Home » 2021 » August » 20

Daily Archives: August 20, 2021

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი ისრაელის პრემიერს ჩინური ინვესტიციების საფრთხეების შესახებ აფრთხილებს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი ბილ ბერნსი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს ჩინური ინვესტიციების საფრთხეების შესახებ აფრთხილებს, განსაკუთრებით IT სექტორისა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით. ინფორმაციას გამოცემა Axios ავრცელებს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე გააფრთხილა ისრაელი, რომ ამ ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების კუთხით ურთიერთობებს შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ჩინეთის შემდგომმა მონაწილეობამ ისეთ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორიცაა ჰაიფას ახალი პორტი, ...

Read More »

ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 15.1%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.3 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 15.1 პროცენტიანი ზრდა. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ივნისთან შედარებით ფასები 1.4 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.09 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. მათივე ინფორმაციით, ამავე პერიოდში ფასები 0.7 ...

Read More »

ეროვნული ბანკი 3 ახალი საკოლექციო მონეტის დიზაინის შექმნაზე კონკურსს აცხადებს

ეროვნული ბანკი ახალი კოლექციო მონეტების გამოშვებას გეგმავს. ბანკმა მონეტების დიზაინის შექმნის მიზნით კონკურსი უკვე გამოაცხადა. ამჯერად მონეტები სამ თემატიკას მოიცავს, აქედან ორი საკოლექციო სერიიდან “საქართველოს მეფეებისთვის“ მეფე ვახტანგ I გორგასლისა და გიორგი V ბრწყინვალეს თემებზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტები იქნება გამოშვებული. მეორე მონეტის თემატიკა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატია – EUROBASKET 2022. როგორც ცნობილია, საქართველომ ევროპის 2022 წლის ...

Read More »

კრიზისის მიუხედავად, „კრისტალბეთის“ წმინდა მოგება 88%-ით გაიზარდა

საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა წლიდან წლამდე იზრდება. პროცესი ვერც პანდემიამ შეაფერხა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 10 თვე ყველა ტოტალიზატორი და კაზინო დაკეტილი იყო, ონლაინთამაშების ხარჯზე, სექტორის ჯამური ბრუნვა (დადებული ფსონების ჯამი) 22%-ით, 31.7 მლრდ ლარამდე გაიზარდა.  ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მნიშვნელოვნად, 88%-ით გაიზარდა აზარტული თამაშების ბაზარის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის, „კრისტალბეთის“ წმინდა მოგება, თანხამ 177 მლნ ლარი შეადგინა. ეს მაშინ, როდესაც ქვეყნის ...

Read More »

„თალიბანის“ პრესსპიკერი – ჩინეთს ავღანეთის რეაბილიტაციასა და რეკონსტრუქციაში დიდი როლის შესრულება შეუძლია

ჩინეთმა ავღანეთში მშვიდობისა და შერიგების ხელშეწყობაში კონსტრუქციული როლი შეასრულა და მისასალმებელი იქნება მისი წვლილი ქვეყნის აღმშენებლობაში, – ამის შესახებ „თალიბანის“ პრესსპიკერმა სუჰაილ შაჰინმა განაცხადა. ”ჩინეთი არის დიდი ქვეყანა უზარმაზარი ეკონომიკითა და შესაძლებლობებით – ვფიქრობ, რომ მათ შეუძლიათ შეასრულონ ძალიან დიდი როლი ავღანეთის აღმშენებლობაში, რეაბილიტაციასა რეკონსტრუქციაში“,- აღნიშნა შაჰინმა ჩინურ მედიასთან ინტერვიუში. შეგახსენებთ, „თალიბანმა“ ავღანეთზე კონტროლი შაბათ-კვირას მოიპოვა, რის შემდეგაც ათასობით სამხედრო და ...

Read More »

„მთავარი არხის“ გაყიდვების სახლში კამერალური საგადასახადო შემოწმება დასრულდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში დასრულებულ საგადასახადო შემოწმებას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი Facebook-ის პოსტით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ როგორც თავიდანვე ითქვა, შემოწმება დასრულდა გადასახადის გადამხდელისთვის ყოველგვარი ზედმეტი დისკომფორტის გარეშე. „ეს ამბავი გემახსოვრებათ. გამოვლენილი რისკების შესაბამისად, მოთხოვნილი იქნა კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც სრულად წარმოდგენილი იყო გადამხდელის მიერ, რამაც გააქარწყლა ის კონკრეტული რისკის კრიტერიუმი და შესაბამისად ამით დასრულდა შემოწმება. რაც ...

Read More »