Home » 2021 » July (page 3)

Monthly Archives: July 2021

გიორგი ცუცქირიძე: ეკონომიკური ზრდის სარეკორდო ორნიშნა მაჩვენებელი ეკონომიკის გაჯანსაღებისა და სწრაფი ზრდის შეუქცევად ტენდენციაზე მიუთითებს

ეკონომიკის ექსპერტის, გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის სარეკორდო ორნიშნა მაჩვენებელი ეკონომიკის გაჯანსაღებისა და სწრაფი ზრდის შეუქცევად ტენდენციაზე მიუთითებს. „თუ გავითვალისწინებთ, რომ წინა გასული წლის ივნისში ეკონომიკის კლება 7.7 პროცენტი იყო, მიმდინარე წლის ივნისში დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობის დონე 9 პროცენტზე მეტად აჭარბებს პანდემიამდე – 2019 წლის ივნისის მონაცემს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, 2021 წლის იანვარ-ივნისის კუმულატიური მაჩვენებელიც 6 პროცენტით აღემატება პანდემიამდე 2019 წლის იანვარ-ივნისის ეკონომიკური აქტივობის დონესაც კი. ივნისში, აპრილ-მაისის მსგავსად, ...

Read More »

საქართველო ხვალ „ფაიზერის“ ვაქცინის 168 000 დოზას მიიღებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდვითარება გაუარესებულია. წორედ ამიტომ, გამყრელიძემ მოსახლეობას აუცილებელი რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციისთვის აქტიურობისკეს მოუწოდა. ვაქცინაციაზე საუბრისას, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს. მისივე თქმით, ხვალ დამატებით „ფაიზერის“ 168 000 დოზა შემოვა საქართველოში. „ხვალ „ფაიზერის“ სერიოზული რაოდენობის დოზები შემოვა ქვეყანაში. 168 000 დოზა, რომელიც არის ნაყიდი ვაქცინები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Read More »

საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში 2955,0 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 4400 ნებართვაა გაცემული

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 4400 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5%-ით მეტი) 2955,0 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14,7%-ით მეტი). „საქსტატის“ ინფორმაციით, ნებართვების 71,8% ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3% თბილისზე, 9,0%- ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% – იმერეთის რეგიონზე და 6,9%- მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე. მათივე ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-ივნისში, ...

Read More »

განათლების სამინისტრო – 2030 წლისთვის მეცნიერების ბიუჯეტი 243 მილიონ ლარს მიაღწევს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განვითარების ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე მეცნიერების განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მოვალეობაა, გაძლიერდეს საქართველოში მეცნიერების განვითარების მხარდაჭერა, შეიქმნას ეფექტიანი მოქნილი და ხარისხზე ორიენტირებული სისტემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობა იქნება. მიხეილ ჩხენკელის თქმით, პრემიერ-მინისტრთან არსებული კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს ფორმატში მოხდება მეცნიერების პრიორიტეტების განსაზღვრა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა მეცნიერების განვითარების ...

Read More »

ავსტრალიის ხელისუფლებამ „ლოქდაუნის“ გაკონტროლების მიზნით სიდნეიში ასობით ჯარისკაცი განათავსა

ავსტრალიის ხელისუფლებამ „ლოქდაუნის“ გაკონტროლების მიზნით სიდნეიში ასობით ჯარისკაცი განათავსა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ავსტრალიის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შაბათ -კვირას სპეციალურ სწავლებას გაივლიან, ორშაბათიდან კი „ლოქდაუნის“ აღსრულების მიზნით პატრულირებას დაიწყებენ. „ლოქდაუნის“ ფარგლებში, რომელიც სულ მცირე 28 აგვისტომდე გრძელდება, მოქალაქეებს შინიდან გასვლა ეკრძალებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი სავარჯიშოდ, საყიდლებზე ან სხვა აუცილებელი მიზეზის გამო ტოვებენ საცხოვრებელ ადგილს. ცნობისათვის, „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო ...

Read More »

„საქართველოში კოვიდი ხელოვნურად გაავრცელეს, ივანიშვილმა შემოიყვანა რუსი ტურისტები და გაავრცელებინა ვირუსი“

მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” რუსი ტურისტების მეშვეობით ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუწყო. „მინდა გითხრათ შემდეგი. ივანიშვილის გეგმები არის გასაგები. მას უნდა შემოიღოს შეზღუდვები კოვიდის საფარქვეშ, რათა დააშინოს ხალხი. საერთოდაც საქართველოში კოვიდი ხელოვნურად გაავრცელეს. შარშან არჩევნების წინ შემოიყვანეს რუსი ტურისტები, რომლებმაც გაავრცელეს ვირუსი. ახლაც მასოვბრივად იმ ქვეყნებიდან შემოჰყავთ ყალბი ცნობებით ტურისტები. ეს ნიშნავს, რომ ადამინების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ეწირება ...

Read More »

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 18.7%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივნისში, წინა წლისშესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 18.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 12.7 პროცენტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთანშედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო დასადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი დადასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები დარესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულისაქმიანობა, მშენებლობა. კლების ტენდენცია კიდაფიქსირდა ...

Read More »

ჯო ბაიდენი ყოველი ახლად აცრილი ამერიკელისთვის 100 დოლარის გადახდის ინიციატივით გამოდის

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ყოველი ახლად აცრილი ამერიკელისთვის 100 დოლარის გადახდის ინიციატივით გამოდის. აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა შტატების, ადგილობრივ და აშშ-ის ტერიტორიულ მთავრობებს კორონავირუსის ვაქცინით ყოველი ახლად აცრილი ამერიკელისთვის 100 დოლარის გადახდისკენ მოუწოდა. ხაზინის განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივა ვაქცინაციის პროცესის წახალისებისკენ არის მიმართული. შესაბამისი სახსრების გამოყოფა შტატების, ადგილობრივი და ტერიტორიული მთავრობებისთვის ამერიკის გადარჩენის გეგმის აქტით გათვალისწინებული 350 მილიარდი აშშ ...

Read More »

დღეიდან საქართველოში ისრაელიდან ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარაა

საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, 30 ივლისიდან საქართველო “წითელი” ქვეყნების სიაში შედის, სადაც ებრაელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება. საელჩოს ინფორმაციით გადაწყვეტილების გადახედვა ყოველკვირეულად მოხდება. „ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო შედის “წითელი” ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა). აღნიშნული სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება, ან მოიხსნება”, ...

Read More »

გიორგი გახარია – სააკაშვილი საქართველოში თუ ჩამოვა ამით მმართველ პარტიას დაეხმარება

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლით „ქართულ ოცნებას“ დაეხმარება. ამასთან, როგორც გიორგი გახარია აცხადებს, თუ სააკაშვილი ჩამოვა, დააკავებენ, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ მმართველმა გუნდმა სააკაშვილი ამნისტიით გაათავისუფლოს, „ისე, როგორც მელია და რურუა გამოუშვეს“. „მიხეილ სააკაშვილი საქართველოში თუ ჩამოვა ამით მმართველ პარტიას დაეხმარება, ეს ერთი. მეორე – თუ ჩამოვა, ის მსჯავდებულია და დააკავებენ. მესმის, რომ შეიძლება „ოცნებამ“ ამნისტია გამოაცხადოს, მიშასაც გამოუშვებენ, ისე როგორც გამოუშვეს ...

Read More »