Home » 2021 » August » 25

Daily Archives: August 25, 2021

კახა ოქრიაშვილი – 2 ოქტომბრის რეფერენდუმი არ უნდა გადაიდოს!

მინდა, მკაფიოდ განვაცხადო – არჩევნების გადადების თემა შემოგდებულია თავად „ქართული ოცნების“ მიერ, რადგან იციან, რომ 35 %-ს ვერ გასცდებიან, თანაც ეს არჩევნები გაყალბების გარეშე უნდა ჩაატარონ, რადგან წინა, 2020 წლის და ამ არჩევნების ლეგიტიმაციაც ერთად აქვთ მოსაპოვებელი! იმ პირობებში, როცა 700 000 ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან, სხვადასხვა ქალაქებში კონცერტების ჩატარებაზე, ვფიქრობ, ეს მიზანმიმართული მოქმედებებებია, რათა ხალხი არ მოვიდეს არჩევნებზე – „ქართული ...

Read More »

„დირსის“ შემთხვევა აჩვენებს, რომ ინვესტორების ინტერესების დაცვა მერიისგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს“ – გიორგი კაპანაძე

„შემაშფოთებელია რამდენიმე დღის წინ AS Georgia – „დირსის“ მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსი, რადგან ცალსახაა, რომ კომპანია, რომელსაც დედაქალაქის დეველოპერულ სექტორში ყველაზე მსხვილი – 200 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული და რომლის საინვესტიციო გეგმებიც 1 მლრდ დოლარის მოცულობაზე ადის, არ უნდა აწყდებოდეს დროში უსაშველოდ გაწელილ და პრაქტიკულად, თითიდან გამოწოვილ ბიუროკრატიულ ბარიერებს“, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ...

Read More »

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარმოუდგენლობის გამო ეკონომიკური აგენტი დააჯარიმა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების  წარმოუდგენლობის გამო საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული ტექნიკით ვაჭრობა/მონტაჟის სფეროში მოქმედი ეკონომიკურ აგენტი დააჯარიმა. იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის 20 აპრილს განხორციელებულ კონცენტრაციასთან დაკავშირებით, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის სააგენტოსთვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულებას. კონცენტრაციაში მონაწილე პირების როგორც ინდივიდუალური, ასევე, ერთობლივი წლიური ბრუნვა აკმაყოფილებდა კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ შეტყობინების ვალდებულების წარმომშობი ბრუნვის კრიტერიუმს და სახეზე არ იყო „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს ...

Read More »

„მიუხედავად იმისა, რომ უხილავ მტერს ვებრძვით, ჩვენ ვახერხებთ, რომ უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მივაღწიოთ“

მიუხედავად იმისა, რომ უხილავ მტერს ვებრძვით და ბოლო ჯერაც არ ჩანს, ჩვენ ვახერხებთ, რომ დაბალანსებული პოლიტიკით არათუ არ დავხუროთ ეკონომიკა, არამედ ამ პირობებში რეგიონსა და მსოფლიოში უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მივაღწიოთ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მესტიაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება სვანეთის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას კვლავ ახერხებს. „რა თქმა უნდა, ...

Read More »

#არაიმჰესებს, სადაც თეა გოდოლაძის ინტერესები დაკონტრაქტებული არ არის

13 აგვისტოს ვწერდი, იმდენად საინტერესო და აზარტული გახდა თეა გოდოლაძის მოძრაობები, მათ შორის, მედია-მოძრაობები (ერთადერთი ჩინოვნიკია, ვისაც რუსეთის სახელმწიფოს მედია-რესურსის – „სპუტნიკის“ მედია-ცენტრში აქვს გამართული პრესკონფერენცია), რომ მასზე დაკვირვებას მომავალშიც ხალისით განვაგრძობ მეთქი. ჰოდა, ასეც მოვიქეცი. დავაკვირდი, არც ბევრი დრო დამითმია მაინცადამაინც, ზედაპირზეა ყველაფერი, პირდაპირ დევს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. უბრალოდ, სხვა თვალით, სხვა ...

