა

მსოფლიოს სამ უმსხვილეს ინტერნეტ კომპანიას ფინანსური ჯარიმები ემუქრება მას შემდეგ, რაც რუსეთის სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანიებმა დაარღვიეს წესები, რომლებიც ითხოვენ მომხმარებლების პირადი მონაცემების დამუშავებას ექსკლუზიურად ქვეყნის შიგნით. ამის შესახებ RT.COM წერს. ხუთშაბათს, Roskomnadzor-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც ადასტურებს, რომ მოსკოვის ტაგანსკის სასამართლომ მკაცრი ჯარიმები დააკისრა სამ ამერიკულ სოციალურ პლატფორმას – Twitter-ს, WhatsApp-სა და Facebook-ს. ”სასამართლოს ბრძანებით, WhatsApp დაჯარიმდა 4 მილიონი რუბლით ...

Read More »

კომპანია Xiaomi საავტომობილო სექტორში შედის

ელექტრონული ტექნიკის ჩინურმა მწარმოებელმა Xiaomi–მ შეიძინა ავტონომიური მართვის სტარტაპი Deepmotion. კომპანია ცდილობს სმარტფონების წარმოებას გასცდეს, სადაც ის ერთ-ერთი ლიდერია. მარტში კომპანიამ გამოაცხადა ავტომობილების წარმოების დაწყების გეგმების შესახებ. კომპანიამ შეიძინა Deepmotion დაახლოებით 77.4 მილიონ დოლარად. ლეი ჯუნი, კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ამჟამად ხელმძღვანელობს ბრენდის ელექტრო ავტომობილის პროექტს. Xiaomi ადრე აცხადებდა, რომ 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციას გეგმას მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ახალ ...

Read More »