Home » 2021 » August » 11

Daily Archives: August 11, 2021

თეა გოდოლაძე კრემლის „რადიო სპუტნიკის“ ეთერით მსმენელებს თბილისის მეწყერზე ესაუბრა

11 აგვისტოს, რუსეთის სახელმწიფოს კონტროლირებადმა მედიამ – „სპუტნიკი“, დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორის, ილიაუნის პროფესორის თეა გოდოლაძის, „რადიო სპუტნიკის“ მსმენელებისთვის მიწოდებული ინფორმაცია განათავსა. კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტოს მულტიმედიურ ცენტრში 4 აგვისტოს ჩატარებული პრესკონფერენციის შემდეგ, „რადიო სპუტნიკის“ რამდენიმე მილიონიან რუსულენოვან აუდიტორიას, თეა გოდოლაძე თბილისის, ვაშლიჯვრის მეწყერის დეტალებზე ესაუბრა. რადიო სპუტნიკის ეთერში, გოდოლაძემ უარყოფითი შეფასება მიცა მეწყერის შეჩერებისთვის მიმართულ ...

Read More »

ღარიბაშვილი – გავიხსენოთ წინა წელი – გამოვკეტეთ სახლებში ადამიანები და 200 ლარები დავურიგეთ – ეს ნორმალური ცხოვრებისთვის საკმარისი არაა

უმოკლეს დროში შევძელით საუკეთესო ვაქცინების მობილიზება, ეკონომიკა გავხსენით და ყველა პარამეტრით ვუბრუნდებით პანდემიამდელ მდგომარეობას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წალკაში „ქართული ოცნების“ წალკის მერობის კანდიდატის ილია საბაძის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ახლახანს გამოქვეყნებული Fitch-ის რეიტინგიც მოწმობს, რომ საქართველომ ძალიან სწრაფად მოახდინა ეკონომიკის აღდგენა. „უმოკლეს დროში შევძელით საუკეთესო ვაქცინების მობილიზება. ეკონომიკა გავხსენით და ყველა რეიტინგით, პარამეტრით დავუბრუნდით, ვუბრუნდებით პანდემიამდელ ...

Read More »

თეა გოდოლაძეს საქართველოს მეცნერებათა ეროვნული აკადემიაც ამხელს – არჩილ კაიკაციშვილი

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ამ დრომდე სდუმს სეისმური მონაცემების ხელმისაწვდომობის საკითხზე დასმულ შეკითხვებზე და ჩვენ არც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პოზიციაზე ვიცით ცენტრის დირექტორის, ქალბატონ თეა გოდოლაძის პირადი პოზიცია. აკადემიამ, გოდოლაძე, ფაქტობრივად, არაკეთილსინდისიერებასა და კანონდარღვევაში ამხილა“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბარში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა. „ახალგაზრდა ადვოკატები“ ნ. ნოდიას ...

Read More »

„თეგეტა მწვანე ზონა“ – თეგეტა მოტორსის ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია თანამშრომლებისთვის

თანამშრომელთა და მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თეგეტა მოუწოდებს გუნდის წევრებს, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ. თეგეტა მწვანე ზონა – კომპანიაში ამ სახელწოდებით ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია მიმდინარეობს. თეგეტა თანამშრომლების Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად მოტივაციისთვის რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. მსურველებისთვის თეგეტა აორგანიზებს მასობრივ ვაქცინაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში – რეგისტრაციისა და ვაქცინაციის კაბინეტებში ტრანსპორტირების უზრუნველყოფით. ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის გასაზრდელად კომპანიის შიგნით მიმდინარეობს აქტიური ...

Read More »

საქართველოში სრულად აცრილი 106 084 ადამიანიდან კორონავირუსით მხოლოდ 207 დაინფიცირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სრულად აცრილი 106 084 ადამიანიდან კორონავირუსით მხოლოდ 207 ადამიანი დაინფიცირდა, ანუ 0.19%. ინფიცირებულთა უმეტესობაში დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობდა. 207 ინფიცირებულ პირთაგან მხოლოდ 8-ს (4%) დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. სრულად აცრილთა შორის არავინ გარდაცვლილა. დღეის, 11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჩატარდა 688 940 აცრა. სრულად აცრილია 210 776 ადამიანი.

