შვეიცარია არავაქცინირებულთათვის COVID-19-ზე უფასო ტესტირებას აუქმებს

0
27

შვეიცარია არავაქცინირებულთათვის COVID-19-ზე უფასო ტესტირებას აუქმებს

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არავაქცინირებული პირებისათვის უფასო ტესტირების პროგრამა გააუქმოს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 1 ოქტომბრიდან შევა. გამონაკლისი იგეგმება 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და მათთვის, ვისთვისაც აცრა ნებადართული არ არის.

”ადამიანებს, რომლებიც არ არიან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილები, ან არ გადაუტანიათ დაავადება და სურთ დაესწრონ ღონისძიებას, რომელიც COVID სერთიფიკატს მოითხოვს, მოუწევთ ტესტირება დამოუკიდებლად, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ”,- ნათქვამია მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ipress.ge