Home » 2021 » August » 21

Daily Archives: August 21, 2021

ყველა ის კომპანია, რომელიც კახეთში შეიძენს 100 ტონაზე მეტ ყურძენს და 1 კგ-ში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს, სუბსიდიას მიიღებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და ერთ კგ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს. „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეების მხარდასაჭერად, რთველი 2021-ის ფარგლებში, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება! სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ ...

Read More »

„რუსეთი მზადაა, გააგრძელოს გაზის ტრანზიტი უკრაინაში 2024 წლის შემდეგაც, ეს დამოკიდებული იქნება მიწოდების კონტრაქტებზე“

რუსეთი მზადაა, გააგრძელოს გაზის ტრანზიტი უკრაინაში 2024 წლის შემდეგაც, მაგრამ უნდა გავიგო რამდენს იყიდიან ისინი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან შეხვედრისას განაცხადა. პუტინის თქმით, მან მერკელი დაარწმუნა, რომ რუსეთი სრულად შეასრულებს შეთანხმებებს უკრაინის ტრანზიტზე მაშინაც კი, როდესაც ის კანცლერის პოსტს დატოვებს. „უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი დამოკიდებული იქნება მიწოდების კონტრაქტებზე“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. პრესკონფერენციაზე ...

Read More »

2021-2024 წლებში დევნილი ოჯახებისთვის 8 000-მდე ბინა აშენდება, რისთვისაც 709 800 000 ლარი გამოიყოფა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარ თემას იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა, უპრეცედენტოდ მასშტაბური, ოთხწლიანი განსახლების გეგმა წარმოადგენდა. 2021-2024 წლებში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში – ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ჯამში, 8 ...

Read More »

შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა 51% სრულად ვაქცინირებულია

საყოველთაო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა 51% სრულად ვაქცინირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა ვაქცინაცია თბილისსა და რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს. 21 აგვისტოს მონაცემებით, უწყებაში თანამშრომელთა 51 პროცენტი სრულად არის ვაქცინირებული, ხოლო 18 პროცენტმა უკვე გაიარა რეგისტრაცია ინდივიდუალურ რეჟიმში. ,,აღსანიშნავია, რომ უწყების თანამშრომლებთან ერთად იცრებიან ოჯახის წევრებიც. შემოსავლების სამსახური ...

Read More »

ღვინის საწარმოებთან რიგები აქტიური მუშა პროცესია, მთავარია, ორგანიზებული მართვა – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ოთარ შამუგიას განცხადებით, რთველი 2021-ის ფარგლებში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ რაოდენობას, 300 ათასამდე ტონას აღწევს. „ყურძნის მოსავლის გადამუშავების პროცესში ღვინის 250-მდე კომპანია ჩაერთვება. რთველის პროცესში, ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების რიგები, განსაკუთრებით რთველის პიკურ პერიოდში, მუშა პროცესია: ღვინის საწარმოებში ყურძნის ჩაბარება დაკავშირებულია აღრიცხვასა და კონკრეტულ  ტექნოლოგიურ პროცედურებთან, რაც საჭიროებს გარკვეულ დროს. მთავარია, რომ ...

Read More »

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ბიზნეს სექტორში დასაქმებულ პირებს ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ მოუწოდებს და სთხოვს ბიზნეს სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. ამის შესახებ „ბიზნეს ასოციაცია“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ასოციაცია მოხარულია, რომ აღმასრულებელმა გუნდმა წარმატებით დაასრულა ვაქცინაციის პროცესი და მიესალმება ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის ზრდას, „რადგანაც ვაქცინაციის გარეშე კოვიდპანდემიის დასრულების სხვა ალტერნატიული საშუალება მსოფლიოს არ გააჩნია“. „მიუხედავად იმისა, რომ თითოეული შეზღუდვის მიმართ ბიზნეს სექტორი ძალიან სენსიტიურია, რადგან შეზღუდვები ...

Read More »

სოსო ფხაკაძე – უმუშევრობის სტატისტიკის გაუარესება გლობალური პანდემიის თანმდევი უარყოფითი შედეგია

უმუშევრობის სტატისტიკის გაუარესება გლობალური პანდემიის თანმდევი უარყოფითი შედეგია, რასაც მთელი რიგი ქვეყნები განიცდიან და ამ მხრივ, სამწუხაროდ, საქართველოც ვერ იქნებოდა გამონაკლისი, – ასე აფასებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მე-2 კვარტლის უმუშევრობის ზრდის სტატისტიკას. “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი თავის განცხადებაში, ასევე საუბრობს დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების სამომავლო პერსპექტივებსა და ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის მნიშვნელობაზე. „მართალია ჯამურად ეკონომიკის აღდგენა სახეზეა, ...

Read More »