Home » 2021 » July (page 2)

Monthly Archives: July 2021

ვახტანგ ჭარაია: პოზიტიური დინამიკაა წარმოების ფაქტობრივად ყველა მიმართულებით და რაც საინტერესოა დამაჯერებლად უჭირავს თავი ქართული პროდუქციის ექსპორტსაც

“პოზიტიური დინამიკაა წარმოების ფაქტობრივად ყველა მიმართულებით და რაც საინტერესოა დამაჯერებლად უჭირავს თავი ქართული პროდუქციის ექსპორტსაც”, – ამის შესახებ თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა. „ზედიზედ მესამე თვეა საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა რიცხვს არ ჩამოსცილებია. 2021 წლის აპრილში, მაისში და ივნისში შესაბამისად 44.8, შემდეგ 25.8 და ბოლოს 18.7 პროცენტი დაფიქსირდა და მიუხედავად პირველი კვარტლის -4.5 პროცენტიანი ვარდნისა, წლის ...

Read More »

პრაღაში Beer Bike-ები აიკრძალა

პრაღაში, პედლებით აღჭურვილი მისაბმელიანი ტრანსპორტი, რომლის მაგიდის გარშემო სხდებიან ადამიანები და ლუდსა და სხვა სასმელებს მიირთმევენ, აიკრძალა. უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ (SAC) არ დააკმაყოფილა ველოსიპედის ოპერატორების საკასაციო საჩივარი და პრაღის მუნიციპალური სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ ექვემდებარება. როგორც გამოცემა praguemorning-ი აღნიშნავს, ამ სერვისის მქონე ობიექტები უკვე დიდი ხანია აღიზიანებთ პრაღის მაცხოვრებლები, რომლებიც აპელირებენ, რომ ისინი ბლოკავენ გზებს, ველოსიპედის ბილიკებს ...

Read More »

ლაშა ხუციშვილი – 6 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 12.7%-ით გაიზარდა, რაც ამყარებს ჩვენს პოზიტიურ მოლოდინს, რომ წელს, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა იქნება

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 6 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის 12.7%-ით ზრდა ამყარებს პოზიტიურ მოლოდინს, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა იქნება. „მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 18.7%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ ზრდა ფიქსირდება არა მხოლოდ 2020 წელთან მიმართებით, 9%-ზე მეტით გაიზარდა ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 2021 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 12.7%-ით, ...

Read More »

„საქართველო თამამად იკავებს ადგილს ეკონომიკური ზრდის საუკეთესო მაჩვენებლების მქონე მსოფლიო ქვეყნების პირველ ათეულში“

„საქართველოს ეკონომიკის აღდგენამ სწრაფი და შეუქცევადი პროცესის სახე მიიღო“, – ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული 2021 წლის ივნისის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა 2021 წლის ივნისში 18.7 პროცენტის, მეორე კვარტალში – 29.8 პროცენტის, ხოლო მთლიანად მიმდინარე წლის პირველ ნახევარში – 12.7 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, რაც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. „ამით საქართველო თამამად იკავებს ...

Read More »

CNN – მსოფლიო ბრენდები სამეწარმეო ხარჯების დასაფარად პროდუქციას აძვირებენ – დგება თუ არა ინფლაციის ახალი ერა

CNN-ის ცნობით, მსოფლიოს უმსხვილესი საკვები და სასმელი პროდუქტების კომპანია Nestlé წლის მეორე ნახევარში ფასებს გაზრდის, რადგან ინფლაციის გამო კომპანიას ნედლეულსა და ტრანსპორტირებაზე, ანუ სამეწარმეო ხარჯები გაეზარდა. „ინფლაცია მრავალი წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ არსებობდა, შემდეგ კი მკვეთრად გაჩნდა, რამაც პირდაპირ ჩვენ დაგვარტყა“, – აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მარკ შნაიდერი. მისი თქმით, ინფლაცია გარდამავალია, მაგრამ ისეთი ბრენდების მფლობელ კომპანიას, როგორიცაა, მაგალითად, Nescafe, ...

Read More »

„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ — Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან

სოციალურ მეწარმეობაზე საუბრისას ხშირად გაიჟღერებს მოსაზრება, რომ ის ქველმოქმედებას უნდა ემსახურებოდეს, თუმცა, სინამდვილეში სოციალური საწარმო ბიზნესია საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობით. ასეთი საწარმოები ადამიანებზე ზრუნავენ და სოციუმს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში ეხმარებიან. ერთ-ერთი მწვავე საკითხი, რომელიც ჩვენს რეალობაში განსაკუთრებულად იჩენს თავს, განათლება და დასაქმებაა. ამიტომაც ერთიორად დასაფასებელია ის საწარმოები, რომლებიც სწორედ ამ მიმართულებით პრობლემების მოსაგვარებლად აქტიურად მუშაობენ. სოციალურ მეწარმეებს განათლების ტრანსფორმაცია შეუძლიათ. მათ აქვთ ...

Read More »

#მეავიცერი – თიბისიმ თანამშრომლებისათვის ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო

#მეავიცერი – თიბისიმ თანამშრომლებისათვის ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო თანამშრომელთა და მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხობის უზრუნველყოფის მიზნით, თიბისი მოუწოდებს თიბისელებს, ჩაიტარონ კოვიდ-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ამ მიზნით, თიბისი აცრის მსურველებს წამახალისებელ აქტივობებს სთავაზობს. კერძოდ, თანამშრომლებისთვის, რომლებიც 29 ივლისიდან 1 სექტემბრამდე კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებენ, თიბისის შემდეგი სამოტივაციო შეთავაზებები აქვს: აცრის ჩატარების დღე პერსონალისათვის ცხადდება უქმედ; პირველი 3 ფილიალი, რომელთა თანამშრომლების 80%-ზე მეტი ...

Read More »

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა AstraZeneca-ამ განვითარებადი ქვეყნებისთვის ...

Read More »

„მოლოდინი გვაქვს, რომ მიმდინარე წელი, სულ მცირე 7,7%-იანი ეკონომიკური ზრდით დასრულდება და გაიზრდება დასაქმება“

„ივნისში საკმაოდ მაღალი 18,7 – პროცენტიანი ეკონომიკის ზრდა დაფიქსირდა, რაც მართლაც უპრეცედენტოდ მაღალია ამ პერიოდისთვის. ამასთან, ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020 წლის ივნისთან შედარებით. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს თუ შევადარებთ, წელს 9-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. ასე, რომ ჩვენ აბსოლუტური ზრდა გვაქვს ისეთ წარმატებულ წელიწადთან, როგორიც იყო 2019 წელი,“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავა განაცხადა, რითაც 2021 წლის ივნისში ეკონომიკის ...

Read More »

„საქართველოს ბანკში“ სატენდერო და ხელშეკრულების შესრულების გარანტიების მიღება გირაოს გარეშე, 1 დღეშია შესაძლებელი

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად ბანკი კომპანიებს სატენდერო და ხელშეკრულების შესრულების გარანტიებს გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან აღნიშნული საბანკო გარანტიების მიღებას მომხმარებელი სულ რაღაც 1 დღეში, გირაოს გარეშე შეძლებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. სატენდერო გარანტია იმ კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობის მიღება სურთ. ხოლო ხელშეკრულების შესრულების გარანტია ტენდერში გამარჯვებული კომპანიებისათვის ნაკისრი ვალდებულებების დროულად ...

Read More »