Home » 2021 » July » 27

Daily Archives: July 27, 2021

ფინანსთა მინისტრი – შემოწმებას არანაირი შეხება არ აქვს “მთავარ არხთან” და ამ თემით სპეკულირება, პოლიტიკური ქულების დაწერა, სწორი არ არის

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, „მთავარ არხში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და შემოსავლების სამსახური არ შესულა და ამ თემით სპეკულირება, პოლიტიკური ქულების დაწერა და საგადასახადო ადმინისტრირების პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, კარგი არ არის . ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. როგორც მინისტრი განმარტავს, შემოსავლების სამსახური ატარებს გეგმიურ კამერალურ საგადასახადო შემოწმებას სარეკლამო სააგენტოში, რომელიც სხვა პირებთან ერთად მომსახურებას უწევს „მთავარ ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე – მზად ვართ განვიხილოთ ყველა საკითხი, რაც ხელს შეუწყობს საფინანსო სექტორში კონკურენციის ზრდას და ამ სფეროს კიდევ უფრო გაჯანსაღებას

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს ალექსანდრე ძნელაძეს და აღმასრულებელ დირექტორს გიორგი ბაგრატიონს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს, როგორც საბანკო ისე მთლიანად საფინანსო სფეროში არსებული მდგომარეობა, მიღწევები და გამოწვევები. ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტი ყოველთვის მხარს დაუჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს საფინანსო სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფას, ლიკვიდობის ზრდას, კონკურენციის შენარჩუნებას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას და ახალი ...

Read More »

ჯანმო ელექტრონული სიგარეტის გაყიდვის შეზღუდვის ინიციატივით გამოდის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ელექტრონული სიგარეტის გაყიდვის შეზღუდვის ინიციატივით გამოდის. ორგანიზაციაში სურთ, რომ ელექტრონულ სიგარეტზე ისეთივე რეგულაციები გავრცელდეს, როგორიც ჩვეულებრივ თამბაქოზე ვრცელდება. ჯანმოში აცხადებენ, რომ ელექტრონული სიგარეტი ხშირად პოზიციონირდება როგორც მიმზიდველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ამ დროს კი ელექტრონული სიგარეტის მოზარდი მომხმარებლები შემდგომში სამჯერ უფრო ხშირად ხდებიან თამბაქოს მწეველები. ორგანიზაციაში ითხოვენ, რომ ქვეყნებმა მიიღონ ახალი ნორმატიული აქტები, რომელთა მიხედვითაც, ელექტრონული სიგარეტის კოლოფებზე ისეთივე ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოთხ დაცულ ტერიტორიას UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროექტებში აქტიურ ჩართულობას. ბანკის მხარდაჭერით ოთხ დაცულ ტერიტორიას- მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, რომელსაც ბანკი უკვე რამდენიმე წელია ფინანსურ მხარდაჭერას უწევს, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ეს იმას  ნიშნავს, რომ UNESCO-ს შემფასებელთა მისიის წარმომადგენლებმა რამდენიმე წლიანი შეფასებებისა და ექსპერტთა მიერ ჩატარებული ყოვლისმომცველი კვლევების ...

Read More »

თბილისის ტურისტულ ზონებში ჩატარებული შემოწმების შედეგად, ვალუტის გადამცვლელ 2 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა, თერთმეტს კი ფულადი ჯარიმა დაეკისრა

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის მოთხოვნათა დარღვევების გამო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, თბილისის ტურისტულ ზონებში ჩატარებული შემოწმების შედეგად, ვალუტის გადამცვლელ ორ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, თერთმეტს კი ფულადი ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, ტურისტულ ზონებში მდებარე სავალუტო პუნქტები მომხმარებლებს არ აწვდიდნენ ინფორმაციას ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესახებ – კერძოდ, მათ არ ჰქონდათ მითითებული ინფორმაცია საყურადღებო კურსის შესახებ ...

Read More »

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 81 750 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.000 პროცენტით, მაქსიმალური 9.085 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.021 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Read More »

„ბიზნესი ცუდ დღეში აღმოჩნდება, თუ არ დაიცავენ რეკომენდაციებს და არ აცრიან პერსონალს“

ჭრელო პეპელას ვარიანტია, მე აქ ერთი წელი მესმოდა რატომაა შეზღუდვებიო, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჟურნალისტების კითხვას, რას ფიქრობს ის ქვეყანაში უფრო მეტი შეზღუდვის დაწესებაზე. ამასთანავე, მისი თქმით, ამ ეტაპზე სრულიად საკმარისია იმ რეგულაციების შესრულება, რომლებიც დღეს ქვეყანაშია დაწესებული. რაც შეეხება ბიზნესსექტორს, იმნაძის თქმით, ისინი თავისთავად ცუდ დღეში აღმოჩნდებიან, თუ არ დაიცავენ რეკომენდაციებს და ...

Read More »

„გარკვეული ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ, რომ ვიქცეთ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულ, მოჩანჩალე გუბერნიად“

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის დირექტორის, გიორგი აბრამიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მედიაციის პროცესში შედგა კონკრეტული გეგმა და შეთანხმება, მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ მხრიდან მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება არ ხდება, „რითაც საფრთხეს უქმნიან როგორც მედიაციის პროცესს, ასევე ქვეყნის ეკონომიკას, ენერგოდამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას“. ამის შესახებ აბრამიშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს და „ნამახვანჰესის“ თემაზე ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით მიმდინარე მედიაციის პროცესს ...

Read More »

პაატა იმნაძე – „ფაიზერით“ ორსულების აცრა შესაძლებელია, „სინოფარმითა“ და სინოვაკით“ კი ჯერჯერობით არა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე განმარტავს, რა შემთხვევაში და რომელი ვაქცინითაა შესაძლებელი ორსულების აცრა. როგორც იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, ჯერჯერობით ორსულების „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრა არ შეიძლება, „ფაიზერით“ კი ორსულების ვაქცინაცია ექიმთან კონსულტაციის შემდეგაა შესაძლებელი. „სინოფარმსა“ და „სინოვაკს“ ინსტრუქციაში უწერია, რომ ორსულები არ იცრება, იმიტომ, რომ ორსულებზე კლინიკური კვლევები არაა დამთავრებული. შესაბამისად, ...

Read More »