Home » 2021 » August » 16

Daily Archives: August 16, 2021

„თეა გოდოლაძის თვითნებობა უნდა დასრულდეს – მიწისძვრების სრული კატალოგი ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ყველა დაინტერესებულისთვის“ – არჩილ კაიკაციშვილი

„16 აგვისტოს გამთენიის მძლავრმა მიწისძვრამ, რომლის ეპიცენტრიც დმანისის რაიონის სოფელ სამებასთან დაფიქსირდა, კიდევ ერთხელ უნდა შეგვახსენოს, რომ დღეს საქართველოში სეისმური ინფორმაციის ხელმისწავდომობა შეზღუდულია, მწვავედ დგას  ამ კუთხით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები და არც ერთ სახელმწიფო უწყებას მიწისძვრების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია“, – ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ...

Read More »

საქართველოში კვერცხის იმპორტი რეკორდულად შემცირდა, ექსპორტი გაიზარდა – სად ვყიდით და ვყიდულობთ პროდუქტს

საქართველოში ფრინველის კვერცხის წარმოება მცირდება. რეკორდულად იკლებს იმპორტიც. ადგილობრივი ექსპორტი კი უკვე რამდენიმე წელიწადია იზრდება. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში 159 მილიონი კვერცხი იწარმოა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.8 პროცენტით ჩამორჩება, 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში წარმოებული იყო 174,3 მილიონი კვერცხი. წარმოების კლების მიუხედავად, 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან კვერცხის ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა. კერძოდ, წელს 6 თვეში ქვეყნიდან გავიდა ...

Read More »

თიბისი კაპიტალი წელს ეკონომიკის 10.5%-იან ზრდას ელის

„თიბისი“ კაპიტალმა მაკროეკონომიკური თემატური პუბლიკაცია – „ეკონომიკის გადატვირთვის დამატებითი სტიმულები“ გამოაქვეყნა. თიბისი ბოლო პერიოდში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების მიუხედავად, 2021 წელს დაახლოებით 10.5%-იან ზრდას ელის. „დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს, 2020 წლის ვარდნის შემდეგ, ეკონომიკის აღდგენა მოსალოდნელი იყო, თუმცა ზრდის ტემპმა ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზსაც კი გადააჭარბა. კვლევის მიხედვით, ექსპორტის, გზავნილების, ფისკალური სტიმულის, საბანკო დაკრედიტებისა და ტურიზმის ნაწილობრივ აღდგენასთან ერთად, 2020 წელს დაგროვილი ...

Read More »

ირაკლი ზარქუა – პენსიების მომსახურებაზე სატენდერო კომისია შეიქმნება, ვნახოთ ვინ იქნება გამარჯვებული, მთავარია, მისაღები საპროცენტო განაკვეთი იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, საპენსიო მომსახურებასთან დაკავშირებით სატენდერო კომისია შეიქმნა, რომელიც მუშაობას შეუდგა. როგორც ზარქუა აღნიშნავს, მთავარია იყოს მოქნილი პირობები და პენსიონერებისთვის მისაღები საპროცენტო განაკვეთი. „იცით, პრემიერის გადაწყვეტილებით შეიქმნა სატენდერო კომისია პენსიების მომსახურებაზე. პარლამენტიდან, ჩვენი მხრიდან იყო დაინტერესება, მათ შორის, ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ შევთანხმდით „ლიბერთი“ ბანკთან, რომ ხელშეკრულება, რომელიც 2022 წლის დეკემბრამდე იყო, დროზე ადრე შეწყდებოდა, რადგან გამოცხადებულიყო უფრო ახალი პირობებით, ...

Read More »

„თიბისი“ კაპიტალმა განახლებული მაკროეკონომიკური პუბლიკაცია გამოაქვეყნა

„თიბისი“ კაპიტალმა მაკროეკონომიკური თემატური პუბლიკაცია – „ეკონომიკის გადატვირთვის დამატებითი სტიმულები“ გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. „დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს, 2020 წლის ვარდნის შემდეგ, ეკონომიკის აღდგენა მოსალოდნელი იყო, თუმცა ზრდის ტემპმა ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზსაც კი გადააჭარბა. კვლევის მიხედვით, ექსპორტის, გზავნილების, ფისკალური სტიმულის, საბანკო დაკრედიტებისა და ტურიზმის ნაწილობრივ აღდგენასთან ერთად, 2020 წელს დაგროვილი ვალუტის მიმდინარე წელს გახარჯვა ეკონომიკის სწრაფ ზრდაში მნიშვნელოვან როლს ...

Read More »

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვისა და შენახვის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს

დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტებზე, ორი პირი დააკავეს, – ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი დაკავებული საცხოვრებელ სახლში, შემდგომი გასაღების მიზნით, ინახავდა დიდი ოდენობით – 2 160 კოლოფ „MANCHESTER“-ისა და „DUBAO“-ს დასახელების უაქციზო სიგარეტს, საიდანაც 490 კოლოფი მეორე დაკავებულზე გაასაღა. ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 9 504 ლარის ღირებულების 2 160 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და უაქციზო საქონლის ვაჭრობით მიღებული ...

Read More »

ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა

მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. „იგი 1999 წლიდან მუშაობს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2011-2020 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი; 2020 წლის თებერვლიდან – სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე. ჰყავს მეუღლე და ოთხი ...

Read More »

2021 წლის II კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.2%-ით გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.2 პროცენტით გაიზარდა და 1.0 მილიონი სული შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთა შორის ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 452.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.1 პროცენტით ნაკლებია. „ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ ...

Read More »

ივლისში საარსებო მინიმუმი 3.8 ლარით გაიზარდა და 218.3 ლარი გახდა

2021 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 3.8 ლარით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 218.3 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2021 წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 214.5 ლარი იყო. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ივლისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 34.8 ლარით არის გაზრდილი. შარშან ივლისში საარსებო მინიმუმი 183.5 ლარს შეადგენდა. ამასთან, „საქსტატის“ ...

Read More »

„ხალიკ ბანკი საქართველოს“ საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო, Fitch Ratings-მა „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი, ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო ბანკის გრძელვადიანი რეიტინგი (IDRs), კვლავ “BB+”– ზე დაადასტურა. ზრდის ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს სუვერენული რეიტინგი, რომელიც ნეგატიურიდან სტაბილურამდე გაუმჯობესდა. „ხალიკ ბანკი საქართველოს“ რეიტინგის გაუმჯობესება განპირობებულია „ხალიკ ბანკი ყაზახეთის“ სიძლიერით და სტაბილურობით, რომლის შვილობილ ორგანიზაციასაც წარმოადგენს „ხალიკ ბანკი საქართველო“. „ხალიკ ბანკი ყაზახეთი“ წარმოდგენილია ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, ...

Read More »