Home » 2021 » August » 19

Daily Archives: August 19, 2021

ანდე მანქანა პროფესიონალებს და გამართე მარტივად – თეგეტას ციფრული და დისტანციური სერვისები

„ზეთი მაქვს შესაცვლელი, მაგრამ ვერ მოვიცალე“; „მანქანა დიდი ხანია, არ შემიმოწმებია, დრო არ მაქვს“; „ხელოსნებს არასდროს სცალიათ, რამდენჯერაც მივედი, ყოველთვის დაკავებულები არიან…“ ეს ან სხვა მსგავსი წინადადებები მძღოლებისთვის უცხო უნდა გახდეს. ავტომობილთან დაკავშირებული ნებისმიერი დაგეგმილი თუ დაუგეგმავი სერვისი მისი მფლობელისთვის უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული. სწორედ ეს იყო „თეგეტა მოტორსის“ მენეჯერების მისია, როცა მათ ციფრული და დისტანციური სერვისების გამართვაზე ...

Read More »

ვოლსკი – ფარმაცევტული სფერო სერიოზულ დარტყმას აყენებს არამხოლოდ შეჭირვებული ადამიანების ჯიბეს, არამედ მათაც, ვისაც ასე თუ ისე, ნორმალური შემოსავალი აქვს

ფარმაცევტული სფერო საკმაოდ სერიოზულ დარტყმას აყენებს არამხოლოდ შეჭირვებული ადამიანების ჯიბეს, არამედ მათაც, ვისაც ასე თუ ისე, ნორმალური შემოსავალი აქვს, – აღნიშნული განცხადება დღეს ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა. ვოლსკის თქმით, ფარმაცევტული სფერო დაურეგულირებელია და საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს ზარალს აყენებს. “ამ თემაზე სერიოზული საუბარი ჰქონდა პრემიერ-მინისტრს. მუშაობა მიმდინარეობს. იმედი მაქვს, მოიძებნება გადაწყვეტილება, რითაც საზოგადოებას საშუალება ექნება, უკეთესი მდგომარეობა იხილოს”, ...

Read More »

„უკვე 1000 ტონაზე მეტი ლურჯი მოცვის ექსპორტი განხორციელდა და ეს რამდენიმე მილიონი დოლარის შემოსავალია ჩვენი ოჯახებისთვის”

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ქვეყანში ახალი აგრარული კულტურების მოყვანის ტენდენციებზე ისაუბრა. „ლურჯი მოცვის კულტურა ძალიან დიდ სექსპორტო პოტენციალის მქონეა ჩვენი ქვეყნისთვის. მიმდინარე სეზონზე, უკვე 1000 ტონაზე მეტი ლურჯი მოცვის ექსპორტი განხორციელდა და ეს რამდენიმე მილიონი დოლარის შემოსავალია ჩვენი ოჯახებისთვის. როდესაც ვსაუბრობთ კულტურაზე, რომელიც სულ ახალია ჩვენი ქვეყნისთვის, ვსაუბრობთ პლანტაციებზე, ბაღებზე, რომელიც ახლა შედის მწარმოებლობაში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რამდენიმე ...

Read More »

ევროკავშირი ხვალიდან უკრაინის, თურქეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის კოვიდსერტიფიკატებს ცნობს

ევროკავშირი ხვალიდან უკრაინის, თურქეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ე.წ. კოვიდსერტიფიკატებს ცნობს. აღნიშნულის შესახებ ევროკომისიაში აცხადებენ. „კომისიამ დღეს მიიღო სამი გადაწყვეტილება ჩრდილოეთ მაკედონიის, ტურქეთისა და უკრაინის ეკვივალენტურობის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული ქვეყნები დაუკავშირდებიან ევროკავშირის სისტემას და ამ სახელმწიფოების გაცემული კოვიდსერტიფიკატები ხვალიდან იმავე პირობებით მიიღება ევროკავშირში, როგორც ეს ევროგაერთიანების ციფრული ე.წ. კოვიდსერტიფიკატია“, – ნათქვამია ევროკომისიის ინფორმაციაში. 1tv.ge

Read More »

პროკრედიტ ბანკი ინარჩუნებს საუკეთესო საკრედიტო რეიტინგს საქართველოში არსებულ ბანკებს შორის

