Home » 2021 » August » 23

Daily Archives: August 23, 2021

SOCIAL IMPACT AWARD-ის ფინალისტები მეცნიერებისა და ინოვაციების სადარაჯოზე

დღევანდელობა და კაცობრიობის მომავალი მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე დგას. მიუხედავად ამისა, ჯერაც მცირეა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სამომავლო პროფესიად საბუნებისმეტყველო დარგებს, ტექნოლოგიებსა და ინჟინერიას ირჩევენ, კიდევ უფრო ნაკლებია ამ სფეროში ქალების წილი. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაცია კი მხოლოდ აკადემიურ სივრცის პასუხისმგებლობა არაა. ბავშვებში ადრეული ასაკიდანვე ამ დარგებისადმი ინტერესის გაღვივება არა მხოლოდ სკოლებს, არამედ კერძო კომპანიებსაც შეუძლიათ. საინტერესოა, რომ ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და ...

Read More »

ვლადიმირ ზელენსკი რუსულ კომპანიებს სანქციებს უწესებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა ქვეყნის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც Ростелеком-თან, Московский комсомолец-სა და სხვა რუსულ ვებ-რესურსებზე წვდომის შეზღუდვას ითვალისწინებს. მედიის ინფორმაციით, ზელენსკის განკარგულება გადაწყვეტილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, სანქციები ეხება 12 რუსულ კომპანიას, მათ შორის Бизнес ньюс медиа-სა და მის კუთვნილ საიტს Ведомости-ს, ასევე Новинфо-ს, საინფორმაციო სააგენტო ...

Read More »

„თეა გოდოლაძის შპს „სეისმიკ კონსალტინგ“ ყიდის სეისმურ დასკვნებს, ქმნის მონოპოლიას და სფეროში კორუფციულ რისკებს ზრდის“

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტებებს მოითხოვს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორ თეა გოდოლაძის პარტნიორობით მოქმედი კომერციული ორგანიზაციის მხრიდან. საქმე ეხება ბათუმის ერთ-ერთი ბრენდული სასტუმროს მშენებლობის პროცესში გაცემულ დასკვნას, რომელიც სავარაუდოდ, კორუფციული დოკუმენტის შეფასებას ტოვებს, – ამის შესახებ „ახალგზრდა ადვოკატების“ მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი. როგორც „ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავენ, 2009 წელს, კომპანიამ „სეისმიკ კონსალტინგი“, რომლის დირექტორიც იმჟამად იყო ...

Read More »

Global Finance-მა საქართველოს ბანკი საქართველოში მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი საქართველოში მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად წელს კიდევ ერთხელ დაასახელა. World’s Best Consumer Digital Banks in Central & Eastern Europe 2021- ის ჯილდოს ფარგლებში, საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კიდევ რამდენიმე ქვეკატეგორიაში დასახელდა საუკეთესოდ. ესენია: პროდუქტების ონლაინ შეთავაზება, ციფრული გადახდები  და განაცხადები, ინფორმაციული უსაფრთხოება და კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტი და საკრედიტო სერვისები. Global Finance-მა საქართველოს ბანკს ...

Read More »

თბილისში კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დედაქალაქში საველე ტიპის ინფრასტრუქტურა ქავთარაძის ქუჩაზეც მოეწყო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საველე ჰოსპიტალს დაახლოებით 200-მდე პაციენტის მიღება შეეძლება და სრულად უზრუნველყოფილია ჟანგბადით. „დედაქალაქში ერთ-ერთი მსგავსი საველე ტიპის ინფრასტრუქტურა მოეწყო ასევე ქავთარაძის ქუჩაზე. ჰოსპიტალურ ნაწილში ჩვენ სრულიად ახალი, 200 საწოლზე დაწესებულება გავხსენით, სადაც გუშინვე დაიწყო პაციენტების მიღება. დაახლოებით 200-მდე პაციენტის მიღება შეიძლება, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება ჟანგბადით. ახლა ჩვენ ...

Read More »

ეროვნული ბანკი ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების ეფექტიანად წარმოებისთვის მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის, ფასს 9-ის, მიზნებისთვის მორიგ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს. როგორ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული სცენარების მიზანია, ხელი შეუწყოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების გამჭვირვალედ, თანმიმდევრულად და ეფექტიანად წარმოებას. მათივე ინფორმაციით, სცენარების მიმდინარე განახლება, კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული მაღალი გაურკვევლობის პირობებში, ფინანსური ინსტიტუტების მაკროეკონომიკური საპროგნოზო ინფორმაციით დროულად უზრუნველყოფას ემსახურება. „დოკუმენტში ასახულ პროგნოზებში ცვლადების დინამიკის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ...

Read More »

ერთ თვეში ბანკების წმინდა მოგება 116,6 მლნ ლარით შემცირდა

ერთ თვეში ბანკების წმინდა მოგება 116,672 მლნ ლარით შემცირდა და ივლისში 177,956 მლნ ლარი შეადგინა. სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ივლისში ბანკების მოგება 294,628 მლნ ლარი იყო. ჯამში კი, 2021 წლის 7 თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 1,237 მლრდ ლარი შეადგინა. 2021 წელს მიღებული წმინდა მოგება თვეების მიხედვით: იანვარი – 113,368 მლნ ლარი თებერვალი – 132,115 მლნ ლარი მარტი – ...

Read More »