Home » 2021 » July » 24

Daily Archives: July 24, 2021

NCDC: ვინც „ფაიზერის” გარდა სხვა ვაქცინებითაა აცრილი, მესამე დოზით „ფაიზერით“ აცრას ვერ შეძლებენ

„ბუსტერზე” რეგისტრირებული მოქალაქეები ჯავშანს ვერ მიიღებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნის და რეაგირების სამმართველოს უფროსი, ანა კასრაძე ავრცელებს. „ვინც „ფაიზერის” გარდა სხვა ვაქცინებით ხართ აცრილი და მაინც გადაწყვიტეთ გაურკვეველი მიზეზით ექსპერიმენტის ჩატარება ან „ფაიზერზე“ გაიარეთ რეგისტრაცია და სისტემამ გაგიშვათ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მესამე დოზით „ფაიზერით“ შეძლებთ აცრას, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ ...

Read More »

კენტი კოლომოისკის წინააღმდეგ აშშ-ს სანქციებზე: ეს ისტორია ამ ამბით არ დასრულებულა

“უკრაინელი ბიზნესმენის, იგორ კოლომოისკის შეერთებულ შტატებში შესვლის აკრძალვა მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რომელიც აშშ საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის მხრიდან დაწესდა”, – ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის დროებითმა რწმუნებულმა, ჯორჯ კენტმა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 24 ივლისს გამოქვეყნდა. “არსებობს სხვა შესაძლებლობებიც – ვფიქრობ სახაზინო დეპარტამენტზე [აშშ-ის]. ასე რომ, ეს ისტორია არ დასრულებულა ამ ამბით. ფედერალურ ბიუროს და ჩვენს იუსტიციის დეპარტამენტს ასევე აქვთ შეკითხვები. ...

Read More »

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ “ბიზნეს ფორმულას” განუცხადა, წლის პირველ ნახევარში ბანკების რეკორდულად მაღალი მოგება ეკონომიკის აღდგენას უკავშირდება. “საბანკო სექტორი მზადაა სწრაფი განვითარებისთვის და ეკონომიკის სწრაფი მხარდაჭერისთვის. საბანკო სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სექტორია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკისა და საბანკო სექტორის ქცევა მნიშვნელოვნად ასახავს ერთმანეთის მდგომარეობას. ...

Read More »

პირებს, რომლებიც ელექტრო/ჰიბრიდულ ძრავიან ავტომობილს იყიდიან, შესაძლოა, 4 წლით საშემოსავლო შეუმცირდეს

პირებს, რომლებიც ელექტრო/ჰიბრიდულძრავიან ავტომობილს იყიდიან, შესაძლოა, საშემოსავლო შეუმცირდეს. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებით, პარლამენტს მოქალაქე გიორგი ლორია მიმართავს. საკანონმდებლო წინადადების თანახმად, საგადასახადო კოდექსს უნდადაემატოს შესაბამისი პუნქტი, რომლის თანახმადაც, იმ პირების ხელფასისსახით მიღებული შემოსავალი, რომლებიც შეიძენენ ელექტრო, ჰიბრიდულძრავიან ან დატენვად ჰიბრიდულძრავიან ავტომობილებს, შეძენიდან 4 წლის განმავლობაში, დაიბეგრონ 10%-ით. საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, მსგავსი შეღავათით, მოქალაქეები შეძლებენ, ეკოლოგიური თვალსაზრისით უფრო მისაღებიავტომობილის შეძენას. პარლამენტის ბიუროს ...

Read More »

ჩაქვის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური ზონა მოეწყობა

ბათუმში მრავალფუნქციური ზონის მოწყობა დაიწყება. ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ტენდერი უკვე გამოცხადდა, რისთვისაც 10 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. „ჩაქვის ტერიტორიაზე, წელსვე, დავიწყებთ მრავალფუნქციური ზონის მოწყობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია იპოდრომის, ცხოველთა თავშესაფრისა და სკვერის მშენებლობა. ტენდერი უკვე გამოცხადდა, რისთვისაც 10 მილიონამდე ლარია გამოყოფილი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

Read More »

ჩინეთი აშშ-ის ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს სანქციებს უწესებს

ჩინეთი რამდენიმე ამერიკელ ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს. მედიის ინფორმაციით, ჩინეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება ჰონგ- კონგში ჩინელი ჩინოვნიკების წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ მიიღო. აშშ-მ კი, თავის მხრივ, სანქციები „ეროვნული უსაფრთხოების კანონის“ გამო დააწესა, რომელიც ჩინეთმა ჰონგ-კონგში გასულ წელს, მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო და რომელიც, აშშ-ის ადმინისტრაციის განმარტებით, საფრთხეს უქმნის ჰონგ-კონგის უსაფრთხოებას. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ ...

Read More »

წითელ ხიდზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით სიგარეტისა და სხვა ტვირთის საქართველოდან უკანონოდ ტრანსპორტირების ფაქტი აღიკვეთა

წითელ ხიდზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით სიგარეტისა და სხვა ტვირთის საქართველოდან უკანონოდ ტრანსპორტირების ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაცით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ სატვირთო ავტომობილით, არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის – 170 980 ღერი სხვადასხვა სახეობის სიგარეტისა და პიროტექნიკური ნაწარმის (294 880 ცალი) საბაჟო წესის დარღვევით საქართველოდან გატანის ფაქტი გამოვლინდა. „აქვე გაცნობებთ, რომ მებაჟე ოფიცრების მიერ, წითელი ხიდის კონტროლის ...

Read More »

საქართველომ ლიეტუვასგან „ასტრაზენეკას“ 15 ათასი დოზა საჩუქრად მიიღო

საქართველომ ლიეტუვასგან „ასტრაზენეკას“ 15 ათასი დოზა საჩუქრად მიიღო. ვაქცინები თბილისის აეროპორტში 24 ივლისს ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ლიეტუვას ელჩის მოადგილე საულიუს ვალაინისი დახვდნენ. ლიეტუვას მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრი სახელმწიფოსთვის – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის იქნა გამოყოფილი. ...

Read More »