Home » 2021 » July » 31

Daily Archives: July 31, 2021

სომხეთის მთავრობამ, ჩატარებული ტენდერის საფუძველზე, 500 ჰექტარი მიწა BOO ხელშეკრულების პრინციპით გადასცა განახლებადი რესურსების არაბულ კომპანიას

სომხეთის მთავრობამ, ჩატარებული ტენდერის საფუძველზე, 500 ჰექტარი მიწა BOO ხელშეკრულების პრინციპით გადასცა განახლებადი რესურსების არაბულ კომპანიას, რომელიც სომხეთის ცენტრალურ ნაწილში, თალინისა და დაშტადემის სოფლებში 200 მგვტ სიმძლავრის პირველ მზის ელექტრო სადგურს ააშენებს. არაბული კომპანია Masdar-ი სომხეთში, 174 მლნ$-ის ინვესტიციას განახორციელებს და 2025 წლის ბოლომდე, დაასრულებს აღნიშნულ პროექტს. სომხეთის მთავრობისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების შეთანხმების საფუძველზე, პროექტის 85% წილის მფლობელი იქნება ...

Read More »

ღარიბაშვილი სტუდენტებს – ყველანი უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, ვინაიდან, ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, ჩვენს მომავალ თაობას

ჩვენ, ყველანი ვმოგზაურობთ, ზოგი მიდის უცხოეთში, რჩება, იღებს გამოცდილებას, მაგრამ ჩვენ, ყველანი უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, ვინაიდან, ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, ჩვენს მომავალ თაობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021-2022 წლის სტიპენდიანტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი ახალგაზრდა წავიდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია. „ჩემთვის ძალიან სამწუხაროა და ...

Read More »

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების – „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით. კერძოდ, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დასახელებული ტელეარხების მოთხოვნაა 1-ლი აგვისტოდან ...

Read More »

სები: ივნისში ლარი დოლარის მიმართ 6.5%-ით, ხოლო ევროს მიმართ 7.2%-ით გამყარდა

ივნისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.3813-დან 3.1616-მდე, ანუ 6.5 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 4.1070-დან 3.8111-მდე, ანუ 7.2 პროცენტით გამყარდა. თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 3.1603 და 3.7608 შეადგინა, შესაბამისად. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. „ივნისში ლარი დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ – 3.2688, ხოლო მინიმალურმა ...

Read More »

„თუ რუსეთის და ბელარუსის უსაფრთხოებისთვის საჭირო იქნება, აქ რუსეთის მთელი შეიარაღებული ძალები შემოვლენ”

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, დღეს ამის საჭიროება არ დგას, თუმცა უსაფრთხოებისთვის აუცილებლობის შემთხვევაში, ბელარუსში რუსეთის ყველა შეიარაღებული ძალა ყველა ტიპის იარაღით შევა. როგორც ბელარუსული სახელისუფლებო არხი БЕЛТА იუწყება, ამის შესახებ ლუკაშენკომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტუალური საკითხების თაობაზე შეხვედრაზე განაცხადა. მისი განმარტებით, დასავლეთში ძალიან არიან შეშფოთებულები რუსეთ-ბელარუსის წვრთნებით, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი. „სულ მინიმუმ, ამის მოსმენა სასაცილოა. რამდენი წვრთნა ჩაატარეს მათ ჩვენს საზღვრებთან? ისინი ...

Read More »