Home » 2021 » August » 12

Daily Archives: August 12, 2021

გაორმაგებული ფასდაკლების დღეები თეგეტა მოტორსში

თუ უახლოეს დღეებში თქვენი ავტომობილის გამართვას აპირებთ, თეგეტა მოტორს განსაკუთრებული შემოთავაზება აქვს რომელიც არ უნდა გამოტოვოთ. სტანდარტულ აქციებთან ერთად 13, 14 და 15 აგვისტოს თეგეტას ბარათის მფლობელები  გაორმაგებული ფასდაკლებით ისარგებლებთ ბარათის ტიპის მიხედვით. რაც იმას ნიშნავს, რომ აქციის ფარგლებში 20%-მდე ფასდაკლებას სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებზე მიიღებთ. მაგალითად, თუ კლასიკ ბარათის მფლობელი ხართ 10%-იანი ფასდაკლება გექნებათ, ვერცხლის ბარათის მფლობელებს – 14% და ...

Read More »

ამირან გამყრელიძე – ძალიან მკაცრი „ლოკდაუნი“ არ იქნება

ძალიან მკაცრი „ლოკდაუნი“, განსაკუთრებით მცირე ეკონომიკის ქვეყნებისთვის არ იქნება. ვცდილობთ, რომ ოქროს შუალედი იყოს კარგად ნანახი. ეს არის გზა, ეს არის ორიენტირი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის პროცესის დაწყების გამო მკაცრი „ლოკდაუნის“ საჭიროება აღარაა. „მკაცრი ლოკდაუნები მართვისთვის უკვე აღარ განიხილება. მას შემდეგ, რაც შემოვიდა აცრა და ...

Read More »

ახალი შეზღუდვები, რომლებიც იმოქმედებს 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე შეზღუდვის დაწესების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რომლებიც სამი კვირის განმავლობაში იმოქმედებს. კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, სამი კვირის განმავლობაში იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები: • შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს; • სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები; • იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა; • კვების ობიექტების მუშაობა, ...

Read More »

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე სრულად იზღუდება ფესტივალები, სპორტული და გასართობი ღონისძიებები, შეიზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობაც

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. აღნიშნული შეზღუდვა 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, სამი კვირის განმავლობაში იმოქმდებს. ამასთან, სამი კვირის განმავლობაში არ იმიშავებს ბავშვთა გასართობი ცენტრები. „როგორც მოგეხსენებათ, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო. ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების და ტენდენციების ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ, აგვისტოში იმუნიზაციის პროცესის ინტენსიფიცირების მიუხედავად, საჭიროდ ...

Read More »

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისი თქმით, შეზღუდვები არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. „როგორც მოგეხსენებათ, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო. ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების და ტენდენციების ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ, აგვისტოში იმუნიზაციის პროცესის ინტენსიფიცირების მიუხედავად, საჭიროდ მიიჩნია ე.წ. არაფარმაცევტული ინტერვენციები და კერძოდ, ცალკეული შეზღუდვების ...

Read More »

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის – მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ქუთაისში, ხობში, მცხეთის რაიონსა და დაბა ჩაქვში განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში, გატარებული ღონისძიებების შედეგად, საერთო ჯამში, 84.14 კუბური მეტრი, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, ტრანსპორტირების 8 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი და მოხდა მისი მოქცევა სახელმწიფო საკუთრებაში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

Read More »

GEORGIA CAPITAL: მკაცრი მონეტარული პოლიტიკა აძლიერებს ლარს და ამცირებს უარყოფით მოლოდინებს

მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ხელს უწყობს ლარის გაძლიერებას და ამცირებს უარყოფით მოლოდინებს, – Georgia Capital-ი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე, თავის ანგარიშში ეხმიანება. ჯგუფი მიიჩნევს, რომ ლარი საუკეთესო აქტორია რეგიონში და ეროვნული ვალუტის ამჟამინდელი სიმყარე, მისი შემდგომი გაძლიერების პოტენციალზე მიათითებს. Georgia Capital-ი იმედოვნებს, რომ ეკონომიკური აქტივობის აღდგენა და ეროვნული ბანკის მიერ დიფერენცირებულ საპროცენტო განაკვეთზე მიღებული გადაწყვეტილება უცხოური ვალუტით დაკრედიტების ტემპს ...

Read More »

თურნავა – სატვირთო გადაზიდვები ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც აქტიურად ვითარდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკის აღდგენის პარალელურად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, რომელიც აქტიურად ვითარდება, სატვირთო გადაზიდვებია. მისივე თქმით, პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ყველა სახის ტრანსპორტით საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდული ტვირთების ზრდამ დაახლოებით 13% შეადგინა, საუბარია საქართველოს გავლით და საქართველოს მიმართულებით გადაზიდულ ტვირთებზე. „განსაკუთრებით მაღალი ტემპით იზრდება სახმელეთო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთები, რაც კოვიდპანდემიის მიუხედავად, არ გაგვიჩერებია და პირიქით, მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს. ეს ...

Read More »

სოსო ფხაკაძე – „ალმა” გარე რეკლამის ინდუსტრიაში ინოვაციური პროექტების დანერგვას გააგრძელებს

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, „ალმა” გარე რეკლამის ინდუსტრიაში ინოვაციური პროექტების დანერგვას გააგრძელებს. მისივე თქმით, გარე რეკლამის განთავსებაზე ნებართვის სანაცვლოდ დედაქალაქის ბიუჯეტი მიიღებს დაახლოებით 34.8 მლნ ლარს. „მოხარულნი ვართ, რომ ჩვენ ჯგუფში შემავალმა კომპანიამ, შპს „ალმამ”, მოიპოვა გამარჯვება თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების უფლებასთან დაკავშირებით. აქვე აღვნიშნავთ, რომ არანაკლებ მოხარულნი ვართ, რომ გარე რეკლამის განთავსებაზე ...

Read More »

სემეკმა მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო, “თელასი” 50 000 ლარით, „თელმიკო“ კი 75 000 ლარით დააჯარიმა

სემეკმა მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო “თელასი” 50 000 ლარით, „თელმიკო“ კი 75 000 ლარით დააჯარიმა. როგორც სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, “თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის” მიმართ გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა, ხოლო, რაც შეეხება “თელასს”, მის მიმართ შედარებით მსუბუქი ჯარიმა გამოიყენეს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ კომპანიების მხრიდან კვლავ ექნება მსგავსი ხასიათის დარღვევას ადგილი, გაორმაგებულ ჯარიმებს გადაიხდიან. ...

Read More »