Home » 2021 » August » 02

Daily Archives: August 2, 2021

გიორგი აბრამიშვილი – რუსული „რბილი ძალის“ ხაზი სწორედ იმ გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისიაზე გადის, რომლის მედიაციაში ჩართულობასაც მოითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის დირექტორი გიორგი აბრამიშვილი ენერგეტიკის სექტორის პრობლემებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წამოყენებულ ულტიმატუმებს აფასებს. როგორც აბრამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ნამახვანის საკითხის ირგვლივ მედიაციის პროცესში ჩართულმა არასამთავრობოებმა, წამოაყანეს ულტიმატუმი იმის თაობაზე, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტი აუცილებლად უნდა წარმოადგინოს „ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისიამ” – (Netherlands Comission for Enviromental assesment). მისივე თქმით, რუსული „რბილი ძალის“ ხაზი სწორედ ...

Read More »

სოკოს საწარმო „თეთრ ქუდს“ წარმოების უფლება შეუჩერდა

რუსთავთან მდებარე სოკოს მწარმოებელ კომპანია „თეთრ ქუდს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს შემოწმების შედეგად, წარმოების უფლება დაუყოვნებლივ შეუჩერდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ნინო ლაცაბიძის ბიურო ავრცელებს. მათივე ცნობით, საწარმო კომპოსტირების პროცესს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე ახორციელებდა. „რუსთავის მოსახლეობას სოკოს საწარმოდან გაუსაძლისი სუნი წლების განმავლობაში აწუხებდა, რაც ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ძირითად პრობლემად იქცა. ამ საკითხზე რეაგირების მიზნით, რამდენიმე დღის წინ სოკოს საწარმოს საქართველოს ...

Read More »

უკრაინაში სხვადასხვა ტიპის სიგარეტის გაყიდვა მკაცრად შეიზღუდება

როგორც გამოცემა obozrevatel.com წერს, უკრაინაში სხვადასხვა სუნის მქონე სიგარეტების, ასევე ნებისმიერი აალებადი და ელექტრონული სიგარეტის გაყიდვა სუპერმარკეტებსა და სასურსათო მაღაზიებში აკირძალება. აიკრძალება ასევე ასეთი ტიპის პროდუქციის რეკლამირებაც. შესაბამისი კანონპროექტები უკვე განიხილება უმაღლეს რადაში. ექსპერტები მხარს უჭერენ თითქმის ყველა დოკუმენტს, თუმცა მათ უფრო მეტად დამუშავებას მოითხოვენ. დეპუტატები ელექტრონული სიგარეტისა და ელექტრონული სითხეების რეკლამის აკრძალვის იციატივით გამოდიან შემდგომ ობიექტებში: რადიოსა და ტელევიზიაში; ...

Read More »

„მთავრობამ ცოტა მაინც წამიკრას ხელი – 4-5 თვეა შუაზე ვიხევი, რომ ხელმისაწვდომ ფასებზე ორიენტირებული კლინიკა და აფთიაქი გავხსნა“

ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე აცხადებს რომ ძალიან სურს საქართველოში ბიუჯეტური კლინიკა და აფთიაქი გახსნას, სადაც მოქალაქეებს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიღება და მედიკამენტების შეძენა იაფად შეეძლებათ. ღოღობერიძე ხაზს უსვამს რომ თუკი სახელმწიფოში პოლიტიკური ნება იქნება შესაძლებელია როგორც წამლების, ისე სამედიცინო დახმარების მომსახურებაზე ფასების დაწევა. „პრემიერმა თქვა, ზოგიერთ მედიკამენტზე ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი 300-400%-ო. აი, 4-5 თვეა შუაზე ვიხევი, რომ ხელმისაწვდომ ...

Read More »

გიგა ზედანიამ „სეისმური მონიტორინგის ცენტრის“ გამჭვირვალობის პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაჭრას – არჩილ კაიკაციშვილი

„სეისმურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და დაინტერესებული მეცნიერებისა თუ პოტენციური ინვესტორებისთვის ის, პრაქტიკულად, დახურულია“, -ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე არასამთავრობი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების ასოციაციის“  ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა. აღნიშნული პრობლემის გადაჭრისკენ მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგა ზედანიას მოუწოდა. სწორედ ილიუნის ერთეულია „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი“, რომელიც  ფლობს და ამუშავებს სეისმურ მონაცემებს. პრობლემის ირგვლივ და იმასთან დაკავშირებით, ...

