Home » 2021 » August » 05

Daily Archives: August 5, 2021

ფინანსთა სამინისტროს 10 წლიანი გეგმის წარდგენისას ახალი პროიორიტეტები გამოიკვეთა

მთავრობის 10 წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილმა სტრატეგიამ ახალი პრიორიტეტები გამოკვეთა. კერძოდ, როგორც ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის მიერ გაკეთებული პრეზენტაციიდან ირკვევა, უწყების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება ფისკალური მდგრადობის შენარჩუნება და  საგარეო მოწყვლადობის შემცირება, რაც შედეგად მოიტანს მდგრად მაკროსტაბილურობას. ამ კონტექსტში, მინისტრმა გრძელვადიან სტრატეგიულ სამიზნე ამოცანად დასახა  2026 წლისთვის მთავრობის წმინდა ვალის შემცირება 45 პროცენტამდე, ხოლო 2030 წლისთვის ...

Read More »

ლაშა ხუციშვილი: ქვეყნის განვითარებისთვის, აუცილებელია საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურება დაუახლოვდეს, კერძო სექტორში იმავე კვალიფიკაციის დასაქმებულის ანაზღაურებას

ქვეყნის განვითარებისთვის, აუცილებელია საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურება დაუახლოვდეს, კერძო სექტორში იმავე კვალიფიკაციის დასაქმებულის ანაზღაურებას -აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციისას. მისი თქმით, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება და ჩვენი მთავარი მიზნის – მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, შეუძლებელია ეფექტური ბიუროკრატიის – მაღალი კვალიფიკაციის მქონე საჯარო მოხელეების გარეშე. „როდესაც ვსაუბრობთ გრძელვადიანი მიზნების მიღწევაზე, აუცილებელია გარკვეული ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ჩვენი მიზანია, 2025 წელს საინვესტიციო რეიტინგის მიღება

ჩვენი მიზანია, 2025 წელს საინვესტიციო რეიტინგის მიღება, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას. როგორც მან აღნიშნა, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც რეგიონში განვითარებული ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, შეძლო რეიტინგების გაუმჯობესება კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით; „ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ფონზე,  ვგეგმავთ საკრედიტო რეიტინგებში წინსვლის აღდგენას. საინვესტიციო რეიტინგი ეს არის გაზრდილი ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი შესაძლებლობა ჩვენი ...

Read More »

ზელენსკი – უკრაინელებმა, რომლებიც თავს რუსებად გრძნობენ, დონბასი უნდა დატოვონ, წავიდნენ და ეძებონ ადგილი რუსეთში

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ ოკუპირებული დონბასის იმ მაცხოვრებლებმა, რომლებიც თავს რუსებად გრძნობენ, უკრაინა უნდა დატოვონ და რუსეთში გადავიდნენ. „ვფიქრობ, თუ ცხოვრობთ ოკუპირებულ დონბასში და თუ ფიქრობთ, რომ „რუსეთთან უნდა ვიყოთ, ჩვენ ვართ რუსები“, დიდი შეცდომაა დონბასში დარჩენა. ეს არასდროს იქნება რუსეთის ტერიტორია. არასდროს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს იქნება ოკუპირებული. ამიტომ, თუ თავს რუსად თვლი, დროა, შენი შვილებისა და ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი: გაუქმდება არაეფექტური შეღავათები და გამოთავისუფლებული რესურსი, მიიმართება უფრო მაღალი ეფექტების მქონე პროგრამების დაფინანსებაზე

10-წლიანი გეგმის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საგადასახადო შეღავათების ეფექტურობაზე და აღნიშნა, რომ დაწყებულია საგადასახადო დანახარჯების დათვლა შეღავათის თითოეული კატეგორიის მიხედვით, რომლის შემდგომი ეტაპი იქნება თითოეული შეღავათის სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასება. განხორციელებული კვლევები არაერთი ქვეყნის მაგალითზე აჩვენებს, რომ საგადასახადო დანახარჯების უმრავლესობა გარკვეულ წილად  ეკონომიკური ზრდისა და სოციალური თანასწორობის ხელშემშლელ ფაქტორად გვევლინება. ჩვენ დავიწყეთ საგადასახადო დანახარჯების დათვლა შეღავათის თითოეული ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი – ჩვენი მიზანია მაღალი ეკონომიკური ზრდა