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო “Fitch”-მა პროკრედიტ ბანკი საქართველოს რეიტინგი „BB+“ დაადასტურა, პერსპექტივა კი „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა. საერთაშორისო კომპანიის შეფასებების საფუძველზე, პროკრედიტ ბანკი საქართველო კვლავ ინარჩუნებს ყველაზე მაღალ საკრედიტო რეიტინგს საქართველოში არსებულ ბანკებს შორის, ასევე ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე ერთი ბიჯით მაღალ მონაცემს. პროკრედიტ ბანკი საქართველოს სტაბილური რეიტინგი  მნიშვნელოვნად არის განპირობებული ისეთი ძლიერი და სტაბილური მშობელი კომპანიით, როგორიცაა გერმანული ProCredit Holding AG & ...

Read More »

„ჩვენ ვიყავით ხელისუფლება, რომელმაც ფაქტიურად განადგურებული ჩაის სექტორის აღდგენა დავიწყეთ პროექტით „ქართული ჩაი“

ჩვენ ვიყავით ხელისუფლება, რომელმაც ფაქტიურად განადგურებული ჩაის სექტორის აღდგენა დავიწყეთ პროექტით, რომელიც გულისხმობდა ჩაის რეაბილიტაციას. პროექტს ერქვა „ქართული ჩაი“ და ეს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაიწყო, მისი მხარდაჭერით მოხდა, როდესაც დავიწყეთ, ზოგადად, ქვეყანაში ქართული ჩაის მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, „ქართული ოცნების“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატის დავით შარაშიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ის ტრადიციული მიმართულებები, რომლითაც ...

Read More »

“იძებნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა”

“იძებნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა”, – ამ სათაურით აქვეყნებს სოციალურ ქსელში სტატუსს “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” (აფბა) ანალიტიკოსი, ბაჩანა ჯინჭარაძე. “ბანკები და ფინანსები” სტატუსს უცვლელად გთავაზობთ: “‼️ იძებნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იმის ფონზე, რომ 2021 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 12.7%-ით გაიზარდა, 2021 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა და 22.1% შეადგინა. ...

Read More »

ლიბერთის სოციალურ ბარათებზე პინ კოდის ვადა 1-ელ ნოემბრამდე გაგრძელდა

ლიბერთის სოციალურ ბარათებზე პინ კოდის ვადა 1-ელ ნოემბრამდე გაგრძელდა ქვეყანაში COVID 19 პანდემიით გამოწვეული ვითარებისა და დაწესებული შეზღუდვების გამო, ლიბერთი საპენსიო და სხვა სოციალური ბარათების პინ კოდის მოქმედების ვადას კიდევ ერთხელ ახანგრძლივებს. კერძოდ, ლიბერთის და სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, იმ მომხმარებლებს, რომელთა საპენსიო თუ სხვა სოციალური ბარათების პინ კოდის მოქმედების ვადა 1 აგვისტოდან 31 ოქტომბრამდე პერიოდში იწურება, ეს ვადა ავტომატურად ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: პანდემიით მიყენებული ზარალის ფონზე ადგილობრივი ექსპორტის ზრდა ეკონომიკის აღდგენის საკმაოდ სწრაფი ტემპზე მიანიშნებს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 30.7 პროცენტით გაიზარდა და 1,662.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. იანვარ-ივლისში ექსპორტის ზრდა ძირითადად ადგილობრივი ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული. ამასთან, მხოლოდ ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 285.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის ზრდის ტენდენციასთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ექსპორტის ზრდა ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე მიუთითებს. „ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ...

Read More »

ვახტანგ ჭარაია ექსპორტის ზრდაზე: კოვიდრეალობაში სურათი საკმაოდ დამაჯერებელია

კოვიდ-19 აქტიურად გვიტევს, თუმცა ადგილობრივი ექსპორტი მაინც იზრდება, – ასე ეხმაურება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებს. მისი განცხადებით, ადგილობრივი ექსპორტის პარალელურად, ზრდა შეინიშნება იმპორტის კუთხითაც. თუმცა, ეს ნაკლებად საგანგაშოა არსებულ სიტუაციაში. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა მოცულობის თანხა დაიხარჯა სამედიცინო აპარატურის, მედიკამენტებისა და აგრეთვე ვაქცინების შესაძენად, რასაც ...

Read More »