Home » 2021 » August

Monthly Archives: August 2021

თეა გოდოლაძის ცენტრი მაგნიტუდა 3-ის ქვემოთ მონაცემს არც საგანგებო სიტუაციების სამსახურს აწვდის, რაც შეგნებული მავნებლობაა – „ახალგაზრდა ადვოკატები“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, მაგნიტუდა 3-ის ქვემოთ მონაცემებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ საგანგებო სიტუაციების სამსახურს არ აწვდის, რაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მოვალეობის შესრულებაზე, ცენტრის მხრიდან შეგნებული მავნებლობაა. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, საგანგებო სიტუაციების სამსახურთან წარმოებული კომუნიკაციის შედეგად დგინდება, რომ სახელმწიფო ...

Read More »

პრემიერს თუ დავუჯერებთ სოციალური ფონის შერბილება შეუძლიათ – მაშინ რატომ არ აკეთებენ ამას?! – პაატა ბაირახტარი

““ე.ი. პრემიერ მინისტრმა დღეს ძალიან საინტერესო რამ თქვა. ევროკავშირისგან 75 მლნ სესხს აღარ ავიღებთ, ვინაიდან ამის საჭიროება აღარაა, ეკონომიკის გაჯანსაღებით ბიუჯეტში მილიარდი ლარის მობილიზებას ვახდენთო”,  – ამის შესახებ ეკონომისტი, გადაცემა “საქმეს” წამყვანი, პაატა ბაირახტარი სოციალურ ქსელში წერს. ბანკები და ფინანსები ბაირახტარის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ე.ი. პრემიერ მინისტრმა დღეს ძალიან საინტერესო რამ თქვა. ევროკავშირისგან 75 მლნ სესხს აღარ ავიღებთ, ვინაიდან ამის ...

Read More »

საქართველოს ბანკი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად შეღავათიანი აგროკრედიტების გაცემას იწყებს

მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ფარგლებში, საქართველოს ბანკი სექტემბრიდან ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად შეღავათიანი აგროკრედიტების გაცემას იწყებს. ტექნიკის ღირებულების ნაწილს კი სახელმწიფო დაფარავს. 50 მლნ-იანი ფერმერების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა ტრაქტორის, კომბაინის ან რაიმე სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად 1 ბენეფიციარზე 70 000 ლარამდე გრანტის გაცემას ითვალისწინებს. სესხის მაქსიმალური ვადა 48 თვეს შეადგენს. 50 000 ლარამდე თანხა უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა, 50 000 ...

Read More »

რა პროცენტში შეუძლიათ სესხის აღება 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ქართულ ბანკებში

არჩევნების მოახლოების პარალელურად, ე.წ. საპენსიო სესხების საკითხი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში კვლავ გააქტიურდა. გამოითქვა არაერთი მოსაზრება არაუზრუნველყოფილი სესხების საპროცენტო განაკვეთებთან და მისი შემცირების პერსპექტივასთან დაკავშირებით. დაიწყო მსჯელობა იმაზეც, თუ რამდენად მისაღებია ის საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც „ლიბერთი ბანკი“ სთავაზობს სესხებზე პენსიონერებს. პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით შეიქმნა საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისია, რომელიც იმუშავებს სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის, სოციალური პაკეტების, ...

Read More »

„ივლისის თვის ეკონომიკური ზრდა ნიშნავს, რომ კვლავინდებურად ეკონომიკური გამოცოცხლება, გაჯანსაღება, განვითარება გრძელდება“

ივლისის თვის ეკონომიკური ზრდა ნიშნავს, რომ კვლავინდებურად ეკონომიკური გამოცოცხლება, გაჯანსაღება, განვითარება გრძელდება, რაც გვაძლევს რწმენას, რომ წლის ბოლომდე გვექნება საკმაოდ კარგი მაჩვენებელი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ივლისის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი 9.9 პროცენტია. „დღეს დილით გამოქვეყნდა ივლისის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, საკმაოდ მაღალი – 9.9 პროცენტი. ამდენით არის გაზრდილი 2021 წლის ივლისში ეკონომიკა ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები ეკონომიკის აღდგენის სწრაფი ტემპების შედეგია

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2021 წლის ივლისში, წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 9.9 პროცენტი შეადგინა. ივლისში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ფონზე იანვარ-ივლისის ზრდის ტემპმა 12.2 პროცენტი შეადგინა. ეკონომისტ ანდრია გვიდიანის შეფასებით, ეკონომიკის ასეთი ტემპით აღდგენის ტემპი ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია. “ეკონომიკური ზრდის კუთხით, საქართველო ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა. კერძოდ, მიმდინარე წლის ეკონომიკის გაჯანსაღების ფონზე, წელს ეკონომიკის ზრდა სხვადასხვა მონაცემების მიხედვით 8%-ის ფარგლებში იქნება. თავის ...

Read More »

„გვაქვს კარგი შანსი გავხდეთ ქვეყანა, რომელიც ყველაზე სწრაფად დაიბრუნებს პანდემიამდე ეკონომიკურ მდგომარეობას“

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 9.9 პროცენტი, ხოლო იანვარ-ივლისის საშუალო წლიური ზრდის ტემპმა 12.2 პროცენტი შეადგინა, რაც არა თუ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეკონომიკის ექსპერტის გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, იანვარ-ივლისში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა აჭარბებს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებსაც. „საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 7.7 პროცენტამდე გაზარდა, ხოლო ...

Read More »

საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. „როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით. მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვტილებები მიიღო. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ. ცნობისთვის, ტრანსპორტის მუშაობა 4 ...

Read More »

2021 წლის ივლისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 230 ათას გადააჭარბა

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2021 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხდა, 2021 წლის ივლისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 230 ათას გადააჭარბა. „ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში. რა თქმა უნდა, აქ გასათვალისწინებელია საბაზისო ეფექტიც. თუმცა, აღსანიშნავია, რომ შემოსავლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია. გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების მიერ ...

Read More »

არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – კალაძემ რაც შეეძლო გააკეთა, მე უკეთესი შემიძლია – ქართველების სიძე ვარ, სიძემ ქვეყნისთვის რამე ხომ უნდა გააკეთოს?

კალაძე კარგი ადამიანია, რაც შეეძლო გააკეთა. მე უკეთესი შემიძლია ის, რაც მოსახლეობას სჭირდება. ხალხს აქ სამსახური სჭირდება, მომავლის იმედი არ აქვთ, შემიძლია ეს პრობლემა მოვუგვარო, – ამის შესახებ პარტია „ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუმ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. მისივე თქმით, ქუჩაში ფეხით გადაადგილდება და საზოგადოების პრობლემებს კარგად იცნობს. „დარწმუნებული ვარ, ამ ქალაქისთვის ბევრის გაკეთება შემიძლია. ხალხს აქ ...

Read More »