Home » 2021 » August » 03 (page 2)

Daily Archives: August 3, 2021

„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების ვაქცინაცია მიმდინარეობს

„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების ვაქცინაცია მიმდინარეობს. აცრის მსურველები დარეგისტრირდნენ და მათი ვაქცინაცია ერთ ლოკაციაზე მიმდინარეობს. „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ საკმაოდ ბევრი მსურველია და ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად წარიმართება. რკინიგზელებს პირველი დოზით აცრა მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში ჩაუტარდებათ. „თანამშრომლები ვაქცინაციის პროცესისადმი ნდობას გამოხატავენ და აცხადებენ, რომ პანდემიის პერიოდში აცრის გაკეთება საუკეთესო გამოსავალია, რომელიც სიკვდილიანობას და ვირუსის მიმდინარეობის სირთულეს მინიმუმამდე ამცირებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Read More »

კომპანია „სოკარი“ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ რეპორტაჟს ეხმაურება

კომპანია „სოკარი“ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ რეპორტაჟს ეხმაურება. კომპანია „სოკარის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ რეპორტაჟს. 2 აგვისტოს, „ტვ პირველის“ საინფორმაციო გამოშვებაში კომპანია „სოკარი“ ნახსენები იყო აზერბაიჯანელი ბლოგერის, ჰუსეინ ბაკიხამოვის საქმესთან დაკავშირებით. ჟურნალისტი მძიმე ბრალდებითა და კითხვებით მივიდა კომპანიის სათავო ოფისში და დაცვის სამსახურს „სოკარის“ ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა სთხოვა. თუმცა, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მას არ ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ლიტერატურული კამპუსები“ მოეწყობა

საქართველოს ბანკისა და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობის ფარგლებში  სტუდენტებისთვის ლიტერატურისა და კინოს თემაზე სტუდენტური კამპუსები მოეწყობა. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიცნონ ქართველი მწერლები და რეჟისორები, მათთან ერთად ისაუბრონ ლიტერატურაზე, კინოსა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვა სფეროებზე. გარდა ამისა, დღის განმავლობაში დაგეგმილი შემეცნებითი აქტივობებისას განივითარონ დებატების წარმართვის, გუნდურად მუშაობის, ლიდერობისა და კრიტიკულად აზროვნების უნარები.  ასევე, ნახონ  ფილმები,  ჩაერთონ მათ განხილვაში; შეიძინონ ...

Read More »

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 აგვისტოდან ეროვნული ბანკის მესამე ვიცე-პრეზიდენტის ადგილს ნიკოლოზ გაგუა დაიკავებს. ნიკოლოზ გაგუა ეროვნულ ბანკში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის მიმართულებას უხელმძღვანელებს. ნიკოლოზ გაგუა, ეკატერინე მიქაბაძესთან და ეკატერინე გალდავასთან ერთად, როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრები პარლამენტმა გასულ კვირას აირჩია. საბჭოს წევრთა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კანდიდატურები პარლამენტს სქართველოს პრეზიდენტმა წარუდგინა. ნიკოლოზ გაგუა ბოლო წლების განმავლობაში ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტს ...

Read More »

საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 11.9% შეადგინა

2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9 პროცენტი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.4 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.3 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ...

Read More »