Home » 2021 » August » 10

Daily Archives: August 10, 2021

თეა გოდოლაძის ბიზნესპარტნიორებმა სეისმური უსაფრთხოების მონაცემებზე უკანონო მონოპოლია შექმნეს

„ბანკები და ფინანსებმა“ გიორგი ცაგარეიშვილის ვრცელი ბლოგი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ სეისმურიმონაცემები საქართველოში არავის აქვს, ბოლო 9 წლის განმავლობაში სეისმური მონიტორინგის ცენტრის უცვლელი ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის ბიზნესპარტნიორების გარდა. 2006-2007 წლებში სეისმური მონიტორინგის ცენტრის მაშინდელი დირექტორი, ზურაბ ჯავახიშვილი შეეცადა დაეხურა მეცნიერებისთვის სეისმური მონაცემები და გაესაედუმლოებინა კატალოგები, თუმცა ილიაუნის იმჟამინდელი რექტორის, გიგი თევზაძის უშუალო ჩართულობით და დაჟინებული მოთხოვნით (მან უკანონოდ მიიჩნია ამ ...

Read More »

ევროკავშირში საქართველოდან ექსპორტირებული თხილის შემოწმების ჯერადობა 50%-დან 20%-მდე შემცირდება

საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებულ თხილის პარტიებზე საიდენტიფიკაციო და ფიზიკური შემოწმებების სიხშირე 50%-დან 20%-მდე შემცირდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქართული თხილის ხარისხის მიმართ ნდობის ზრდასა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიან პოლიტიკაზე მიუთითებს. „ევროკავშირის კომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) მცენარეთა, ცხოველთა, სურსათისა და ცხოველის საკვების მუდმივმოქმედი კომიტეტის (PAFF) ...

Read More »

„ახალგაზრდა ადვოკატები“ – შემაძრწუნებელია 3 აგვისტოს ფაქტი, სამხარაულის ბიურომ და სახელმწიფო დაცვის სამსახურმა ბოდიში უნდა მოიხადონ

დღეს ქვეყანაში გაცილებით ბევრი პრობლემა და საკითხია, რომელზედაც უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ ქვეყანა შედგება პროფესიებისგან და ინსტიტუციებისგან, კონკრეტული შემთხვევები ქმნის ტენდენციებს და უარყოფითი მოვლენები ძირს უთხრის მართველობის სისტემას, რომელიც კანონიერებასა და თანასწორუფლებიანობას უნდა ემყარებოდეს. გვსურს საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ შემთხვევაზე, რომელიც საყურადღებოა მისი გამოვლინებებით და ტენდენციებით. სამწუხაროდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, სულ უფრო მეტ სირთულეებს უქმნის ...

Read More »

დუბაიში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მომსახურების ცენტრის ოფისი გაიხსნა

ქ. დუბაიში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მომსახურების ცენტრის ოფისი გაიხსნა, რომელიც ემირატებსა და გალფის ქვეყნებს მოემსახურება. ცენტრი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა გახსნა, რომლის მიზანია, ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო და ტურისტული რესურსის პოპულარიზაცია, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მიმართულებით დაინტერესებულ სტუდენტთა მოზიდვა და ქვეყნის ეკონომიკური რესურსების მხარდაჭერა. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მომსახურების ცენტრი ინტენსიურად იმუშავებს, რათა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ასევე ...

