Home » 2021 » August » 04

Daily Archives: August 4, 2021

ნათია თურნავა – ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ფრონტერა“, როგორც ამერიკული ბიზნესი და ძალიან მალე, დარწმუნებული ვარ, ურთიერთშეთანხმებას მივაღწევთ

რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, მინდა მოვუწოდო იმ არხებს, რომლებიც მალ-მალე იტაცებენ ასეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, აუცილებლად შეამოწმონ, ვინ არიან მათი რესპოდენტები, რათა არ აღმოჩნდნენ ისეთივე უხერხულობაში, როგორც დღეს, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამერიკული კომპანიის „ფრონტერას“ ყოფილი მენეჯერის სახელით გაკეთებულ ბრალდებას, თითქოს საქართველოს მხარე „ფრონტერას“ საქმიანობაში ხელს უშლის. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მხარეს „ფრონტერასთან“ საარბიტრაჟო დავა ნამდვილად ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქობულეთში მოცვის პლანტაციები გაშენდა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად ბანკის ფინანსური ჩართულობით ქობულეთში, დაბა ოჩხამურში, 17ჰა-ზე მოცვის პლანტაციები გაშენდა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 1.100.000 ლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი – 473.500 ლარს შეადგენს.  ბიზნესისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი მოცვის ნერგების შეძენა/გაშენებასა და სამაცივრე მეურნეობის მოწყობას მოხმარდა. კოოპერატივს განხორციელებული ინვესტიციის შედეგად 40 ტონამდე მოსავალი მოყავს, რომლის რეალიზაციასაც როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საზღვარგარეთ ახდენს. მოცვზე გაზრდილი ...

Read More »

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ახლობლებთან დაკავშირებული კომპანიების სარგებელმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 2011-2021 წლებში 13 მლნ ლარზე მეტი შეადგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, აჭარის მუნიციპალიტეტების (ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო) მაჟორიტარი დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის, მისი ოჯახის წევრების და ახლო წრის წარმომადგენელთა ბიზნესსაქმიანობა არაერთ კითხვას აჩენს კორუფციის რისკებთან, ნეპოტიზმთან და დეპუტატის მანდატის არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან დაკავშირებით. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ანზორ ბოლქვაძის ოჯახის წევრების, მისი ნათესავებისა და ახლო გარემოცვის პირებთან დაკავშირებული კომპანიების სარგებელმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 2011-2021 წლებში ...

Read More »

მსჯავრდებული სტუდენტებისთვის ციფრული უნივერსიტეტი შეიქმნება

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, მსჯავრდებული სტუდენტებისთვის ციფრული უნივერსიტეტი დაარსდება. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ინოვაციური იდეა უნივერსიტეტებისთვის ელექტრონული პლატფორმის შექმნას მოიაზრებს, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე სტუდენტებს ციფრულ მომსახურებას შესთავაზებს. მსჯავრდებულებისთვის ციფრული უნივერსტეტის შექმნაზე რატი ბრეგაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, ციფრული უნივერსიტეტი გაზრდის პატიმრებში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას და დაინტერესებას, რაც ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას. „უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ციფრული უნივერსიტეტი ...

Read More »

“სუფთა სინდისით ვამბობ, რომ 1989 წელს, თბილისში მიტინგის დარბევის გადაწყვეტილება ჩემს ზურგს უკან მიიღეს”

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვი, ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა globalaffairs.ru-სთვის მომ­ზა­დე­ბულ ვრცელ სტა­ტი­ა­ში, რო­მე­ლიც ქვე­სა­თა­უ­რე­ბად არის და­ყო­ფი­ლი, ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად ჰყვე­ბა იმ ეტა­პებ­ზე, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ამ რღვე­ვის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი­დან დაშ­ლამ­დე გა­ი­ა­რა. “გორ­ბა­ჩო­ვის აღ­სა­რე­ბა” – ასე უწო­დეს მა­სა­ლას ად­გი­ლობ­რივ­მა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებ­მა, რო­მელ­თა ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი არ უნდა დაშ­ლი­ლი­ყო, რად­გან იმ წლებ­ში ყვე­ლა ძმუ­რად და ბედ­ნი­ე­რად, შიდა შუღ­ლი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბის გა­რე­შე ცხოვ­რობ­და. სხვე­ბის მო­საზ­რე­ბით, “საბ­ჭო­თა სის­ტე­მა თა­ვი­დან­ვე ...