ჩვენი მიზანია მაღალი ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომდევნო წლებში ქვეყნის მთავარი ამოცანაა: სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა, სოციალური უთანასწორობის შემცირება, დასაქმების მაღალი მასშტაბების მიღწევა და ეკონომიკური კეთილდღეობის მნიშვნელოვნად გაზრდა. მისივე თქმით, ამ მიზნების მისაღწევად, მთავარი გრძელვადიანი ინსტრუმენტია მაღალი ეკონომიკური ზრდა. ამასთან, როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ამგვარი ეკონომიკური ზრდისთვის ...

Read More »

ლაშა ხუციშვილი – მაკროსტაბილურობისთვის გვჭირდება ქვეყნის ფისკალური მდგრადობის შენარჩუნება და საგარეო მოწყვლადობის შემცირება

მაკროსტაბილურობისთვის გვჭირდება ქვეყნის ფისკალური მდგრადობის შენარჩუნება და საგარეო მოწყვლადობის შემცირება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. მან ყურადღება გაამახვილა ბიზნესის როლზე ეკონომიკურ ზრდაში და აღნიშნა, რომ სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოსთვის, აუცილებელია სწორი სტიმულის მიცემა კერძო სექტორისთვის. „გლობალური კრიზისის მიუხედავად, ჩვენ მაკროეკონომიკური სტაბილურობის დაზიანების გარეშე, შევძელით პანდემიაზე სათანადო პასუხის გაცემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკური აღდგენის ...

Read More »

სექტემბერში უკრაინა სავალუტო ფონდისგან 700 მილიონ დოლარს მიიღებს

უკრაინამ შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან სექტემბერში 700 მილიონი დოლარის ტრანში მიიღოს პროგრამის – stand by-ს ფარგლებში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ოლეგ უსტენკომ განაცხადა, ინტერფაქს-უკრაინის სააგენტოსთან კომენტარში. მისივე თქმით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორ კრისტალინა გეორგიევას შორის “უფრო წარმატებული” საუბარი შედგა და სავალუტო ფონდის მისია უკრაინაში, კერძოდ შემოდგომაზე ვიზიტით ჩავა.  

Read More »

ტელეკომპანია „იმედში“ მესაკუთრის ცვლილებაა

ტელეკომპანია „იმედში“ მესაკუთრის ცვლილებაა. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ოჯახმა „იმედის“ საკუთრების უფლება გადასცა „ჰანიველ პარტნერზ“-ის კონტროლირებად კომპანიას. „გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენმა ოჯახმა ტელეკომპანია „იმედის“ საკუთრების უფლება გადასცა „ჰანიველ პარტნერზ“-ის (Hunnewell Partners) კონტროლირებად კომპანიას. ტრანზაქცია დასრულდა 2021 წლის აგვისტოში, რასაც წინ უძღოდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მხრიდან თანხმობის მიღება. გარიგების პირობებით, მედიაჰოლდინგ „იმედის“ მფლობელი კომპანია „ჯორჯიან მედია ...

Read More »

„6 თვის განმავლობაში 12,8%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რამაც საშუალება მოგვცა 1,2 მლრდ ლარით გაგვეზარდა ბიუჯეტი“

ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. აპრილში ჩვენ გვქონდა 45%-იანი ზრდა, მაისში ეს მაჩვენებელი 25,8% ხოლო ივნისში – 18,7% იყო. ჯამში, 6 თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა 12,8%-ია, ამან მოგვცა საშუალება, ბიუჯეტის კორექტირება მოგვეხდინა და 1,2 მლრდ ლარით გავზარდეთ წლევანდელი ბიუჯეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საგარეო ვალის ნიშნული ...

Read More »