Read More »

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. „მოთხოვნამ შეადგინა 60 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.190 პროცენტით, მაქსიმალური 9.190 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.190 პროცენტით განისაზღვრა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Read More »

ეროვნული ბანკი საკრედიტო პირობების კვლევის ანგარიშის გამოქვეყნებას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი საკრედიტო პირობების კვლევის ანგარიშის გამოქვეყნებას იწყებს.აღნიშნული კვლევა, ბანკების მენეჯმენტის გამოკითხვის გზით, 2013 წლიდან ტარდება. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კვლევის მიზანია რესპონდენტებისაგან დაკრედიტების მიმდინარე და სამომავლო ტენდენციებზე ინფორმაციის მიღება. კერძოდ, კვლევა მოიცავს კითხვებს ფიზიკური და იურიდიული პირების სესხებზე მოთხოვნისა და დაკრედიტების საპროცენტო და არასაპროცენტო პირობების ცვლილებაზე, ასევე კითხვებს ამ ცვლილების გამომწვევი ფაქტორების შესახებ. მათივე ინფორმაციით, კვლევის შედეგების ანალიზის ...

Read More »

„საქართველოს ბანკი“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საგრანტო პროგრამისთვის ფერმერებს თანადაფინანსებას სთავაზობს

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკი ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად სახელმწიფო საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო თანადაფინანსების მიღებას სთავაზობს. „საქართველოს ბანკის” ინფორმაციით, გრანტზე განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ვინც დაინტერესებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენით. „სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გრანტის სახით 70 000 ლარამდე თანხის მიღებაა შესაძლებელი. დარჩენილი თანამონაწილეობის თანხისთვის კი ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს ბანკისგან მოითხოვონ შეღავათიანი აგროკრედიტი ...

Read More »

შოთა ბურჯანაძე – ადამიანები, რომლებიც ჩემს რესტორანში მოვლენ და ვაქცინირებულები არიან, ფასდაკლებას მიიღებენ

„რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ვაქცინირებული სტუმრები პირადად მის რესტორანში ფასდაკლებას, ხოლო ვაქცინირებული თანამშრომლები ხელფასზე დანამატს მიიღებენ. როგორც ბურჯანაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სტუმარი ვაქცინაციის დამადასტურებელი ფურცლის ან სმს-ის წარდგენის შემთხვევაში, ბენეფიტს მიიღებს. „ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, მაგრამ სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის ვაქცინაციისაკენ მოწოდების საჭიროება გახდა საჭირო. ჩემი, პირადად შოთა ბურჯანაძის გადაწყვეტილება და არა „რესტორატორთა ასოციაციის“ გადაწყვეტილება არის, რომ ადამიანები, ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მტირალას პარკის ტერიტორიაზე ტურისტული ობიექტი მოეწყო

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის გაძლიერებისთვის პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ტურისტული ობიექტი მოეწყო. დამსვენებლებისთვის განკუთვნილი სამი კოტეჯი 5 000 კვ.მ- ზეა განთავსებული. ტურისტებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად ეზოში მოწყობილია გასართობი სივრცე (ჰამაკები, საქანელები). სტუმრებს ქართული ტრადიციული კერძებით კი საოჯახო კაფეში უმასპინძლდებიან. „ტურისტების მოზიდვის მიზნით დავიწყეთ თაფლის წარმოებაც, ეზოში 100 მდე ფუტკრის ოჯახი გვყავს. მოთხოვნის ზრდის პარალელურად სჭირო ...

Read More »

„სოკარის“ მარდაჭერით პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ საზაფხული ფაზა ჩატარდა

9 სპორტული ჩემპიონატი 6 დღის განმავლობაში – „სოკარის“ მხარდაჭერით, თერჯოლაში პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ საზაფხულო ფაზა ჩატარდა. ჩემპიონატებში  სამშვიდობო მისიების მონაწილეები, სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები და ომის ვეტერანები ასპარეზობდნენ. მათ საკუთარი ძალები და შესაძლებლობები პეინტბოლის, საბრძოლო ფარიკაობის, მშვილდოსნობის, მჯდომარე ფრენბურთის, მკლავჭიდის, ბოჩას, ნარდის, დომინოსა და ჯოკერის ტურნირებში მოსინჯეს. შეჯიბრებების მონაწილეებმა გამარჯვებები მოიპოვეს, როგორც გუნდურ, ისე – ინდივიდუალურ ...

Read More »