Read More »

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია „ჰილტონ ბათუმს“ „დასაქმების საუკეთესო ადგილად“ დასახელებას ულოცავს

„ჰილტონ ბათუმი“ დასაქმებისთვის საუკეთესო ადგილად დასახელდა, რაც მიუთითებს იმ მაღალ სტანდარტზე, რომელსაც კომპანია პანდემიის მიუხედავად საკუთარი თანამშრომლებისთვის ინარჩუნებს“ – ასე აფასებენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მისი წევრი კომპანიის აღიარებას. როგორც ცნობილია, სასტუმროების მულტინაციონალურმა ქსელმა „ჰილტონმა“ მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანასა და 3 რეგიონში ჩაატარა გამოკითხვა, რის შედეგადაც ნომინაციაში „დასაქმების საუკეთესო ადგილი“ საქართველოში გამარჯვებულად „ჰილტონ ბათუმი“ დაასახელა. როგორც კვლევამ აჩვენა, „ჰილტონ ბათუმის“ თანამშრომლების ...

Read More »

Bloomberg: გერმანულ წყლებში “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მილების ჩაწყობა 12 სექტემბერს დასრულდება

ხომალდ „ფორტუნას“ მიერ გერმანიის ტერიტორიულ წყლებში მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილების ჩადება 12 სექტემბერს მოხდება. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg გერმანიის საზღვაო უწყებაზე დაყრდნობით წერს. პორტალ Marine Traffic-ის მონაცემებით, მილის ჩამდები ხომალდი „ფორტუნა“, რომელიც მანამდე დანიის წყლებში მუშაობდა, ახლა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წყლებშია. ამ მომენტისთვის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დასრულებულია 99%-ით. ივლისის ბოლოს ითქვა, რომ „ფორტუნა“ მილის ჩაწყობის საბოლოო ეტაპზე მუშაობდა. აშშ-მა ...

Read More »

ესტონეთის პრეზიდენტი: საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას შესაძლოა 20 წელი დასჭირდეთ ევროკავშირში გასაწევრიანებლად

“უკრაინას შეიძლება დასჭირდეს 20 წლამდე მუშაობა ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად”, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალულაიდმა განაცხადა Evropeyskaya Pravda–სთან ინტერვიუში, რომლის ფრაგმენტი 25 აგვისტოს გამოქვეყნდა. კალულაიდის თქმით, მას სურს, რომ ევროკავშირი იყოს „გაბედული“ გაფართოების საკითხზე. “ჩვენ გვჭირდება რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღება აღმოსავლელი პარტნიორებისთვის: ან ჩვენ ვთავაზობთ მათ სრულ წევრობას, ან შევქმნით ახალ ფორმატს სამი სახელმწიფოსთვის, რომლებსაც აქვთ ამბიციები. პირადად ...

Read More »

„დღიური ხელფასი 50 ლარამდე გავზარდეთ, მაგრამ მაინც კადრების დეფიციტია“ – თხილის მწარმოებელთა ასოციაცია

დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ფერმერებს მუშა-ხელის პოვნა უჭირთ. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი თოდუას განცხადებით, მკრეფავებისთვის დღიური ხელფასი 50 ლარამდეა გაზრდილი, თუმცა კადრების დეფიციტია. მისივე თქმით, წელს თხილის მოსავალი 10 000 ტონით არის გაზრდილი, ფასი კი ამ დროისთვის 3 ლარით იწყება და 7 ლარს აღწევს. „ნალექიანი ამინდის გამო, დაახლოებით ერთი კვირაა, რაც მოსავლის აღება დაიწყო ...

Read More »

“საქართველოს რკინიგზას” შემოსავლები გაეზარდა, ზარალი გაუნახევრდა

„საქართველოს რკინიგზას“ შემოსავლები გაეზარდა, ზარალი გაუნახევრდა, – კომპანიამ წლის 6 თვის ფინანსური მაჩვენებლები გაასაჯაროვა. 2021 წლის 6 თვეში „საქართველოს რკინიგზამ“ 277.6 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, 32 მლნ მეტი გასული წლის 6 თვესთან შედარებით. 28%-იანი ზრდაა საოპერაციო მოგებაში, რაც 93.2 მლნ ლარს აღემატება. ნახევარწლიური წმინდა ზარალი კი, 2-ჯერ შემცირდა, 66 მლნ – დან 32 მლნ დოლარამდე. შემოსავლების სტრუქტურა / 2021 წლის ...

Read More »