Home » 2021 » August » 26

Daily Archives: August 26, 2021

სიცოცხლის დაზღვევა – თიბისი დაზღვევის ახალი პროდუქტი

თიბისი დაზღვევა მომხმარებლებს ახალ სადაზღვევო პროდუქტს სთავაზობს. მსოფლიოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით გამოიკვეთა თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს გაუთვალისწინებელი შემთვევებისათვის მზადყოფნას. სწორედ ამიტომ, თიბისი დაზღვევის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ სიცოცხლის ინდივიდუალური ან საოჯახო დაზღვევა და ამ გზით, საყვარელი ადამიანებისათვის ფინანსური სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელობან დროს უზრუნველყონ. სადაზღვევო პროდუქტი ადამიანის ბუნებრივი მიზეზით, ან უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, ფულადი ანაზღაურების გაცემას გულისხმობს. თანხა გადაეცემა დაზღვეულის ...

Read More »

24 800 კილოგრამი დაავადებული კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდება

ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის შემდეგ 24 800 კილოგრამი კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. აღნიშნულ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, 24 800 კილოგრამი დაავადებული კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს. ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების მიერ, მონიტორინგის გეგმის შესაბამისად, აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში საკარანტინო მავნე ორგანიზმები გამოვლინდა. ...

Read More »

Global Finance-მა „თიბისის“ კორპორატიული მობაილ ბანკის აპლიკაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა

ავტორიტეტულმა საერთაშორისო გამოცემამ, Global Finance „თიბისის“ კორპორატიული მობაილ ბანკის აპლიკაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 2021 წელს საუკეთესოდ დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. როგორც „თიბისიში“ აცხადებენ, ბიზნეს აპში, როგორც პროდუქტული ასევე სერვისული ხასიათის სიახლეების დანერგვა გასულ წელს დაიწყო; მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებისათვის და საუკეთესო მომსახურების შეთავაზების მიზნით ეს პროცესი კვლავაც გრძელდება, რამაც განაპირობა აპლიკაციის ასეთი წარმატება. „თიბისიმ“ ბიზნეს აპი ბიზნესის მხარდასაჭერად, მათი ...

Read More »

ვინ არის და რა კომპანიებს ფლობს ნიგერიელი ბიზნესმენი რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ, რომელიც თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნიგერიელი ბიზნესმენი, იბოს მეფე, რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ იქნება. იგი პროფესიით თეოლოგია, დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. კარგად ფლობს ქართულ ენას. საქართველოში მცხოვრებმა ბიზნესმენმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საკუთარი კანდიდატურა პარტიის – “ჩვენი გაერთიანებული საქართველოს” სახელით წარუდგინა. კენჭისყრის შედეგად გამოიკვეთა, რომ “ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ 23-ე ნომრით იქნება წარდგენილი. რიჩარდ ოგბუნუჯუ ...

Read More »

საქართველოს კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროექტებში აქტიურ ჩართულობას. ბანკის მხარდაჭერით ოთხ დაცულ ტერიტორიას — მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, რომელსაც ბანკი უკვე რამდენიმე წელია ფინანსურ მხარდაჭერას უწევს, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევებისა და მომზადებული დასაბუთების საფუძველზე, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN), ...

Read More »

„ლარი რომ არ დასტაბილურებულიყო, ვიქნებოდით ბევრად კატასტროფულ მდგომარეობაში“

„ლარი რომ არ დასტაბილურებულიყო, ვიქნებოდით ბევრად კატასტროფულ მდგომარეობაში“, – ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ტრანსპორტირების ფასების მიმოხილვისას ბიზნეს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. ივა ჭყონია ამბობს, რომ ინფლაციაში ძირითადი წილი ტრანსპორტირების გაზრდილ ფასებს უკავია. ,,ინფლაციის მაჩვენებელი რომ არის ასეთი მაღალი, ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ტრანსპორტირების გაზრდილი ფასია. ასევეა საწვავზე გაზრდილი ფასებიც, ესეც ძალიან ნეგატიურად აისახება ინფლაციაზე და ეს ორი კომპონენტი იწვევს გაძვირების მაღალ ნიშნულს. ...

Read More »

ირაკლი ზარქუა – აქამდეც ყოფილან პრემიერები, რომლებიც თავს იწონებდნენ ეკონომიკური ზრდით, მაგრამ პრემიერმა ღარიბაშვილმა ეს ციფრები ადამიანების დახმარებაში გადაახურდავა

აქამდეც ყოფილან პრემიერები, რომლებიც თავს იწონებდნენ ეკონომიკური ზრდით, მაგრამ პრემიერმა ღარიბაშვილმა ეს გამორჩეული ციფრები უშუალოდ ადამიანების დახმარებაში გადაახურდავა. მან თქვა, რომ როდესაც ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ეს უნდა იგრძნოს ჩვენმა მოსახლეობამ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ წალენჯიხის მერობის კანდიდატად გოგა გულორდავას წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, ღარიბაშვილმა ის დახმარებები გააორმაგა, რომელიც შეჭირვებულ ოჯახებში არასრულწლოვანთა ფინანსურ დახმარებას გულისხმობს. „ხარვეზები და შეცდომები, რა თქმა ...

Read More »

საქართველოს ბანკის დაფინანსებით შექმნილი სოციალური საწარმოს პროდუქცია ამაზონზე გაიყიდება

საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ბიზნესის, მათ შორის სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერაა. ბანკი უკვე წლებია აფინანსებს სოციალურ საწარმოებს. „ბაბალეს წინდა“ კი ერთ-ერთია იმ სოციალურ საწარმოთა შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა. დღეს მისი პროდუქციის შეძენა უკვე amazon.uk-ის საშუალებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან არის შესაძლებელი. „ბაბალეს წინდა“ ქართველი მხატვრების, ეროვნული მემკვიდრეობის და დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების ნახატების ინსპირაციით შექმნილ წინდებს ...

Read More »

თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ მომხმარებლებს ელექტროენერგიის დარიცხული საფასური დაუკორექტირა

თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ ელექტროენერგიის დარიცხული საფასური დააკორექტირა. კომპანია „თელმიკოს“ ინფორმაციით, შეცვლილი თანხა სააბონენტო ბარათზე უკვე აისახა და გადასახადის გადახდისას ჩანს. მათივე ცნობით, შესწორებული მონაცემი, ასევე აისახება მომდევნო თვის ქვითარში და კორექციის ველში გამოჩნდება. „გასათვალისწინებელია, რომ დაკორექტირებული თანხა, ქვითარში მინუსში (-) იქნება ასახული, რაც ნიშნავს, რომ თანხა ირიცხება მომხმარებლის ანგარიშზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ ცენტრს, ნომერზე +995 ...

Read More »

თიბისის აპლიკაციების კონკურსზე რეგისტრაციისთვის სტარტაპებს 5 დღე აქვთ

თიბისის აპლიკაციების კონკურსში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, მონაწილეობის მიღების მსურველებს რეგისტრაციისათვის 5 დღე დარჩათ. პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სტარტაპს, რომელიც საკუთარი მობილური ან ვებ-აპლიკაციით გაამარტივებს ადამიანების ყოველდღიურობას, ისეთი მიმართულებებით როგორებიცაა: ფინანსები, ბუღალტერია, ადამიანური რესურსების მართვა, კლიენტებთან ურთიერთობა, გაყიდვების კონტროლი და სხვა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია, როგორც ინდივიდუალური წევრებისგან დაკომპლექტებულ გუნდს, ისე კომპანიებს. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზეა ...

Read More »