Home » 2021 » July (page 8)

Monthly Archives: July 2021

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მწერალთა გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამა გამოცხადდა

საქართველოს ბანკისა და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა კვლავ გრძელდება. ამჯერად პროექტის ფარგლებში თბილისის და ლა-კორუნიას (ესპანეთი) სამწერლო რეზიდენციების ერთობლივ სარეზიდენციო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში, ქართველი ავტორი მიმდინარე წლის სექტემბერში, 2 კვირით ესპანეთში, ლა-კორუნიაში გაემგზავრება, ხოლო ესპანელი ავტორი კი მწერალთა სახლის რეზიდენციაში იცხოვრებს და იმუშავებს. „პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერება და ქართველი ავტორების ...

Read More »

„რიონის ხეობის მცველები“ მედიაციის პროცესში მიღწეულ შეთანხმებებს არ ასრულებენ

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის დირექტორი, გიორგი აბრამიშვილი, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ნამახვანჰესის თემზე ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ჩრთულობით მიმდინარე მედიაციის პროცესს აფასებს. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა რომ მედიაციის პროცესში შედგა კონკრეტული გეგმა და შეთანმხმება, მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ მხრიდან მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება არ ხდება, რითაც საფრთხეს უქმნიან როგორც მედიაციის პროცესს, ასევე ქვეყნის ეკონომიკას, ენერგოდამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:  „დიდი ...

Read More »

რა უნდა ვიცოდეთ, რომ არ გავხდეთ ფიშინგის მსხვერპლი

„ბანკები და ფინანსები“ გაფრთხილებთ და მოგიწოდებთ, – გამოიჩინეთ ყურდღება და არ გახდეთ ფიშინგის მსხვერპლი. ფიშინგი – ეს არის პირადი ინფორმაციის თაღლითური გზით მოპოვება. ფიშინგი კიბერდანაშაულია, რომლის დროსაც კონკრეტულ პირს ან ორგანიზაციას კიბერთაღლითის მხრიდან ეგზავნება შეტყობინება ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, სოციალური ქსელით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან სხვა ფორმით, იმისთვის, რომ მომხმარებელს მოტყუების გზით პირადი მონაცემები გამოსძალოს. კიბერთაღლითები მოპოვებულ ინფორმაციას სხვადასხვა ფორმით იყენებენ ...

Read More »

კონკურენციის სააგენტომ „საქაერონავიგაციის“ სატენდერო პირობების მოკვლევა დაიწყო

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგის” საჩივარი დასაშვებად ცნო და შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის მოკვლევა დაიწყო. საკითხი შეეხება – სადაზღვევო მომსახურების შეძენის მიზნით გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერში მოპასუხის მიერ შემუშავებული სატენდერო პირობების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას. კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელსაც საქმის მოკვლევის წარმოება დაევალა. ...

Read More »

ივნისში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2.57%-ით გაიზარდა, უცხოური ვალუტით კი, 3.64%-ით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2021 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 318.79 მლნ ლარით, ანუ 0.81%-ით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის 39.21 მლრდ ლარი შეადგინა. ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 464.05 მლნ ლარით, ანუ 2.57%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 782.84 მლნ ლარით, ანუ 3.64%-ით შემცირდა. ამასთან, ...

Read More »

ივლისში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 887 მილიონი ლარით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი ივლისისთვის 34.53 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 887.45 მლნ ლარით, ანუ 2.51%-ით ნაკლებია პირველი ივნისისათვის არსებულ მაჩვენებელზე. ანგარიშის თანახმად, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 746.45 მლნ ლარით, ანუ 4.44%-ით შემცირდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 141.01 მლნ ლარით, ანუ 0.76%-ით შემცირდა. ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე ...

Read More »

„ფილიპ მორისის“ აღმასრულებელი დირექტორი სიგარეტის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა

„ფილიპ მორისის“ აღმასრულებელი დირექტორი, იაცეკ ოლჩაკი სიგარეტის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. ის ამბობს, რომ პროდუქტი უნდა განიხილებოდეს, როგორც ბენზინზე მომუშავე მანქანები, რომელიც 2030 წლიდან იკრძალება. როგორც გამოცემა „გარდიანი“ წერს, თამბაქოს ბიზნესის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბიზნესმენმა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას მოუწოდა, რომ ათ წლიან ინტერვალში სიგარეტი აკრძალოს. იაჩეკ ოლჩაკის განცხადებით, კომპანია „ფილიპ მორისი“ „სამყარო სიგარეტის გარეშე ხედავს… და სინამდვილეში, რაც უფრო მალე მოხდება, მით ...

Read More »

თეგეტა მოტორსის ვაკის ფილიალის სამუშაო საათები გაიზარდა!

იმისათვის, რომ ავტომობილი კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულად გამართოთ, თეგეტას ვაკის ფილიალი გაზრდილი სამუშაო საათებით მოგემსახურებათ. თქვენი ავტომობილისთვის საჭირო სწრაფი სერვისების მიღება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ახლა უკვე 09:30-დან 21:00 საათამდე შეგიძლიათ, შაბათს 09:30- 18:30 საათამდე, კვირას კი 09:30-18:00 საათამდე. გაზრდილ სამუშაო საათებთან ერთად, თეგეტა მომხმარებელს ვაკის ფილიალში სპეციალურ პირობებს სთავაზობს, იმ შემთხვევაში თუ ფილიალს გაზრდილ სამუშაო საათებში 18:30-21:00 პერიოდში ეწვევით ...

Read More »

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა ახალი საკოლექციო მონეტა გამოუშვა

დედამიწის დღესთან დაკავშირებით და აქტუალური გარემოსდაცვითი საკითხების ხაზგასასმელად, ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტა გამოუშვა. ბანკი მონეტის რეალიზაციას 27 ივლისიდან დაიწყებს. საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა. მონეტის დიზაინი იაპონიის ზარაფხანის სახელით ონუკი ნაოჰიკოს მიერ მომზადდა. მონეტა სლოვაკეთის ზარაფხანაში 1500-იანი ტირაჟით მოიჭრა. მონეტის ფასი 100 ლარია და მისი შეძენა 27 ივლისის 10:00 საათიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ონლაინმაღაზიის საშუალებით, ხოლო 30 ივლისიდან ...

Read More »

1-ლი მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით საქართველოდან 16 მილიონ 9 ათასი აშშ დოლარის ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით საქართველოდან 16 მილიონ 9 ათასი აშშ დოლარის ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 6.3 ათასი ტონით, ხოლო ღირებულება – 5 მილიონ 9 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა. ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთსა (11,935) და სომხეთში (5,872 ...

Read More »