Home » 2021 » July (page 20)

Monthly Archives: July 2021

ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა, რომ ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის ტემპი შენარჩუნდეს – ფინანსთა მინისტრი

მომდევნო თვეების განმავლობაში და მომავალ წელსაც ეკონომიკური მდგომარეობის მიმართულებით რისკები რჩება, რომელიც ძირითადად პანდემიითაა გამოწვეული, – ამი შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თუმცა ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე პროგნოზით, 7,7%-იან ეკონომიკურ ზრდაში, სრულადაა ასახული დღევანდელი რისკები, რომელიც პანდემიიდან გამომდინარე არსებობს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. ამასთან ფინანსთა მინისტრმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა. „ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია ...

Read More »

შესაძლოა, ღია სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო გახდეს

ღია სივრცეში პირბადის ტარება შესაძლოა, ისევ სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს, შტაბი კი გადაწყვეტილებას დაამუშავებს და განკარგულებაში ცვლილებები შევა. “საბჭოზე იყო მსჯელობა და რიგი გამკაცრებები, რა თქმა უნდა, იქნება პირველ რიგში, აღსრულებასთან მიმართებაში. მოშვებულია მოსახლეობა, პირბადის ტარება იგივე დახურულ სივრცეშიც აღარ ...

Read More »

ეროვნული ბანკი ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონკურსს აცხადებს

საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური განათლების პორტალი „ფინედუ“, საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა 15-დან 26 წლამდე პირებს შეუძლიათ. „კონკურსის მიზანი ახალგაზრდების ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესება და მათი ჩართულობის გაზრდაა. მონაწილეებმა ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ცნობადობის გაზრდის მიზნით ინოვაციური პროექტები და იდეები უნდა წარადგინონ. დაინტერესებულ პირებს იდეების/პროექტების გამოგზავნა ...

Read More »

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე „ბასკინ რობინსის“ ფილიალები გაიხსნა

„სოკარის“ მულტიფუნქციურ კომპლექსებზე, სხვა ობიექტებთან ერთად, ახლა უკვე „ბასკინ რობინსის“ ფილიალებიც დაგხვდებათ. ივლისიდან მგზავრებს თერჯოლასა და გორთან, ავტობანზე მდებარე „სოკარის“ კომპლექსებში სტუმრობისას ამერიკული ბრენდის ნაყინის დაგემოვნების საშუალება აქვთ. „ბასკინ რობინსი“ნაყინების ინდუსტრიაში მსოფლიოში ყველაზე დიდ ქსელს ფლობს და მსოფლიოს მასშტაბით 8 000 კაფეს მოიცავს. კომპანია 1300-მდე სხვადასხვა გემოს ნაყინს სთავაზობს, მათ შორის, ვეგანურსაც. პროდუქცია არ შეიცავს გლუტეინს, მზადდება ნამდვილი ნაღებისგან და არის ...

Read More »

ქსელურ სუპერმარკეტებში ხელფასი საათში 2 ლარზე ნაკლებია

2000-იანი წლებიდან საქართველოში ქსელური სუპერმარკეტები გამოჩნდა. მათ უმნიშვნელო წილით დაიწყეს და ნელ-ნელა საცალო გაყიდვების ბაზარზე დომინანტური პოზიცია დაიკავეს. შემოსავლებთან ერთად ფილიალების რიცხვი და მათში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა. პროცესი დღემდე გრძელდება. მაგრამ, შემოსავლების ყოველწლიური ზრდის მიუხედავად, ხელფასები ქსელურ სუპერმარკეტებში ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და საათში საშუალოდ 2 ლარს, ან უფრო ნაკლებს შეადგენს. საქართველოში დღეისათვის არსებული სუპერმარკეტების ქსელიდან ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აუდიო-მუსიკალური საღამო, “თბილისური ეზო: ვაჟა ფშაველა“ გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 19 ივლისს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, ვაჟა ფშაველას დაბადებიდან 160 წლის იუბილისადმი მიძღვნილი აუდიო-მუსიკალური საღამო, „თბილისური ეზო: ვაჟა ფშაველა“ გაიმართა. საღამო მიწვეულმა მოდერატორმა, ლევან ბერძენიშვილმა გახსნა, რომელმაც ვაჟა ფშაველას შემოქმედების მნიშვნელობასა და მწერლის მსოფლმხედველობაზე ისაუბრა. სტუმრებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, მოესმინათ უცნობი და საინტერესო ბიოგრაფიული ფაქტები ვაჟა ფშაველას შესახებ, ასევე  ნაწყვეტები მისი შემოქმედებიდან. ღონისძიების შინაარსი თენგიზ ...