Read More »

ნათია თურნავა: ის დარგები, სადაც გვაქვს პოტენციალი, რომ მეტად განვავითაროთ ექსპორტი, მიიღებენ კომბინირებულ დახმარებას

ნათია თურნავამ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ შესული ცვლილებების დეტალები განმარტა. ამ თემაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქცენტი ადგილობრივი წარმოების გაძლიერებაზე გააკეთა. „ის დარგები, და ასეთი არის დაახლოებით 60-მდე დარგი, სადაც გვაქვს პოტენციალი რომ უფრო მეტად განვავითაროთ ექსპორტი და ექსპორტი ჩვენი სავალუტო შემოსავალი არის, ჩვენი ეკონომიკის, ლარის სიძლიერე არის, ან ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციაში შევიდეთ იმპორტულ ანალოგიურ ...

Read More »

ნათია თურნავა – გვინდა ვიყოთ იდეალურები, თუმცა განვითარებულ ტურისტულ ბაზრებზეც ხდება კრიმინალური შემთხვევები

საქართველო, როგორც იყო სტუმართმოყვარე და მშვიდობიანი ქვეყანა, ისევ ესე რჩება – გაცილებით უფრო განვითარებულ ტურისტულ ბაზრებზეც, სამწუხაროდ, ზოგჯერ ხდება კრიმინალური შემთხვევები. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საფრთხე მინიმუმამდე დავიყვანოთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო კორონავირუსის მიუხედავად, კვლავაც რჩება ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ ბაზრად. „ჩვენ შეგრძნებების და სტატისტიკის დონეზე ვხედავთ, რომ საქართველო კორონავირუსის მიუხედავად, ...

Read More »

მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის სესხის სუბსიდირება 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება, სესხის ოდენობა კი 200 000 ლარამდე იქნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის სუბსიდირება 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება. როგორც თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სესხის ოდენობა 200 000 ლარი იქნება და სახელმწიფო თანადაფინანსებას 5 წლის განმავლობაში განახორციელებს. მისივე ინფორმაციით, ახალშეძენილი შვილის მქონე ოჯახებისთვის თანადაფინანსება სესხის პროცენტის ნახევარი იქნება, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის – 2/3. „პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ბოლო წლების ...

Read More »

„წინა ხელისუფლების დროს პენსიონერებისთვის საბანკო სესხის პროცენტი 100% -120%-ს შეადგენდა, ახლა არის 35%, მაგრამ საკმარისი არაა, კიდევ უნდა დაიწიოს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პენსიონერებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთმა, რომელიც ახლა, დაახლოებით, 35%-ს შეადგენს, კიდევ უნდა დაიწიოს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისი განმარტებით, ამ მიზნით შეიქმნა უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისია, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს. „პარლამენტში დაისვა საკითხი, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს პენსიონერებს, ეს არის მაღალი საპროცენტო განაკვეთები. ჩვენ ამის თაობაზე გავმართეთ არაერთი შეხვედრა, მეც მქონდა პირადად ბანკის ხელმძღვანელობასთან საუბარი და შევთანხმდით, ...

Read More »

პარლამენტში შეიქმნა ეთნიკურად აზერბაიჯანელთა საინიციატივო ჯგუფი, რომელთაც საკუთარი თავდაპირველი გვარების აღდგენა სურთ

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს მხარი დაუჭირა. როგორც საინიციატივო ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული, საინიციატივო ჯგუფი იქმნება საქართველოს აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეების მიერ, რომელთაც სურთ საკუთარი თავდაპირველი, ავთენტური გვარების აღდგენა და არაავთენტური სუფიქსების (ოვ, ევ და ა.შ.) ჩამოშორება, რისთვისაც საჭიროა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელთა თქმით, ისინი აპირებენ, შესაბამისი საკანონმდებლო წინადადების მომზადებასა ...

Read More »