Home » 2021 » July » 25

Daily Archives: July 25, 2021

,,ავტოიმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ – გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

ვერავინ განსაზღვრავს წინასწარ, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებულირამდენი ასეთი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომრამდენიმე პროცენტი ნამდვილად შემოვა – ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს ავტო-იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. ცნობისათვის, გერმანიის რამდენიმე ფედერალურ მიწაზე, ბელგიასა და ნიდერნალდებშიძლიერმა სტიქიამ ქალაქები და სოფლები დააზარალა. დაიტბორა სახლები, განადგურდაათასობით ავტომობილი. ამის გამო სლოვაკეთის საავტომობილო ბაზარის მოთამაშეებიუკვე შეშფოთებული არიან და არ გამორიცხავენ, რომ გერმანიიდან, ბელგიიდან დანიდერლანდებიდან დილერებმა შესაძლოა, წყალდიდობისგან დაზიანებული მანქანებიშეიტანონ გასაყიდად. ამ ქვეყნებიდან სლოვაკეთში ყოველწლიურად ათიათასობითმანქანა შედის. ინფორმაციას გამოცემა Euractiv ავრცელებს. „დატბორვის შემდეგ, მანქანაში ყველა ელექტრომოწყობილობა უნდა შეიცვალოს, რაცასობიდან ათასობით ევრომდე ხარჯს მოითხოვს, ამიტომ დატბორილი მანქანებიადგილზე პრაქტიკულად არ იყიდება და მათი ექსპორტი შესაძლოა, ჩეხეთში ანსლოვაკეთში მოხდეს“, – ამბობენ სლოვაკი ავტოდილერები Euractiv-თან საუბარში. საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა დარბაისელითვლის, რომ იგივე საფრთხე ქართულ ბაზარზეც არსებობს, თუმცა შემოდინება ვერიქნება დიდი მასშტაბის და ამ ნაწილში ავტო- იმპორტიორების პროფესიონალიზმისიმედად უნდა ვიყოთ. ,,რა თქმა უნდა, საფრთხე არსებობს, თუმცა დიდი რაოდენობით შემოდინების მოლოდინიასოციაციაში არ გვაქვს. მიზეზი არის ის, რომ მსუბუქი ავტომობილები ძირითადად, მაინცაშშდან და კანადიდან შემოდის. რაც შეეხება ნიდერლანდებსა და გერმანიას, იქედანძირითადად სატვირთო ავტომობილების იმპორტი ხდება. ვერავინ განსაზღვრავსწინასწარ, რამდენი ასეთი ავტომობილი შემოვა, თუმცა საფრთხე რეალურია, რომრამდენიმე პროცენტი იყოს წყალდიდობის შედეგად დაზიანებულიც. ასოციაცია, იმედსიტოვებს ავტოიმპორტიორების პროფესიონალიზმში. სხვა ბერკეტი, რეალურად არც ჩვენ და არც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ გააჩნიათ, გააკონტროლონ ავტომობილი არის თუ ასე დაზიანებული. ამიტომ, ავტოიმპორტიორებისკეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ – განუცხადა დარბაისელმა ,, ბიზნესპრსნიუსს“. ცნობისთვის, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან და ბელგიიდან იმპორტირებული მსუბუქიავტომობილების წილი საქართველოს მთლიან იმპორტში დაახლოებით 10%-ია. ...

Read More »