Home » 2021 » July (page 40)

Monthly Archives: July 2021

სემეკი-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, ივლისში მომხმარებლები ელექტროენერგიის ორ ქვითარს მიიღებენ

სემეკი-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის სალომე ჯანელიძის განცხადებით, ივლისის თვეში მომხმარებლები ელექტროენერგიის ორ ქვითარს მიიღებენ. როგორც მან „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა, მომხმარებლები ერთ ქვითარს მიიღებენ კომპანია „თელასისგან“ 1 ივლისამდე დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის, ხოლო მეორეს – „თელმიკოსგან“, 1-ელი ივლისის შემდეგ დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს. მისივე თქმით, ივნისის დავალიანება მომხმარებლებმა „თელასს“ უნდა გადაუხადონ, ხოლო უკვე ივლისის თვის დავალიანება დაფაროს „თელმიკოსთან“. „ყველა მომხმარებელს უნდა ესმოდეს, რომ მათ ...

Read More »

ევროპის საინვესტიციო ბანკმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებისათვის საქართველოს 106.7 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკავშირის ბანკი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ორი მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს, რომლითაც ავტომაგისტრალი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებამდე გაგრძელდება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ინვესტიცია გაზრდის საგზაო უსაფრთხოებას იმ საავტომობილო გზის 388 კმ სიგრძის მონაკვეთზე, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან საგზაო არტერიას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მათივე ცნობით, ევროკავშირის ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ძირითადი დარგებისა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ზომების მხარდასაჭერად უკვე დაახლოებით 2 მილიარდი ევროს ინვესტიცია ...

Read More »

ჰონგ-კონგთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

ჰონგ-კონგთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. დღეიდან ძალაში შევიდა  “საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ-კონგს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ”  შეთანხმება. შეთანხმება ეფუძნება შემოსავლებსა და კაპიტალზე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2017 წლის სამოდელო საგადასახადო კონვენციით გათვალისწინებულ საერთაშორისო სტანდარტებს და მიზნად ...

Read More »

„საქმიანი ეზოებიდან“ მოსახლეობის მიერ საშეშე მერქნის შეძენაზე სრულად გადასვლა 2023 წლიდან იგეგმება

„საქმიანი ეზოებიდან“ მოსახლეობის მიერ საშეშე მერქნის შეძენაზე სრულად გადასვლა 2023 წლიდან იგეგმება. ტყის ახალი კოდექსის და სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან სიახლეს მერქნული რესურსით ორგანიზებული სარგებლობა წარმოადგენს. მერქნული რესურსით სარგებლობის სწორი განვითარება, რაც მოიცავს ხე-ტყის დამზადებასა და მასთან დაკავშირებულ დამატებით ღირებულებებს, როგორიცაა ხე-ტყის ნარჩენით ბიომასისა თუ სხვა პროდუქტების წარმოება, ასევე, ხე-ტყის მეორადი გადამუშავება, მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს მერქნის ლეგალური ბაზრის ჩამოყალიბებას, ადგილობრივი მცირე ...

Read More »

ჭარაია: ტურიზმს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა მინიმუმ ზაფხულის თვეების განმავლობაში უზრუნველყოს დამატებითი მუხტი ქართული ეკონომიკისათვის

-4.5-პროცენტიანი პირველი კვარტლის შემდგომ, ქართულმა ეკონომიკამ შეძლო კოვიდ პანდემიით გამოწვეული სირთულეების გადალახვა და აპრილ-მაისში საშუალოდ 35 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ჩვენება, რაც პირველი 5 თვის ჭრილში 11.5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას უდრის. ამ პოზიტიურ შედეგში ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ქართული პროდუქციის ექსპორტის ურყევი ზრდა, მიუხედავად ყველანაირი გლობალური სირთულეებისა, – განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელმა ვახტანგ ჭარაიამ. მისი თქმით, საქართველო შეძლებს პოლიტიკური სტაბილურობის ...

Read More »

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2021 წლის ექვსი თვის საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2021 წლის ექვსი თვის საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე პერიოდში, დასრულდა ორი მოკვლევა. შესწავლის პროცესშია – ერთი საქმე და ოთხ საჩივართან მიმართებით სააგენტო დასაშვებადობის საკითხს განიხილავს. ამავე პერიოდში, ორი განაცხადი სააგენტომ დაუშვებლად ცნო. მიმდინარე რეჟიმშია ორი ბაზრის – საავტომობილო საწვავისა და ფარმაციის მონიტორინგი. 2021 წელს საპორტო გადაზიდვების ბაზრის მონიტორინგი დასრულდა. „2021 წლის პირველ ნაახევარში „ჯ ...

Read More »

„2020 წლის წინასწარი მონაცემებით, პანდემიის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდამ ორნიშნა რიცხვი შეადგინა“

2020 წლის წინასწარი მონაცემებით, პანდემიის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდამ ორნიშნა რიცხვი შეადგინა,- ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პროგრამის – „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მინისტრი აღინიშნავს, 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში შექმნილი დამატებული ღირებულების მაჩვენებელმა, 3.6 მლრდ ლარი შეადგინა. „2020 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის, სატყეო და თევზის ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – ჩვენ ვაორმაგებთ ხორცის წარმოებას და ვზრდით რძის წარმოების მიმართულებასაც

ჩვენ ვაორმაგებთ ხორცის წარმოებას და რა თქმა უნდა, ვზრდით რძის წარმოების მიმართულებასაც, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პროგრამის – „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ წარდგენისას განაცხადა. როგორც დავითაშვილი აღნიშნავს, საქართველო უფრო მეტ ხორცს აწარმოებს, ვიდრე მოიხმარს. “ჩვენი ძირითადი სასურსათო კატეგორიები ხორცის პროდუქტებში რამდენიმე მიმართულებისგან შედგება. ეს არის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორის და ფრინველის ხორცი. ჩვენ არ ...

Read More »

„ვითიბი“ Visa Debit ბარათთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ვითიბი ბანკი“ მომხარებელს სრულიად ახალი ტიპის Visa Debit ბარათს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას VTB ბანკი ავრცელებს. „ვითიბი“ ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორის, ვალერიან გაბუნიას განცხადებით, ბარათი უკონკურენტოა ბაზარზე და მთლიანად მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული, როგორც ძირითადი პირობების, ისე მოქნილობის თვალსაზრისით“. „Visa Debit მომხმარებელზე მორგებული, ყველაზე მარტივი და კომფორტული ბარათია, რომლის საშუალებითაც ბარათის მფლობელი, საქართველოში არსებულ ნებისმიერ ბანკომანტში, თანხის განაღდებას უფასოდ შეძლებს. რაც ...

Read More »

პრემიერი – იმპორტის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ მეტის წარმოება შეგვიძლია

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენი ქვეყანა მეტად თვითუზრუნველყოფილი გახდეს, იმპორტის წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, არ ვართ, მაგრამ ჩვენ მეტის წარმოება შეგვიძლია ქვეყანაში და ამ მიზნით წარმოგიდგენთ პროგრამებს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების მეტ ჩართულობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ პირველად დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა ...

Read More »