Home » 2021 » July (page 10)

Monthly Archives: July 2021

იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ კონვენცია ძალაში შევიდა

იაპონიასთან ძალაში შევიდა „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ კონვენციის განახლებული ტექსტი. აღსანიშნავია, რომ „საქართველოსა და იაპონიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ კონვენციის გაფორმება მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობებში, ვინაიდან ახალმა ტექსტმა ჩაანაცვლა ყოფილ საბჭოთა კავშირსა და იაპონიას შორის მანამდე ...

Read More »

„ახალგაზრდა ადვოკატები“ – არც ერთ სახელმწიფო უწყებას მიწისძვრების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოში სეისმური ინფორმაციის ხელმისწავდომობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ არც ერთ სახელმწიფო უწყებას მიწისძვრების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. საქართველოს მთავრობას არ გააჩნია ერთიანი ხედვა და ეროვნული სტრატეგია სეისმური უსაფრთხოების საკითხებზე, დემოკრატიული ქვეყნების მაგალითზე, ნაცვლად საჯაროობისა და გამჭვირვალობისა, საქართველო ირჩევს სფეროს მონოპოლიზირების გზას, ხელმისწავდომი არ არის ინფორმაცია მიწისძვრების სრული და ზუსტი სტატისტიკის ...

Read More »

საქართველოს ბანკისა და GEC-ის სპეციალური შეთავაზება ფინტექ კომპანიებს

საქართველოს ბანკმა ფინტექ მიმართულების ბიზნესებს მორიგი შეთავაზება მოუმზადა. ამიერიდან საკონსულტაციო კომპანია GEC ბანკის პარტნიორ ფინტექ კომპანიებს ბიზნესმოდელის განხილვის მიმართულებით უფასო კონსულტაციებსა და 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.  GEC-ის შეთავაზება ვრცელდება ისეთ სერვისებზე, როგორიცაა: ბიზნესგეგმა და ინვესტორთან წარსადგენი პრეზენტაცია (Investor Pitch), ფინანსური მოდელირება, ბიზნესმოდელირების ვორქშოპი და ზრდის სტრატეგია (Upscaling). შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ  ბმულზე: https://bit.ly/3y5KPdu „საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს ...

Read More »

დავითაშვილი: გვინდა, რომ სოფლის მეურნეობა იყოს კონკურენტუნარიანი და ეს თანამედროვე მექანიზაციის გარეშე წარმოუდგენელია

ჩვენს მოსახლეობას შევპირდიით, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაფინანსებაში გვექნებოდა დახმარება. ეს იყო პრემიერ-მინისტრის ინიციატივაც, რომ მნიშვნელოვანი რესურსები გამოყოფილიყო. ესარის საკითხი, რომელიც ალბათ სოფლად მცხოვრებ ყველა ადამიანს აღელვებს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ 10-წლიან გეგმაში გაითვალისწინა, რომ ჩვენ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინასება გვექნება იმისთვის, რომ ამ ...

Read More »

შემოსავლების სამსახურის განახლებული ისანი–სამგორის სერვისცენტრი მოქალაქეებს დღეიდან მოემსახურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 26 ივლისიდან, გადასახადის გადამხდელებს მოემსახურება განახლებული ისანი–სამგორის, ძველი თბილისის და დიდგორის სერვისცენტრი, (მისამართზე: გულუას ქუჩა № 4). ​მათივე ინფორმაციით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, შემოსავლების სამსახურის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის მუშაობა დროებით შეჩერებულია. მოქალაქეებს სასურველი მომსახურების მიღება, შეეძლებათ შემდეგ მისამართზე: მერაბ ალექსიძის ქუჩა I შესახვევი #2 ან ისარგებლებენ მოძრავი სერვისცენტრის – RS CAR-ის მომსახურებით, რომელიც განთავსებულია ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. „აქვე გაცნობებთ, ...

Read More »

რას გულისხმობს და ვის შეეხება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სასოფლო სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებს, სექტემბრიდან შეეძლებათ განცხადებების სამინისტროში შეტანა. როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოსახლეობას, რომელსაც ფინანსური რესურსები არ ჰყოფნის სასოფლო სამეურნეო მექანიზაციის შესაძენად, ეს პროგრამა მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს. „10 წლიანი პროგრამის პრეზენტაციისას ჩვენ მოსახლეობას შევპირდით მექანიზაციის თანადაფინანსებას. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება მათ, ვინც სოფლის მეურნეობით არის ...

Read More »

გიორგი მარგებაძე: ფასკუნჯების სერია გრძელდება – მათ უბრალოდ ეკონომიკის ჩამოშლა და გაჩერება აქვთ მიზნად

მცირე და საშუალო ჰიდრო ენერგიის განვითარების აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მარგებაძე, ენერგეტიკული გაერთიანების  ჩართულობით მიმდინარე მედიაციის პროცესს აფასებს. მისი თქმით, მედიაციის პროცესი საფრთხის წინაშეა, რადგან “რიონის ხეობის მცველები”-ს მხრიდან არ ხდება პროცესზე შეთანხმებული პირობების შესრულება. გთავაზობთ პოსტს უცვლელად: “ფასკუნჯების სერია გრძელდება. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ გაურკვეველ ჯგუფებს (იმის მცველებს, ამის მცველებს) საერთოდ არ ადარდებთ არც ზუთხები, არც ფოთლები, არც მაჩვები არც ზღარბები, ...

Read More »

245 000 პირს პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის ჯამში 76 მლნ ლარის ჯარიმა ჩამოეწერება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის საფუძველზეც პირებს, რომლებსაც პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ. კანონპროექტი კომიტეტებს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა წარუდგინა. დოჭვირის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისგან საქართველოს 245 000 პირი გათავისუფლდება და ჯამში, დაახლოებით 76 მლნ-მდე ლარის ოდენობის ...

Read More »

ევროკავშირის და ნატოს, ასევე იმ ორგანიზაციების სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც საქართველოა, პირი 1000 ლარით დაჯარიმდება

ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს, ასევე იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც საქართველოა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება. პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვისაც დაეკისრება, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში. ამ მიმართულებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ სპეციალური მუხლი ემატება, რომლის თანახმად, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ...

Read More »

პრემიერი – აცრის შემდეგ, გარდაცვალება, პრაქტიკულად გამორიცხულია, მინდა, მოვუწოდო ყველას, ჩავიტაროთ აცრა

რამდენიმე დღის წინ ჩვენ მივიღეთ ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა. ეს არის აშშ-ის დახმარება, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამერიკას და პირადად პრეზიდენტ ბაიდენს ამ საჩუქრისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯამში ქვეყანაშია 2 მილიონი ვაქცინა – 1,5 მილიონი ჩინური ვაქცინა და ნახევარი მილიონი „ფაიზერი“. „ამას გარდა, მილიონი „ფაიზერი“ პირდაპირ, უშუალოდ მწარმოებელს დავუკვეთეთ ...

Read More »