2021 წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 21.2%-ით გაიზარდა

0
5

2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში აზერბაიჯანიდან 505.2 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგიაა იმპორტირებული.

ამის შესახებ აზერბაიჯანული ABC.AZ-ი ესკოს („ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“) მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნული მაჩვენებელი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21.2 პროცენტით მეტია.

როგორც აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო წერს, საერთო ჯამში, საქართველომ შემოიტანა 1,706.1 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია, საიდანაც 30% აზერბაიჯანზე მოდის.

ასევე, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, აზერბაიჯანიდან თურქეთში საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტმა შეადგინა 108.1 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა, რაც 6.3% -ით მეტია ვიდრე წინა წლის ანალაგოირი პერიოდის მაჩვენებელი.

სანდრო პირველი