Home » 2021 » August » 09

Daily Archives: August 9, 2021

ირაკლი კოვზანაძე: პანდემიის მიუხედავად სადაზღვევო სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს

„პანდემიის მიუხედავად სადაზღვევო სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს და განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია“- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 2020 წელს მოზიდული სადაზღვევო პრემია, 2019 წელთან შედარებით, 42.3 მილიონი ლარით გაიზარდა და 667,3 მილიონ ლარს შეადგინა. „ძირითადად ზრდა ჯანმრთელობისა და ქონების დაზღვევის მიმართულებით არის. დღეს სადაზღვევო ბაზარზე წარმოდგენილია 18 სადაზღვევო კომპანია ...

Read More »

ლაშა ხუციშვილი – საჯარო მოხელეების ხელფასები პოლიტიკური სპეკულაციების საგანი არ უნდა იყოს – ეს კონკრეტულ ფორმულაზე ან ინდექსაციაზე დაფუძნებული უნდა იყოს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საჯარო სექტორში ხელფასების ზრდის საჭიროებას სექტორის კონკურენტუნარიანობის დაკარგვის საშიშროებით ხსნის და აცხადებს, რომ თუ ასე მოხდება, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები შეფერხდება. როგორც ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საჯარო მოხელეების ხელფასები არ უნდა იყოს ყოველთვის გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და ეს უნდა იყოს კონკრეტულ ფორმულაზე ან ინდექსაციაზე დაფუძნებული. „სამინისტროს 10-წლიან გეგმაში ერთ-ერთი მიმართულება არის ძლიერი ...

Read More »

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღამის კლუბების ფუნქციონირება ღია და დახურულ სივრცეებში კვლავ აკრძალულია და ამ რეგულაციის აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ასევე აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა. “აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში. აღნიშნული რეგულაციის აღსრულება კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება. კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდულია ...

Read More »

თიბისის ფერადი ბარათების რედიზაინი Red Dot Design Award-ის გამარჯვებულია

თიბისის ახალი ვერტიკალური ბარათები ფერადი დიზაინით, რომლის დიზაინის ავტორიც ერეკლე ინაშვილია, საერთაშორისო კონკურსის Red Dot Design Award გამარჯვებულია. მსოფლიოში ცნობილი, ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ერეკლი ინაშვილს კატეგორიაში „ბრენდისა და კომუნიკაციის დიზაინი 2021“ თიბისის ბარათების შექმნისთვის გადაეცა. Red Dot Design Award ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი საერთაშორისო დიზაინ კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ ისეთი ბრენდები, როგორიცაა Google, BMW, Mercedes, ...

Read More »

Global Banking & Finance Review-მ „საქართველოს ბანკს“ Decade of Excellence Banking Group Georgia 2021-ს ჯილდო გადასცა

საერთაშორისო გამოცემა Global Banking & Finance Review-მ საქართველოს ბანკი ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეული სრულყოფილებისთვის “Decade of Excellence”  კატეგორიაში საქართველოში გამარჯვებულ ბანკად დაასახელა. 2011 წლიდან მოყოლებული, Global Banking & Finance Review იმ კომპანიებს ავლენს, რომლებიც ფინანსურ სექტორში ინოვაციებით, მიღწევებით, სტრატეგიითა და პროგრესულობით გამოირჩევიან. გამარჯვებულებს მკვლევართა ჯგუფი რედაქტორთან და გამომცემელთან ერთად ასახელებს. „საქართველოს ბანკისათვის დიდი პატივია „Decade of Excellence 2021“ -ის ჯილდოს ...

Read More »

ვადაგასული გოდოლაძე – სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი თანამდებობაზე მესამე ვადით დარღვევით რჩება

კიდევ რას მოიფიქრებს ზურაბ ჯავახიშვილი? “ბანკები და ფინანსები” ერთი კვირის წინ სკანდალებში გახვეული თეა გოდოლაძის ბიზნესინტერესებზე და მის ბიზნეს-მეწილე ზურაბ ჯავახიშვილზე წერდა. ზურაბ ჯავახიშვილი ამჟამად ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორია გეოფიზიკის მიმართულებით და ამავდროულად ოფიციალურად არის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის კონსულტანტი და ანაზღაურებასაც იღებს. თუმცა, თეა გოდოლაძის ქვეშევრდომობამდე მას ხანგრძლივი, როგორც სამეცნიერო, ასევე ჩინოვნიკური ...

Read More »