Read More »

„5 თვის წინ, როცა მე დავინიშნე პრემიერად, ქვეყანაში არც ვაქცინები გვქონდა, ლარი 3,5-ზე იყო, სრული პესიმიზმი და ნიჰილიზმი იყო“

მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წალკაში, წალკის მერობის კანდიდატის, ილია საბაძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასულ წელს ქვეყანა ვირუსს მოუმზადებელი შეხვდა, თუმცა ახლა უკვე უკეთესად მომზადებული ჯანდაცვის სისტემა გვაქვს. „ახლა რაც შეეხება პანდემიას, მე მინდა რამდენიმე სიტყვით ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა თუ სად ვიყავით, სად ვართ და ჩვენი პროგნოზით სად ვიქნებით მომდევნო თვეების და ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, ტონი მაკდონალდს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვირტუალურ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. „ფინანსთა მინისტრმა ADB-ის აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაუხადა გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის გამო. როგორც ცნობილია, აზიის განვითარების ბანკისგან COVID-19-ზე საგანგებო რეაგირებისა და დანახარჯების მხარდამჭერი პროგრამის განსახორციელებლად, საქართველომ 92 მლნ ევროზე მეტი ოდენობის ...

Read More »

200-მდე კომპანიამ საქართველოში საკუთარი ონლაინ მაღაზია შექმნა

200-მდე კომპანიამ საქართველოში “თიბისისა” და VISA-ს მხარდაჭერით საკუთარი ონლაინ მაღაზია შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის მიზანი ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ბიზნესების მხარდაჭერა და საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებაა. „პროექტი „შექმენი შენი ონლაინ მაღაზია“ ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების გამო ბიზნესებს ფიზიკურად პროდუქციის გაყიდვა აეკრძალათ, ხოლო ონლაინ ვაჭრობა და გაციფრულება უალტერნატივო გახდა. ამ გამოწვევის დასაძლევად „თიბისი“, ...

Read More »

VTB-ის Visa Debit ბარათით თანხის განაღდება ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან უფასოა

VTB ბან­კი ბა­ზარ­ზე სამ კონ­კუ­რენ­ტულ სი­ახ­ლეს ამ­კვიდ­რებს: Visa Debit ბა­რა­თით ნე­ბის­მი­ე­რი ბან­კის ბან­კო­მა­ტი­დან თან­ხის გა­ნაღ­დე­ბა უფა­სოა, მისი მეშ­ვე­ო­ბით თვით­და­საქ­მე­ბუ­ლებს საკ­რე­დი­ტო პრო­დუქ­ტებ­ზე წვდო­მა კი­დევ უფრო უმარ­ტივ­დე­ბათ და ნე­ბის­მი­ე­რი ტრან­ზაქ­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში გა­დახ­დი­ლი თან­ხის 0.25% უკან გიბ­რუნ­დე­ბათ. რო­გორც VTB ბან­კის სა­ბა­რა­თე ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბის უფ­რო­სი, ანრი გოქ­სა­ძე გან­მარ­ტავს, სა­დე­ბე­ტო პრო­დუქ­ტე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის შე­დე­გად, Visa Debit ბა­რა­თის მფლო­ბე­ლებს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბებს სთა­ვა­ზო­ბენ. „Visa Debit ბა­რა­თის ...

Read More »

მთავრობა ჰაწვალის საბაგიროს ჯართში ჩააბარებს და მის ადგილზე 35 მილიონად ახალს აშენებს

მთავრობა სვანეთში მდებარე ჰაწვალი-ზურულდის საბაგიროს ჯართში ჩააბარებს. საბაგირო 2010 წელს გაიხსნა და გასული 10 წლის განამვლობაში იყო ექსპლოატაციაში. წელს საბაგირო გზა სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ შეისწავლა, რომლის დასკვნითაც ის უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. მეტიც, როგორც ირკვევა, საბაგიროს, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროს “მთის კურორტების განვითარების კომპანია” მართავდა, საერთოდ არ გააჩნია ტექტნიკური დოკუმენტაცია, ხოლო მისი ბოძების ფუნდამენტი “არასწორად იყო ჩასხმული”. ...

Read More »