Home » 2021 » July » 27 (page 2)

Daily Archives: July 27, 2021

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა, საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ დღეს როგორც საერთაშორისო ბაზარზე ფასწარმოქმნაზე მოქმედი, ასევე ადგილობრივი პარამეტრები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში დაიწყოს საწვავის გაიაფება. აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წელს საწვავის ფასი საქართველოში განუხრელად იზრდება. მან ისტორიაში პირველად, გადალახა ყველა ფსიქოლოგიური ნიშნული და ერთი ლიტრი საწვავის ფასი გასცდა 3 ...

Read More »

1-ელი აგვისტოდან გლდანისა და სამგორის რაიონებში, ასევე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

პირველი აგვისტოდან გლდანის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში, ასევე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე განმარტებით, გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე გამოყოფილია 132 საპარკინგე ადგილი. სამგორის რაიონში, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე კი პარკირებისთვის 117 ადგილია განკუთვნილი. საბურთალოს რაიონში ზონალური პარკირების 748 ადგილია მოწყობილი. კერძოდ, ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მწერალთა გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამა გამოცხადდა

საქართველოს ბანკისა და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა კვლავ გრძელდება. ამჯერად პროექტის ფარგლებში თბილისის და ლა-კორუნიას (ესპანეთი) სამწერლო რეზიდენციების ერთობლივ სარეზიდენციო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში, ქართველი ავტორი მიმდინარე წლის სექტემბერში, 2 კვირით ესპანეთში, ლა-კორუნიაში გაემგზავრება, ხოლო ესპანელი ავტორი კი მწერალთა სახლის რეზიდენციაში იცხოვრებს და იმუშავებს. „პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერება და ქართველი ავტორების ...

Read More »

„რიონის ხეობის მცველები“ მედიაციის პროცესში მიღწეულ შეთანხმებებს არ ასრულებენ

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის დირექტორი, გიორგი აბრამიშვილი, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ნამახვანჰესის თემზე ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ჩრთულობით მიმდინარე მედიაციის პროცესს აფასებს. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა რომ მედიაციის პროცესში შედგა კონკრეტული გეგმა და შეთანმხმება, მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ მხრიდან მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება არ ხდება, რითაც საფრთხეს უქმნიან როგორც მედიაციის პროცესს, ასევე ქვეყნის ეკონომიკას, ენერგოდამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:  „დიდი ...

Read More »

რა უნდა ვიცოდეთ, რომ არ გავხდეთ ფიშინგის მსხვერპლი

„ბანკები და ფინანსები“ გაფრთხილებთ და მოგიწოდებთ, – გამოიჩინეთ ყურდღება და არ გახდეთ ფიშინგის მსხვერპლი. ფიშინგი – ეს არის პირადი ინფორმაციის თაღლითური გზით მოპოვება. ფიშინგი კიბერდანაშაულია, რომლის დროსაც კონკრეტულ პირს ან ორგანიზაციას კიბერთაღლითის მხრიდან ეგზავნება შეტყობინება ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, სოციალური ქსელით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან სხვა ფორმით, იმისთვის, რომ მომხმარებელს მოტყუების გზით პირადი მონაცემები გამოსძალოს. კიბერთაღლითები მოპოვებულ ინფორმაციას სხვადასხვა ფორმით იყენებენ ...

Read More »

კონკურენციის სააგენტომ „საქაერონავიგაციის“ სატენდერო პირობების მოკვლევა დაიწყო

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგის” საჩივარი დასაშვებად ცნო და შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის მოკვლევა დაიწყო. საკითხი შეეხება – სადაზღვევო მომსახურების შეძენის მიზნით გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერში მოპასუხის მიერ შემუშავებული სატენდერო პირობების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას. კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელსაც საქმის მოკვლევის წარმოება დაევალა. ...

Read More »

ივნისში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2.57%-ით გაიზარდა, უცხოური ვალუტით კი, 3.64%-ით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2021 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 318.79 მლნ ლარით, ანუ 0.81%-ით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის 39.21 მლრდ ლარი შეადგინა. ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 464.05 მლნ ლარით, ანუ 2.57%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 782.84 მლნ ლარით, ანუ 3.64%-ით შემცირდა. ამასთან, ...

Read More »

ივლისში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 887 მილიონი ლარით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი ივლისისთვის 34.53 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 887.45 მლნ ლარით, ანუ 2.51%-ით ნაკლებია პირველი ივნისისათვის არსებულ მაჩვენებელზე. ანგარიშის თანახმად, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 746.45 მლნ ლარით, ანუ 4.44%-ით შემცირდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 141.01 მლნ ლარით, ანუ 0.76%-ით შემცირდა. ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე ...

Read More »