Read More »

“ლუკოილის” ვიცე-პრეზიდენტი: რუსეთში ბენზინის ღირებულება დამოკიდებულია რუბლის გაცვლით კურსზე

“რუსეთში ბენზინის ღირებულება დამოკიდებულია რუბლის გაცვლით კურსზე და, შესაბამისად, შეიძლება შემცირდეს მხოლოდ ეროვნული ვალუტის გამყარების შემთხვევაში”, – ამის შესახებ ” ლუკოილის” ვიცე-პრეზიდენტმა, ლეონიდ ფედუნმა განაცხადა. ”თუ, შედარებისთვის რომ ვთქვათ, ევრო 20 ან 30 რუბლი ეღირება, თუნდაც ის ღირდეს 50, მაშინ ბენზინი 20 რუბლი ეღირება”, – თქვა მან. ამავე დროს, ფედუნმა აღნიშნა, რომ რუსეთში გაცვლითი კურსი “მხოლოდ ფასების მომატების კუთხით მუშაობს”. ...

Read More »

ნათია თურნავა: ეკონომიკისთვის, მთავარი რისკი პანდემიაა – ყველა დანარჩენი რისკი მართვადია

„მთავარი რისკი არის პანდემია. ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ეს რისკი შევამციროთ. ყველა დანარჩენი რისკი მართვადია. პანდემიასთან დაკავშირებით, მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია გვჭირდება“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება და ეკონომიკის აღდგენა რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია. „ამ ფაქტორთაგან, ერთ-ერთია მიმდინარე რეფორმები. მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ არ შეგვიჩერებია სტრუქტურული, დარგობრივი ...

Read More »

ლაშა ხუციშვილი: სავალუტო ფონდის შეფასება სრულად ემთხვევა და იზიარებს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის შეფასებებს

„ძალაში რჩება ოპტიმისტური სცენარის განვითარების შესაძლებლობა, რომელიც გულისხმობს საქართველოს ეკონომიკის გაზრდას ორნიშნა დონეზე – 10.2%-მდე“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის, მიმდინარე ტენდენციებისა და სამომავლო პერსპექტივების შეფასებას გულისხმობს, ფონდი ზრდის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 3.5%-დან 7.7%-მდე. „ესაა ეკონომიკური ზრდის გაორმაგებული მაჩვენებელი, ...

Read More »

ნათია თურნავა – მისასალმებელია, რომ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანში პანდემიის მიუხედავად, შიდა ინვესტიციით საწარმოს გაძლიერება და ახალი ღუმელის ამოქმედება მოხდა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა ტრადიციული ქართული წარმოებაა, რომელიც უკვე მრავალი წელია, ჩვენს ეკონომიკას ემსახურება, აძლიერებს მას და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქარხანაში სტუმრობისას განაცხადა. ნათია თურნავა საწარმოს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად ესტუმრა და ახალი ღუმელის გახსნის ცერემონიას დაესწრო. „ჯორჯიან მანგანეზის“ ფეროშენადნობთა ქარხნის მე-4 საამქროში, 26-ღუმელის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები დასრულდა და ...

Read More »