Read More »

„სრულიად მსოფლიოდან მივესალმებით ინვესტიციებს, განსაკუთრებით კი დასავლურ, აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებიდან”

“სრულიად მსოფლიოდან მივესალმებით ინვესტიციებს, განსაკუთრებით კი დასავლურ, აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებიდან წამოსულ ინტერესს, რადგან ამას მოყვება არა მხოლოდ ფული, ასევე დასავლური კულტურა”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გადაცემაში “ბიზნესპარტნიორის ოთხეული” განაცხადა. “აღსანიშნავია, რომ ბიზნესი ვითარდება არა მარტო საკუთარი რესურსით, არამედ მოზიდული ინვესტიციებით. სრულიად მსოფლიოდან მივესალმებით ინვესტიციებს, განსაკუთრებით კი დასავლურ, აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებიდან წამოსულ ინტერესს, რადგან ამას მოყვება ...

Read More »

კობა გვენეტაძე: ამ ეტაპზე სავალუტო ინტერვენციის აუცილებლობა არ არის, გავაგრძელებთ აუცილებლობის მიხედვით

“მინდა დავადასტურო, რომ ეროვნული ბანკი ყოველთვის მზად არის, რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში ინტერვენციებისათვის. ჩვენ გავაგრძელებთ ინტერვენციებს აუცილებლობის მიხედვით”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, ინტერვენციების მიზანი ვერ იქნება კურსის კონკრეტულ დონეზე შენარჩუნება. “შარშან 916 მილიონი გავყიდეთ, წელსაც დაახლოებით 260 მილიონი გვაქვს გაყიდული. მინდა დავადასტურო, რომ ეროვნული ბანკი ყოველთვის მზად არის, რა თქმა ...

Read More »

„დაიწყე კარიერა თეგეტაში“ – სამსახურის მაძიებლებმა ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ

„თეგეტა მოტორსის“ დასაქმების პროექტი – „დაიწყე კარიერა თეგეტაში“ გრძელდება. კომპანიაში დასაქმების მსურველების რეგისტრაცია 7 აგვისტოს დასრულდება. შერჩეული კანდიდატები ახალ პროფესიას თეგეტა აკადემიაში დაეუფლებიან და შეძლებენ, ჩაერთონ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში. პროექტის ფარგლებში აკადემიაში სწავლა 15 აგვისტოს დაიწყება. ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით შერჩეული კანდიდატები ინტენსიურ თვენახევრიან თეორიულ კურსს გაივლიან, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც პრაქტიკულ სწავლებას დაიწყებენ. ამ პერიოდში შეიძენენ საბაზისო ცოდნას ...

Read More »

კობა გვენეტაძე – ინფლაცია უკვე გლობალური ფენომენია და აღარ არის რომელიმე ერთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესი

ზოგადად, როდესაც ინფლაციაზე ვსაუბრობთ, ეს უკვე გლობალური ფენომენია, აღარ არის რომელიმე ერთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესი, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ. გვენეტაძის თქმით, სამეზობლოში ინფლაცია არის გაცილებით მაღალი, ვიდრე ეს პროგნოზირებული იყო. „თუ შევხედავთ აშშ-საც, იქაც ინფლაცია დაახლოებით 2-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მიზნობრივი მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, ეს ნიშნავს იმას, რომ არის გლობალური პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და არის გლობალური ...

Read More »

თბილისში საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ღამის საათებში, 22:00 საათიდან 06:00 საათამდე გაიტანენ

თბილისში საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ღამის საათებში, 22:00 საათიდან 06:00 საათამდე გაიტანენ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს პროექტი საპილოტედ მხოლოდ ცენტრალურ უბნებში განხორციელდა და საკმაოდ წარმატებითაც. “გვინდა, ამ პროექტის განხორციელება მთელი ქალაქის მასშტაბით დავიწყოთ. “თბილსერვის ჯგუფი“ უკვე მთლიანად მომზადებულია,ავტომობილები ყველანაირად გადაწყობილია ახალი სისტემისთვის“. არის ისეთი ქუჩები, რომლებიც დღის განმავლობაში საჭიროებენ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას. შესაბამისად, აქაც ისეთი დროებია ...

Read More »