Home » 2021 » August » 24

Daily Archives: August 24, 2021

პროკრედიტ ჯგუფი: შედეგების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება 2021 წლის პირველ ნახევარში, დინამიური ზრდის მაჩვენებლებით

პროკრედიტ ჯგუფი: შედეგების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება 2021 წლის პირველ ნახევარში, დინამიური ზრდის მაჩვენებლებით მთლიანი სასესხო პორტფელი 7.7%-ით და კლიენტთა დეპოზიტები კი 2.5%-ით გაიზარდა; წმინდა მოგების ზრდა 68%-ით; 4 მილიონი ევროს კონსოლიდირებული შედეგი წარმოადგენს 9.1%-იან კაპიტალის რენტაბელობას; პორტფელის ხარისხის გაუმჯობესებიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების ხარჯის შემცირებით, მიიღწევა წლიური 10 საბაზისო პუნქტიანი რისკის ხარჯი, წმინდა საპროცენტო შემოსავლის ზრდა, ხარჯებისა და შემოსავლების თანაფარდობის მნიშვნელოვან ...

Read More »

კახა ოქრიაშვილი არჩევნების გადადებაზე მსჯელობის დაწყებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

„ქართულმა ოცნებამ“ თავისი სატელიტი პოლიტიკური ძალების მეშვეობით, რომლებიც არ წარმოადგენენ რეალურ ოპოზიციას, მოსახლეობას „შემოუგდო“ წინადადება, არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით და მერე თავადვე უპასუხა ამ წინადადებას, რომ არ აპირებს არჩევნების გადადებას, რადგან ოპოზიციამ წინასწარ იცის, რომ მარცხდება. არჩევნების გადადება-არგადადების საკითხი ეპიდემიოლოგების გადასაწყვეტია და არა პოლიტიკოსების! რა მოცემულობა გვაქვს დღეს – „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ან განზრახ უწყობს ხელს ვირუსის გავრცელებას ...

Read More »

ბექა ფერაძის ინფორმაციით, 10 აგვისტოდან დაჯარიმდა 42 ობიექტი, 21 ობიექტი დაილუქა

მიმდინარე წლის 10 აგვისტოდან, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, განხორციელდა 5469 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება, გაიცა 4371 წერილობითი და 10 ათასზე მეტი ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება,- ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ფერაძე აღნიშნავს, იზოლაციის და კარანტინის წესების, ასევე ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების დარღვევისთვის 42 ობიექტი დაჯარიმდა. განმეორებით სამართალდარღვევის ჩადენისთვის, რაც სოციალური ღონისძიების გამართვას გულისხმობდა, 21 ობიექტი დაილუქა. „მიმდინარე ...

Read More »

2021 წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 21.2%-ით გაიზარდა

2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში აზერბაიჯანიდან 505.2 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგიაა იმპორტირებული. ამის შესახებ აზერბაიჯანული ABC.AZ-ი ესკოს („ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“) მონაცემებზე დაყრდნობით წერს. აღნიშნული მაჩვენებელი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21.2 პროცენტით მეტია. როგორც აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო წერს, საერთო ჯამში, საქართველომ შემოიტანა 1,706.1 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია, საიდანაც 30% აზერბაიჯანზე მოდის. ასევე, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, აზერბაიჯანიდან თურქეთში საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ...

Read More »

სემეკმა ელექტრომობილების დამტენის ქსელზე მიერთების საფასური გაანახევრა

სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტრომობილების დამტენი მოწყობილობების ელექტროენერგიის ქსელთან მიერთების საფასური 50%-ით შემცირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეღავათიანი პირობები ვრცელდება მხოლოდ იმ დამტენი მოწყობილობის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე, რომლით სარგებლობა არ იზღუდება პირთა წრისთვის და არ არის განკუთვნილი მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის. „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტრომობილების ხელშეწყობის მიზნით შეღავათიანი პირობები აამოქმედა. კერძოდ, სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტრომობილების დამტენი ...

Read More »

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 106 450 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.200 პროცენტით, მაქსიმალური 9.480 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.421 პროცენტით განისაზღვრა. მათივე ცნობით, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Read More »

25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ

25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების მიერ, დაწესებული რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი. „ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც წესდება, მოცემული ვითარების მიხედვით მტკიცდება. რეგულაციის მიღებამდე მას შევისწავლით, რის შედეგადაც ვადგენთ, თუ რა ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს მან. საბჭოს ყველა სხდომაზე ეპიდსიტუაცია დეტალურად ...

Read More »

„ერთად დავამარცხოთ პანდემია“ – „ვისოლ ჯგუფი“ ვაქცინაციის მხარდამჭერ კამპანიას იწყებს

„ვისოლ ჯგუფი“ „დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან“ ერთად პანდემიასთან ბრძოლისთვის ვაქცინაციის მხარდამჭერ ფართომასშტაბიან კამპანიას 5000-მდე თანამშრომლისთვის იმუნიზაციის პროცესში ჩართვის მოწოდებით იწყებს. „ვისოლის“, „სმარტის“, „ვენდის“, „დანკინის“, „ვიანორის“ თანამშრომლებისთვის  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საინფორმაციო ხასიათის დისტანციური შეხვედრები უკვე გამართა, სადაც თანამშრომლებს საშუალება ქონდათ ქვეყანაში ყველაზე ცნობილი იმუნოლოგისთვის დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მოესმინათ ინფორმაცია ვაქცინაციის უპირატესობებზე. „ვისოლის“, „სმარტისა“ და „ვიანორის“ თანამშრომლებისთვის დამატებით ...

Read More »

კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის მხარდაჭერით დეზინფორმაციასთან გამკლავებაში უკვე 100-ზე მეტი პედაგოგი გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის მხარდაჭერით დეზინფორმაციასთან გამკლავებაში 3 აგვისტოდან უკვე 100-ზე მეტი პედაგოგი გადაამზადა. ტრენინგები მაღალი ჩართულობით მიმდინარეობს და სამი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ მასწავლებელს ჩაუტარდება. ქვემო ქართლის, იმერეთის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და თბილისის საჯარო სკოლისა და პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის მასწავლებლები უკვე გადამზადდნენ. თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ხონი, ჭიათურა, საჩხერე, ვანი, გურნი, ჭორვილა, ბათუმი, ქობულეთი, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ხულო, თერჯოლა, ...

Read More »

1 მაისიდან დღემდე საქართველოდან 26.1 მილიონი დოლარის ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

მიმდინარე წლის 1 მაისიდან დღემდე განხორციელდა 28.7 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 26.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 5.7 ათასი ტონით (25%), ხოლო ღირებულება – 6.9 მლნ აშშ დოლარით (36%) გაიზარდა. ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (18,942), სომხეთში (8,156 ...

Read More »